კახა ცხადაძე: ეგრე გაუშვი - უპატრონო კი არ ვარ?!

AutoSharing Option
გუშინ, 20 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის შეხვედრა გაიმართა. მოგეხსენებათ, ფედერაცია ეროვნული გუნდის თავკაცს ანაზღაურების ახალ მოდელს სთავაზობს. ცხადაძემ ამ შეთავაზებას რამდენიმე დღის წინათ უპასუხა. მისი პოზიცია ასეთია - ის მზადაა, ხელფასი 25 პროცენტით შეიმციროს.

ცხადაძისა და კობიაშვილის შეხვედრის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.

"მე ჩემი კომენტარი ხელფასის დაკლებასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთე. ჩემი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, დანარჩენი ფედერაციამ უნდა გააკეთოს. შეუძლია გამიშვას, მერე კი მე გავაკეთებ განცხადებას.

ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ მერე ეს ცალკე სალაპარაკო თემა გახდება. ...ეგრე გაუშვი - უპატრონო კი არ ვარ?! კონტრაქტი მაქვს, ვალდებულებებია, მილიონი რაღაცაა...

მე ჩემი ცხოვრება ორწელიწადნახევრით დაგეგმილი მაქვს - ნაკრებში მუშაობა", - თქვა ცხადაძემ.

ცხადაძე თავის პოზიციას დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც 13 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გაიმართება.

ასევე იხილეთ:
დღეს ცხადაძის ბედი წყდება - ნაკრების თავკაცმა და სფფ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკეს
მკითხველის კომენტარები / 36 /
იმიტო უსჰვებენ რო პული თვიტონ ჭამონ და სხვა არავინ
joni
24 იანვარი 2016 11:27
0
ძალიან ცუდია ასეტი რამეები რომ ხდება,დიდ პატივს ვცემდი ლევან კობიაშვილს მაგრამ რაც კალაძეს დაუჯერა და ეგ სამარცხვინოდ მოიგო ვიტომ არცჰევნები მას მერე მგონია რომ მასაც იგივე სენი შეეყარა რაც კარტულ ოცნებას კონდა და აკვს,აგარავინ გელავს ამ კვეკნისტვის,ხალხისტვის და საერტოდ ნამუსი ტუ რამე გააჩნდატ ისიც დაკარგეს,სირცხვილია უბრალოდ მშვენიერი და საუკეთესო სახელი კონდა კობიაშვილს მაგრამ შეირცხვინა თავი,იმ ადამიანს დაუჯერა რომელსაც მხოლოდ პული და ბიძინა აინტერესებს,ყიდიან ყველას და ყველაპერს,სირცხვილია ძალიან დიდი სირცხვილი
joni
24 იანვარი 2016 11:23
0
"უპატრონო კი არ ვარ?!" - ე.ი. ვინცხა

ბობოლას კაცი ვარო!
გვანჯი აფაქიძის რეპლიკა "მთვარის მოტაცებიდან": "...კაცის კაცი რა კაცია ?"
22 იანვარი 2016 10:26
0
ამ დაუნებს - 120 000 თვეში?

ან წელიწადში კი ეკუთვნით!

პენსიონერებს კი დაბალზამების წინ

10 ლარს ჰპირდებიან!
რას უძლებს ეს ბიუჯეტი ?
22 იანვარი 2016 10:23
0
ცხადაძეს თუ პატრონი ჭირდება აპა საწყალ ბავშვებს ვისაც პატრონი არ ყავს ვინ ატამაშებს ვაი თქვენ პატრონს მიტოა ქართული ფეხბურტის საქმე კარგად
dato
21 იანვარი 2016 19:52
0
ასაკობრივ ნაკრებში ჭირდება პატრონი ხალხო არ გჯერატ.პატარაობიდან აჩვევენ ბავშვებს პატრონის ძებნას გრცხვენოდეთ სულ პატრონიანები რო გყავთ ასაკობრივ ნაკრებებში მიტო გაქვთ შედეგი მერე იტყვით ახალი დანიშნულები არიან რაქნან გუნდს არ იცნობენო გრცხვენოდეთ ამდენი ტყუილის უსირცხვილოებო როგორი იმედი გვქონდა უფრო უარასები ხდება ნაკრებებში
gio
21 იანვარი 2016 19:50
0
ქართულ ფეხბურთს დღეს ... კალაძე განაგებს,რომელიც ყველაფერზე წამსვლელია. ენერგეტიკაში რომ ანტიეროვნულ პოლიტიკას ატარებს პირადი გამდიდრებისთვის ამას არ ჯერდება და ახლა ფეხბურთით უნდა მოითბოს ხელი.კაცი რომ 21 წლის გაუნათლებელ ცოლისძმას მერიის სამსახურის უფროსად დანიშნავს იმას ადამიანობასთან საერთოდ არაფერი არა აქვს.
კაცია ადამიანი?
21 იანვარი 2016 19:13
0
კობიაშვილი საბოლოოდ დამარხავს ქართულ ფეხბურთს. ძალიან ვუჭერდი მხარს, მაგრამ სამწუხაროდ მთავრობიდან წამოსული დირექტივების შესრულების მეტს არაფერს აკეთებს
www
21 იანვარი 2016 16:59
0
კლიმენტის ვეთანხმები ისე სწრაფად შეელია ცხადაძე 25%-ს, რომ ნაღდად ატკატში მიდიოდა 25%.ისე რა სიტყვაა უპატრონო კიარ ვარო
დათო
21 იანვარი 2016 14:52
0
ვაააა პატრონი ყოლია ცხადაძეს გეიგეთ
დათო
21 იანვარი 2016 14:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული