"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემსა და კახას შორის კომუნიკაცია ამ ფორმატში გადავიდა"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ეხმაურება.


"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემსა და კახას შორის კომუნიკაცია ამ ფორმატში გადავიდა. მე მასთან მოლაპარაკებები მაქვს თვენახევარია და ჩვენ გავაცანით მას ყველა ის პირობა, რასაც ვთავაზობთ.

ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს საკითხები არის ფედერაციის მმართველობას და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს შორის დიალოგის თემა. თუმცა მან სხვა ფორმატით აირჩია საუბარი.

როგორც იცით, მე არ ვიმყოფები საქართველოში. შესაბამისად, საზოგადოების მაღალი
ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნებისთანავე გავმართავ პრესკონფერენციას, სადაც დაწვრილებით ვისაუბრებ ყველა დეტალზე და იმ პირობაზე, თუ რას ვთავაზობთ ჩვენ მას.

მზად ვარ, ყველა კითხვაზე გავცე პასუხი და დეტალურად ვისაუბრო ნაკრებების მწვრთნელების სახელფასო ანაზღაურების იმ სისტემაზე, რასაც ვნერგავთ", - აქვეყნებს ლევან კობიაშვილის სიტყვებს ფედერაციის ოფიციალური საიტი.

სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პრესკონფერენციას 23 იანვარს, 13:00 სთ-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი იმყოფებოდნენ მინსკში, სადაც "განვითარების თასის" ფარგლებში გასამართ შეხვედრას დაესწრნენ. დღეს კი, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები ოფიციალური ვიზიტით ნიონში, უეფას სათავო ოფისში შეხვედრებს მართავენ.
მკითხველის კომენტარები / 40 /
ფეხბურთი თუ ბიზნესია და არა სპორტული სანახაობა რაღას თამაშობ შე დალოცვილო გამოდის იყიდე გაყიდე ყოფილა.დდ კაი რა ბიზნესი არა ტოროლა კიდე მაფიაა ეგ ფეხბურთი ერთი დიდი მაფია და მეტი არაფერი ამიტომ ზიან ფიფასა და უეფაში ***** ჯოგი და ამიტომაცაა ფეხბურთის საქმე კარგად მსოფლიოში აღებ მიცემობია და მექრთამეობა როდის მერე გახდა ბიზნესი.ა
quTaiseli
23 იანვარი 2016 13:21
0
ე ბიჭო, დაწერეთ რამე თორემ .... ჭუმბურიძემ ეს თქვენი ცხადაძე. ეს მგონი ხიზანიშვილზე უარესი ყოფილა. ჯერ იმან შეირცხვინა თავი მაესტროს ეთერში, რა სამარცხვინოდ მოიქცა. და ახლა ამან.
odala
23 იანვარი 2016 11:34
0
ქუჩაში კაპიკების დათვლის მაგალითი არ გამოდგება აქ. ფეხბურთი დღეს დიდი ბიზნესია და თუ სოლიდურად არ გაიღე არაფერი გამოგივა მარტო ტალანტი ვეღარაფერს წყვიტავს. თუ ქართულ რეალობას გადავხედავთ ეგრე ფეხბურთი სამოყვარულო დონეს ვერ გაცდება, მაგრამ გვინდა ეგრე?
irakli apkhaidze
23 იანვარი 2016 10:47
0
საერთოდ რა მადლობა ვთქვათ,რომ ვარსებობთ და თანაც პირველობის ღირსები გაგვხადა ღმერთმა ,ვიყოთ მაგალითები..ყველაფერში....სიტყვის წარმოტქმიდან..ნაბიჯის გადადგმამდე..ჩვენ საქმის კეთება უფრო გაგვიკვირდება ამ ქვეყანაზე ვიდრე კინკლაობა ,ჩავეხუტოთ ერთმანეთს და დავიკაპიწოთ ხელელები შრომისთვის..მიყვარხართ..მენატრება ძველი ფეხბურთი..ენთუზიაზმი..
MAIA
23 იანვარი 2016 10:24
0
vkitxulob komentarebs da mikvirs am xalxis ra xreba,quchashi xalxi kapikebs ixveweba damexmareto da turme 50000 atasi turme cota kofila am daqceul qvekanashi,tu gaikvans gunds kide ormagad mets mivcemto amas rato ar usment xalxo,ase calmxrivad rom saubrobt???
Balechikii.
23 იანვარი 2016 10:13
0
.... კობიშვიილი დასაქმე! აფუთფუთებულია კალაძეს სასტავი, აბა მარტო არველაძეები და ქეცბაია ხრავდაო_ ერთი კიდვ ცხადაძე გახდის ჩემპიონს ამ ...., ამატ მაზავშიკობის მეტი არაფერი იციან, დემტრაძე რომ ჭკუა საკითხავი ეზოლებათ, იქ 0-ა პერსპექტივა! ფეხბურთი მაზავშიკებისა!
ბრრ
23 იანვარი 2016 09:53
0
და რატო უნდა შეუმციროთ ხელპასი კაცი პროპესიონალია და რაც ეკუთვნის ის უნდა აიგოს. მოვიდა სუპთა ხელებით და საქმეს აკეთებს კეთილი ინებონ და დააპინანსონ. გასაჭირში მკოპ ხალხს კი ურჩევდი ჩემი თავის ჩათვლით დროა მთავრობა მოვაშოროთ უკვე გამოგვხრეს აქ პრთიანი პრაზების დრო წავიდა საქმეეე
goga
23 იანვარი 2016 09:41
0
მე პირადად ულაპარაკოდ მოვხსნიდი ცხადაძეს,მისი საქციელი ......, ტელევიზორით დაუწყო ლაპარაკი კობიაშვილს, შეხვედროდა პირისპირ და გაერკვია ყველაფერი პანიკები რომ დაიწყო ამხელა კაცმა.ან იოლი ჯგუფი გვაქო რომ იძახით ნეტა რაზე ფიქრობთ? სამწუხაროდ მანდ გასარკვევი ის არის ჩვენ გავალთ ბოლო ადგილზე თუ მოლდოვეთი
Givi
23 იანვარი 2016 03:32
0
მე არ ვიცი რა ისწავლა კობიაშვილმა გერმანიაში სპორტული მენეჯმენტის სფეროში, მაგრამ საფეხბურთო ინტელექტით ცხადაძესთან დიდი "ნოლი" რომ არის ჩემი 40 წლიანი ფეხბურთის გულშემატკივრობისგამოცდილება მკარნახობს.რაც შეეხება ხეჩიკაშვილს,
ღრმა "ტუნდრაა" გინდა ფეხბურთში და გინდა ქალაქში. კახა ცხადაძესთან ინტელექტით ვერცერთი ვერ მივა. ისე გეგუჩაძემაც დროზე უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია,რომ თახსირი კაცი არ არის. პატივისცემით ნუკრი
ნუკრი
23 იანვარი 2016 00:07
0
ამ ეტაპზე ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ვეთანხმები ბონუს სისტემაზე გადასვლას.50 ათსი ლარი როგორმე უნდა იმყოფინოს ბატ.კახიმ, მაშინ როცა ხალხს 150 ლარი აქვს პენსია.მერე ვნახოთ, ალბათ რამე გვეშველება.
vaspa
22 იანვარი 2016 23:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული