ლევან კობიაშვილმა ცხადაძის ხელფასი და სფფ-ს მიმართ მისი ვალები გაასაჯაროვა

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


"ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში იხდის 1,5 მილიონ ლარს, რაც მთლიანობაში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3 მილიონს მიაღწევდა. მისი სამწვრთნელო შტაბი კი ყოველთვიურად 8000 ლარს იღებდა.

პლუს ამას, 2015 წლის აპრილში, ფედერაცამ კახა ცხადაძეს, უხელფასო 6-თვიან პერიოდში, მისცა უპროცენტი სესხი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. შემდეგ ცხადაძეს ყოველთვიურად ეჭრებოდა თანხა ხელფასიდან. დღევანდელი მონაცემებით, დარჩენილია 50 000 აშშ დოლარი.

მე კახას შევთავაზე მისი ხელფასის 50%-ის ფიქსირებული გადახდა, ხოლო დანარჩენის - მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მინიმალურ შედეგად ჯგუფში მესამე ადგილი განიხილებოდა. პლუს ამას, თუ გუნდი მეორეზე გავიდოდა, კახა დამატებით კიდევ თანხის 50%-ს მიიღებდა.

კახამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გულშემატკივარს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას ბონუსად ხელფასის 30% ეკუთვნოდა, რომელსაც ის ფეხბურთელებს გაუნაწილებდა. მეორე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას - ჯერ პლეი ოფია გასავლელი.

ჩემი შეთავაზება კი ასეთი იყო: მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, დამატებით 50%-ს ვაძლევდი - გინდ გასულიყო მუნდიალზე, გინდ არა. სხვათა შორის, მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ბონუსის სახით მას თანხას სპორტის სამინისტროც დაუმატებდა.

ამის გარდა, მე შევთავაზე იმ სესხის დარჩენილი 50 000 დოლარის განულებაც, რომელიც მისი დასაბრუნებელია...

2009 წლის 12 ივნისს სფფ-ის აღმასკომზე მოხდა საკითხის განხილვა - 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ცხადაძემ ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებიდან ბაქოს "ინტერში" გაშვება სთხოვა. "მან განგვიცხადა, რომ მისთვის მთავარია ფინანსური მომენტი", - ასე წერია ფედერაციის განცხადებაში.

მაშინ აღმასკომმა ცხადაძე გაათავისუფლა, კომპენსაციის სახით კი მას ფედერაციისთვის უნდა გადაეხადა 40 000 ლარი. ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კახა ცხადაძის ხელფასზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემაც ისაუბრა, რომლის თქმითაც, ცხადაძის თვიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს, ხელზე კი ის 100 000-ს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 109 /
Reebs izaxi ra cremli ra tirili, xo ar gakankalebs?? moikvane isev Kecbaia da naxav mere ....megrelis laparaks
Deri
23 იანვარი 2016 16:49
0
მე რომ კაცმა მკითხოს მარტო ბონუს სისტემაზე გადავიყვანდი მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად ესენი მაინც აგებენ წაგებულში 120 ათასი ცხადაძე უფრო ჭკვიანი მეგონა არაფერი გაუკეთებია და უკვე თავი დაგვამდლა
bako
23 იანვარი 2016 16:47
0
კონტრაქტის პირობები კონფიდენციალურია და ისიც საინტერესოა როგორ გაასაჯაროვეს?! კობიაშვილს მაგრად იყენებენ თავიანთი საქმეებისთვის...
a talanti
23 იანვარი 2016 16:41
0
მე რომ კაცმა მკითხოს მარტო ბონუს სისტემაზე გადავიყვანდი მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად ესენი მაინც აგებენ წაგებულში 120 ათასი ცხადაძე უფრო ჭკვიანი მეგონა არაფერი გაუკეთებია და უკვე თავი დაგვამდლა
bako
23 იანვარი 2016 16:41
0
100 000ლარი დაახლოებით-35 000 ეუროა,ეს არაა დიდი ხელფასი ფეხბურთის მწვრთნელისთვის.(ამ ფასად არც ერთი ნორმალური ევროპელი მწვრთნელი არ იმუშავებს საქართველოში)ჩვენ რომ გუნდი არ გვივარგა ეს იმას არ ნიშნავს რომ კარგი მწვრთნელი მცირე ხელფასსუნდა დათანხმდეს.რომ არ გვივარგა და ასაწყობია გუნდი,ამიტომაა საწირო კარგი მწვრთნელი. რაღაცას მამაძაღლობ კობიაშვილო,ასეა მგონია მე და ესეც მალე გამოჩნდება.
mamulo
23 იანვარი 2016 16:39
0
დაინიშნოს პირველ რიგში ისეთი ქართველი, ვისაც ცრემლები მოდის გულიდან სამშობლოს ყოველ წარუმატებლობაზე, ხოლო გამარჯვებაზე კი არ ბაქი ბუქობს და სულ გამარჯვებაზე იფიქროს. მხოლოდ მეორე ადგილი და ამის შემდეგ მისთვის სოლიდური კომპესაციაც. ალბათ უცხოელი აჯობებს ამჟამად.გაუმარჯოს კობის და საქართველოს.
მამუკი ქუთათელი
23 იანვარი 2016 16:39
0
არ მითრხა ეხლა რომ საბჭოტა კავშირის ჰიმნაც არ მღერიხარ დილაობით, თორე ჩვენი ანდაზების პატრონს კარგად გიშველა რუსულმა ფრთიანმა ფრაზამ :))
SL - ს
23 იანვარი 2016 16:35
0
მე რომ კაცმა მკითხოს მარტო ბონუს სისტემაზე გადავიყვანდი მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად ესენი მაინც აგებენ წაგებულში 120 ათასი ცხადაძე უფრო ჭკვიანი მეგონა არაფერი გაუკეთებია და უკვე თავი დაგვამდლა
bako
23 იანვარი 2016 16:30
0
ანუ მაიტა, მაიტა! ჯერ ფული და მერე საქართველო
:–)
23 იანვარი 2016 16:20
0
დარწმუნებული ვარ ყველა საღად მოაზროვნე კობის მხარესაა იმიტო რო შედეგი რო ვერ დადოს ცხადაძემ მერე კობის წამოაძახებენ რაში ყრიდი ამდენ ფულსო ცხადაძეს თუ ფული უნდა წავიდეს ბაქოში
kobis
23 იანვარი 2016 16:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული