"ქვეყნის ბიუჯეტიდან მწვრთნელებმა მილიონები წაიღეს, შედეგი კი ნულია"

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის განცხადებას დღეს კიდევ ერთხელ ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა.

მინისტრმა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მას ცხადაძის შემცვლელი ჰყავს შერჩეული, აბსურდი უწოდა და დასძინა, რომ კახას მიმართ მას პიროვნული პრობლემები არ აქვს და საუბარი მხოლოდ ფინანსებზეა.

"ის, რომ თითქოს სხვა მწვრთნელი მყავს შერჩეული, აბსურდული ბრალდებაა და კახასგან ძალიან მიკვირს. ძალიან ცუდია, რომ იმ ინსტიტუტებსაც კი არ სცემს პატივს,
რომელსაც თავად წარმოადგენს. მისი განცხადებით ჩანს, რომ ფედერაციის აღმასკომი სიტუაციას ვერ მართავს, ეს კი დადებითად ნამდვილად ვერ შეფასდება. ძალიან ცუდია ისიც, რომ ფედერაციის პრეზიდენტის და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ურთიერთობები ასე საჯაროდ გამოდის. მხარეებმა ვერ შეძლეს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოეგვარებინათ ეს საკითხები.

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მინდა საზოგადოებამ სრულად გაიგოს ეს: პიროვნულად და პერსონალურად კახა ცხადაძისადმი არანაირი პრობლემა არ მაქვს. არ მაქვს პრობლემა არც მის კომპეტენციასთან, არც მის წარსულთან, არც როგორ პროფესიონალთან და რატომ გადააქვს კახას ეს ყველაფერი პიროვნულ კონტექსტში, არ მესმის.

მის მიერ დაანონსებულ იმ ორ წუთიან შეხვედრაზე, მე ცხადაძეს ჩემი პოზიცია პირდაპირ დავუფიქსირე. მე მას განვუმარტე, რომ საკითხი არა მხოლოდ მას, არამედ ყველა მწვრთნელს ეხებოდა, თუმცა გადაწყვეტილებას მე არ ვიღებდი - საბოლოო სიტყვა ლევან კობიაშვილს და აღმასკომს ეთქმოდათ. მე მხოლოდ ჩემი პირადი პოზიცია დავაფიქსირე, რასაც მოჰყვა ეს საუბრებიც. 

პირველივე დღიდან, როცა მოვედი და როცა ფეხბურთის ფედერაციის სათავეში ჯერ კიდევ ზვიად სიჭინავა იდგა, ფედერაციამ გადმოგვიგზავნა განაცხადი მთავარი მწვრთნელის ანაზღაურებაზე. ჩვენ მაშინ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ 120,000-ს თვეში მწვრთნელს არ ავუნაზღაურებდით. ეს არ არის ბოლოდროინდელი მოვლენა - მაშინ არავის პროტესტი არ გამოუცხადებია.

ბოლო-ბოლო, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მწვრთნელებმა მილიონები წაიღეს და შედეგი არის ნული, რაში ვხარჯოთ ფული? შედეგზე თუ იქნებიან მოტივირებულნი, უფრო მეტ გასამსჯელოს მიიღებენ და როცა ადამიანს შედეგის ეშინია, ეს ყველაფერი ბევრ კითხვას აჩენს", - განაცხადა სპორტის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მასსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული დაძაბულობის მიზეზი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.
მკითხველის კომენტარები / 27 /
vergavige rasqvia momeci da armogcem?an exlaarminda meremomeci??kontraqti ararsebobs?waxval sxvagan da mterixaro,arwaxval da chagziraven.shenroigeb xelpass tarielixar tu avtandili chagixedavs sarkeshi da gikitxavs sakutari tavistvis gekutnis rasacigeb???an raambavia amdeni ministri?sportis,sizmris,zilis ministri raubedurebaa.evropas vbazavto da marto garyvnilebashi chans tqveni evropisadmi mibazva.WARGVNAA SACHIRO...
77
22 იანვარი 2016 15:41
0
ცხადაძეს რამე თუარ აწყობს შეუძლია გაწყვიტოს კონტრაქტი და წავიდეს და აღარ უნდა ამდენი ვაიუი რა ან რას ელოდება ეს ხალხი ამ კაცისგან რა შედეგზეა საუბარი ფეხბურთი არ გაქ და მწვრთნელი გყავს მილიონერი.დდ ეგეთი ****** არ გამიგია არსად ყველა სიგლახეში ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ პირველები.
quTaiseli
22 იანვარი 2016 13:51
0
სადგაც მინისტი სტორია რა უბედურობა ხელფასი ქონია ტან რასჰი ნაკრები არსებობს?მარა ეს ხო არველადზის მოყვანილია ამაშია საქმე აბა ტავისი მოყვანილი იყოს დაამტავრეტ ფეხბურტს მიხედეტ იგუპება ტუ დაიგუპა უკვე ტქვენ ხელფასსზე რას იტყვი რას აკეტებ ვაფშე
gulshematkivari
22 იანვარი 2016 12:29
0
სხვა არ ვიცი და მექსიკის მწვრთელმა 375 ათასი დოლარი აიღო 2014-ში. შეადარეთ. აქ ფულზეა საუბარი რომელიც ბავშვთა ფეხბურთში უფრო საჭიროა. სანამ რაიონებში არ განვითარდება სკოლები მანამდე ვერაფერს ვიზამთ მარტო ნაკრებით. ცხადაძე სხვას ჯობია მაგრამ ხელფასზე და თან ამხელაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს.
ირაკლი ქუთაისელი
22 იანვარი 2016 12:21
0
ძალიან ბევრს უნდა ცხადაძის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა,ყველას უნდა,რომ ჯგუფიდან გავიდეთ. ცხადაძე თავს იზღვევს,თორე ამ ფარჩაკი ჯგუფიდან,ჩვენ,რომ ეხლა შემადგენლობა გვყავს,უეჭველი უნდა გავიდეთ. ამიტომ შევქმნათ ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ფონდი. დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი, მოადგილე ლევან სალუქვაძე. ვნახოთ სექტემბრამდე რამდენი შეგროვდება და ეს იქნება მოტივაცია ფეხბურთელებისთვის და მთელი სამწვრთნელო შტაბისთვის.
ნუკრი
22 იანვარი 2016 11:34
0
მე თუ მკითხავთ, სპორტის სამინისტრო დამატებითი ხარჯის მეტი არაფერია. უნდა არსებობდნენ ფედერაციები ყველა სპორტის სახეობაში და მორჩა. საერთოდ კი, რატომ მავალდებულებთ, მე როგორც გადამხდელს, ფული უხადო არაფრისმკეთებელ სპორტის სამინისტროს ან დამოუკიდებელ ფედერაციას, ფეხბურთის ფედერაცია იქნება ეს თუ სახვა სპორტის სახეობის ფედერაცია?
gela
22 იანვარი 2016 11:30
0
ელდარ ნადირაძე-ს. პენსია რამდენი გაქვს ელდარა ბიძია?
meko
22 იანვარი 2016 11:26
0
ელდარ ნადირაძეს სად წაიკითხე ან მოისმინე, რომ ითხოვს? კაცმა კონტრაქტი გაწყვიტა ბაქოს ინტერთან ჩამოვიდა დემორალიზებულ გუნდში 6 თვე უხელფასოდ იმუშავა, ეხლა ხელფასი დაიკლო და იძახის თუ შედეგს დავდებ მერე დამიბრუნეთო და მაგასაც ბიჭებს უტეხავს და მეტი რაქნას? მილიონები ექნებოდა ყაზახეთში რო წასულიყო და იქ ემუშავა მარა აქ დარჩა
თბილისელი
22 იანვარი 2016 11:26
0
ყველამ გაიტვალისწინეთ, რომ ქეცბაიამ დაახლოებით 13 მილიონი აიღო საქართველოს ნაკრებში მუშაობისას და ბოლოს წინა ადგილს ვერ ასცდა
gio
22 იანვარი 2016 11:17
0
რა არის მინისტრის პასუხში უსამართლო ან გაუგებარი.რა დამსახურებისათვის ითხოვს ბატონი ცხადაძე საქართველოს პირობებში ასეთ დიდ თანხას, რა გააკეთა? საოცარი:საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა მთელს მსოფლიოში სადაც დამარცხებულებს აქებენ, (იქნებ გაიხსენოთ, როგორ პატივში იყო წინა ფედერაციის უსუსური და არაფრისგამკეთებელი პრეზიდენტიეს) წესად აქციეს ჩვენმა უპრინციპო კომენტატორებმა. მე არ ვიცნობ ხეჩიკაშვილს, მაგრამ მისი პოზიცია სავსებით სამართლიანია.
ელდარ ნადირაძე
22 იანვარი 2016 11:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული