ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას...

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც
სპორტის სამინისტროს.

ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!

სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 139 /
კობიაშვილი უნდა გადადგეს უოირობოდ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
gela
23 იანვარი 2016 18:05
0
კობიაშვილი სასცრაფოდ უნდა ცავიდეს სულ ცოტა ხანში დაიცკება დიდი დაპირისპირება ფეხბურთის სამკაროში კობი ცააააადი გაეცალე ამ გაუგებრობას დამიჯერე
dato
23 იანვარი 2016 18:04
0
კობიაშვილი უნდა წავიდეს. ეს მიუტევებელი შეცდომაა. წარმოდგენაც არ აქვს რაში გააყოფინეს ან გაყო თავი.
koka
23 იანვარი 2016 17:41
0
აქ ყველაფერი წინასწარ ჩაფიქრებულს გავს. ცხადაძემ 3 თვე უხელფასოდ იმუშავა. მერე გაცილებით იაფი კონტრაქტი გააფორმა ვიდრე წინა წლებში იყო. ეს ადამიანი წარმატებული მწვრთნელია და ბუნებრივია კონტრაქტიც იმას ნიშნავს რომ რაღაც პირობა აწყობს და რაღაც არა ადამიანს. დიახ, წარმატებული მწვრთნელი ძვირი სიამოვნებაა. მან შეძლო გუნდის შენების დაწყება. ახლა მიადგნენ სვავები და საწყენია რომ კობიაშვილი ასეთი ... გამოდგა. ჩვნი ნაკრები რომ გავა მე-5 ადგილზე თავად კობი რას იზამს? ასეთ დროს მწვრთნელის გადაყენება არის პირდაპირი ნიშანი იმისა რომ კობი მაფიოზად ჩამოყალიბებულა. მინიმუმ , ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ვეკითხები კობის, რომ ჩავარდეს სამარცხვინოდ ნაკრები გადადგება? აშკარაა რომ თავიანთ ძმაკაცს ამზადებენ ამ პოსტზე. მე პირადად როგორც ერთი გულშემატკივარი, კობიაშვილს რომელიც მხარს ვუჭერდი სიხარულით, ვთვლი რომ იგი არის .... კაცი.
nika
23 იანვარი 2016 17:39
0
Martalia kobiashviliii!!!!cxadadzesac kaaargad avardnia tavshi!!! Tavmdabali da ara gaumadzgari,patrioti mwvrtneli ver unda moinaxos???!
davidbe
23 იანვარი 2016 17:32
0
ეხლა ვიგაცას მოიყვანენ ჭ კლასის მწვრთნელს ან გერმანიიდან ან სადგაც მოიძიებენ, ისეთ კაცს მაინცდამაინც პასუხი რო არ მოეტხოვება შედეგზე , და ნაკრებიც იფაფხურებს და გავალთ ბოლოზე ან ბოლოდან მეორეზე, ნუ როგორც გავდიოდით კობიაშვილის თამაშის დროს მაკრები, ზუსტად იგივე შედეგი დაიდება..../ იმედია გულშემატკივარი სასტიკად ვცდებით და ყველაფერი წარმატებით დასრულდება, მაგრამ როდის იყო გულშემატკივარი ვერ ვხვდებიდით რა იყო კარგი და რა ცუდი..../
Vaso
23 იანვარი 2016 17:19
0
ცხადაძე არ დაიკარგება. დაუძახებს ნორმალური ქვეყნის ნორალური გუნდი და იმუშავებს. ამ დაქცეულ ქვეყანას და გაფარჩაგებულ ფეხბურთს რა ეშველება.
გიორგი
23 იანვარი 2016 17:11
0
ესე ძმაო ასე უმდა გაუშვა ყველა ფულის მოყვარული ფედერაციიდანაც, და ცხადაძის ... სირცხვილი,სირცხვილი, და კიდევ ერთხელ დააბრუნოს აღებული თანხა 2009- ში რომ აიღო. კობი ეგებ ქუტაისიც ღირსი გახადო, რომ აღმასკომში მაინც აირჩიოთ ერთი ან ორი წევრი, ისინი შენს გვერდით არიან სიმართლეში. 12- გუნდიანი ჩემპიონატი მხოლოდ, და ნაკრებში უცხოელი.
ქუთაისელი მართალი.
23 იანვარი 2016 16:56
0
სირცხვილი ლევან კობიაშვილო, რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ვერ მოაგვარე!...სპორტის მინისტრმა და დამყაყებულმა(ფულს დახარბებულმა) ძალებმა თავისი გაიტანეს!...ზნედაცემული მაფია ისეა ჩვენს ფეხბურთში ფეხმოკიდებული,რომ კარგი არაფერი დაგვეყრება მომავალში...
ნიკა
23 იანვარი 2016 16:51
0
პეტიცია ბესიკ შეროზია ნაკრების მწვრთნელად http://manifest.ge/main/item/738
giorgi
23 იანვარი 2016 16:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული