პოზიცია: შუა მდინარეში ცხენებს არ ცვლიან...

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილის ბრიფინგმა ყველა "ჰოს" და "არას" წერტილი დაუსვა. კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. ეს საკითხი აღმასკომზე გავა და აღმასკომიც ხელს ასწევს...

ჯერ კიდევ ნოემბერში "ლელოს" ყურამდე მოაღწია ხმამ, რომ ფეხბურთის ფედერაცია მთელი სამწვრთნელო ვერტიკალის შეცვლას გეგმავდა. ამ ხმებით ბევრი რამ არ ჯდებოდა ლოგიკაში, მაგრამ დღეს ეს უკვე რეალობაა...

აქ პრობლემა მარტო ის არ არის, რაც უშუალოდ ცხადაძესა და ფეხბურთის ფედერაციას შორის მოხ
და. ასაკობრივი ნაკრებებიც არ უნდა დაგვრჩეს განზე. ესეც სამსჯელო თემაა...

ფეხბურთის ფედერაცია თითოეული მწვრთნელისგან ითხოვს შედეგს და ახალი მოდელით აპირებს მათი შრომის ანაზღაურებას - ანუ მთავარი კრიტერიუმია შედეგი. ხელფასი პლუს ბონუსი, იმის გათვალისწინებით, თუ რას მიაღწევს ესა თუ ის მწვრთნელი. ძალიანაც კარგი და ვფიქრობ, მოუხდება კიდეც საქმეს. რა უნდა იყოს ამაში ცუდი და მიუღებელი?

მაგრამ ჯერ გასარკვევია, რა სტანდარტებითა თუ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს ფეხბურთის ფედერაცია? შევთანხმდეთ, რომ ეს კრიტერიუმები და სტანდარტები ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ასე არ არის?

ჰოდა, საინტერესოა, რატომ არ გაითვალისწინეს ეს ყველაფერი 17 და 19-წლამდელთა მწვრთნელების მაგალითზე? რა, არ ჰქონდათ შედეგი გოჩა ავსაჯანიშვილსა და ვასილ მაისურაძეს? მაშ, რატომ შეცვალეს ისინი ზედ ელიტრაუნდების წინ? სად არის აქ ლოგიკა?

ეს კითხვები, ჯერჯერობით, უპასუხოდაა - არანაირი წონადი არგუმენტი! მთავარი შედეგიაო და, ამ ცვლილებების გამო, თქვენც მოგეთხოვებათ პასუხი, ბატონებო! შედეგი თქვენმა გადაწყვეტილებებმაც უნდა მოიტანოს.

დავუშვათ და, ორივე ნაკრები რომ ჩაფლავდეს მოახლოებულ ელიტრაუნდებში (რაშიც ყველაზე ნაკლებად იქნებიან დამნაშავენი ვასილ მაისურაძე და გიორგი ყიფიანი) საინტერესოა, რა ფორმით აგებთ პასუხს? გადადგებით?

ჩემი მხრიდან გპირდებით - თუ შედეგი იქნა (ნეტავ!), პირველი ვიქნები, ვინც იტყვის, რომ მართლები იყავით ამ გადაწყვეტილებებში.

რაც შეეხება ცხადაძეს. უნდა თუ არა, მართალია თუ არა, ფედერაცია ვერ ასცდება ეჭვს, რომელიც ღრღნის გულშემატკივარს (თუ არ გჯერათ, გადით და ჰკითხეთ ნებისმიერ მათგანს) - რომ "ცხადაძე არ იყო ამათი "სასტავის" კაცი", რომ "მას განგებ დაუდეს ისეთი პირობები, რასაც კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ალბათ არცერთი მწვრთნელი არ დათანხმდებოდა", რომ "აიძულებენ, წავიდეს და ახლა მოიყვანენ "თავიანთ კაცს" და ასე შემდეგ...

ეს ეჭვები თავადვე გააღრმავა ფედერაციამ, როცა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტი ვაკანტური დატოვა და ცხადაძის თავზე "დამოკლეს მახვილივით" ჩამოჰკიდა...

ვერავინ იტყვის, რომ ცხადაძის ნაკრები ვარსკვლავებს წყვეტდა და არა მგონია, ამის ილუზია თავად ცხადაძესაც ჰქონდეს. მაგრამ დემორალიზებული გუნდი რაღაცნაირად დალაგდა, უფრო მეტად - მოედანს მიღმა, ვიდრე - მოედანზე, მაგრამ მაინც. ვფიქრობ, პოზიტივი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ნეგატივი

ახლა წარმოვიდგინოთ, "იმ" კაცის მდგომარეობა, ვინც ნაკრების სათავეში უნდა მოვიდეს. რა უნდა მოასწროს? ალბათ, ორი ამხანაგური მატჩი მაის-ივნისში, სექტემბრიდან კი უკვე შესარჩევი ციკლი იწყება.

არ ვარ ადვოკატი არც ერთი მწვრთნელის. არც მათ სახელფასო უწყისებში ვიქექები. მით უმეტეს, ძალზე რთულია აქ რაიმე სტანდარტზე მსჯელობა - ბევრს იღებს თუ ცოტას. გააჩნია, ვის რამდენად უღირს თავისი სამუშაო და ვის რამდენი ემეტება ამ სამუშაოს ანაზღაურებისთვის.

აქ ლაპარაკია მიდგომაზე, პრინციპზე - დღეს, ამ მოცემულ მომენტში, მწვრთნელის კონტრაქტის გადახედვა (რაც ბუნებრივად დისკომფორტს უქმნის მას და წნეხში აქცევს) სწორედაც რომ პრინციპულად არასწორია. მერე, კი ბატონო! როცა დავითვლიდით წიწილებს 2017 წლის შემოდგომაზე...

ეროვნული ნაკრები სათუთი სფეროა, მით უმეტეს, საქართველოში. ეს არის საფეხბურთო პირამიდის კენწერო და მისი ინტერესები პირველ რიგშია გასათვალისწინებელი. საერთოდ, ქირურგიული ჩარევა ხდება მაშინ, როცა ეს გადაუდებელი აუცილებლობაა. ვფიქრობ, ეს აუცილებლობა ცხადაძის შემთხვევაში არ დამდგარა.

ფეხბურთის ფედერაციას პატივი უნდა ეცა მწვრთნელის მოქმედი კონტრაქტისთვის და მხოლოდ ახალი შესარჩევი ციკლის მიხედვით გადაეხედა მისთვის, ან შეეწყვიტა, ან ნაკუწებად ექცია თუ რაც გნებავთ ის...

ცხადაძემ რაღაც დათმო (ვინმესთვის თუ ცოტა იყოს ეს, სხვა საქმეა), უნდა დაეთმო ფედერაციასაც...

იმიტომ, რომ ის კარნახობს პირობებს და ბერკეტებიც მის ხელშია...

იმიტომ, რომ დღეს ცხადაძე მისი შეგირდებისა თუ გულშემატკივრების თვალში "დაჩაგრული კაცია", ხალხი კი, მისი ბუნებიდან გამომდინარე, თითქმის ყველა შემთხვევაში დაჩაგრულის მხარეს დგება...

იმიტომ, რომ დღეს ეს აურზაური და ნაკრების გარშემო წყლის ამღვრევა, პირველ რიგში, თავად ფედერაციას არ უნდა აძლევდეს ხელს...

იმიტომ, რომ მათი საქმიანობაც რაღაც ეტაპზე შეფასდება და შეფასდება სწორედ ნაკრების შედეგებით...

იმიტომ, რომ შუა მდინარეში ცხენებს არ ცვლიან...

პაატა გელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 47 /
ეს არის კობის პირველი სერიოზული ტესტი ფედერაციის პრეზიდენტის რანგში. შევახსენებ გამოუცდელ პრეზიდენტს, რომ პიროვნების მენეჯერული ნიჭი ფასდება არა მარტო მისი განსწავლულობით (თუმცა, არ მგონია, რომ ეს კომპონენტი მომეტებულად ქონდეს კობის), არამედ მისი უნარით, კრიზუსულ სიტუაციაში იპოვოს ისეთი გადაწყვეწილება, რომელიც არ დააზიანებს, არც კომპანიას (ანუ ფედერაციას), არც იმ სუბიექტს, ვისთანას დაობს და საზოგადოებრივი აზრიც იქნება გათვალისწინებული. მე არ ვფიქრობ, რომ ცხადაძის გაშვება სწორი გადაწყვეტილებაა, მითუმეტეს, რომ კახას მხრიდან არის ძალიან სერიოზული ფინანსური დათმობა, ვიდრე ეს ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, არა აქვს იმის განცდა, რომ ის ფედერაციის წინა ხელწძღვანელობის სამართალმემკვიდრეა და ვალდებულია სრულად დაიცვას მოქმედი კონტრაქტი. თუ ამ პროცესსს მოყვა სამართლებლივი დავა კომპენსაციის მოთხოვნის კუთხით, ფედერაცია აქ პირწმინდად წააგებს.
nikolozi
25 იანვარი 2016 14:39
0
avtor saidan mogdis eseti azrebi ro dachagrulia cxadadze da xalxi dachagrulsi mxaresaa? vicn sagad azrovenbs yvela mixvdeba ro cxadadze aris ... da daxamda m xelpas da samshoblos mogalatea qecbaias dros imitom aravin arigebda xmas ro nacxrova ikos ataveshi da azri ar konda ertad chamdnen cxadadzem daushva shecdoma da exla ketili inebos da tviton gadadges momindoma bichma gamdidreba ra unamuso
sandro
25 იანვარი 2016 14:39
0
bebe-ს

კი ძამიკო მეც გეთანხმები რომ საქართველოს ნაკრების მწრთვნელისთვის 60 ატასიც საკამირისია, მაგრამ ამ ყველაფერს ცხადაძის მდგომარეობიდან შეხედე: ცხადაძე წრთვნის აზერბაიჯანულ გუნდს, სადაც ძაან დიდ პატივს სცემენ და ამავე დროს დამიჯერე უფრო მეტი ხელფასი აქვს ვიდრე 35 ათასი ევრო თვეში, ტოვებს ამას ყველაფერს და მოდის საქართველოში მწრთვნელად და ეხლა ეუბნებიან რომ ხელფასი უნდა გაგინახერვდესო ე.ი. რა გამოდის ბაქოდან საქართველოში ჩამოვიდა ნაკლებ ხელფასზე სამუსაოდ და იმ ნაკლებ ხელფასსაც უნახევრებენ. შენ ჩააყენე აბა შენი თავი მის მდგომარეობაში დატანხმდებოდი?????? საქართველოს ნაკრებიდან წასული კი უმუშევარი რჩება და არავინ იცის სად და როდის დაიწყებს სამსახურს. როცა ფეხბურთელი იყო ლამის მოღალატედ შერაცხეს სნგ-ს ნაკრებში როგორ თამაშობსო და ჩამოვიდა აქ და 1 წელი დინამოში გაატარა,რაც მისი კარიერისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იყო. ეხლაა და ფაქტიურად გამოდის ბაქოში აწყობილი ცხოვრება დაუნგრიეს. ცოდოა და დიდი ალბათობით ეწირება კალაძის და მინისტრის ლობირებულ კანდიდატს და კობი კიდევ არის მაგათი ყურმოჭრილი მონა.
tato
25 იანვარი 2016 14:39
0
bebe-ს. გეთანხმები, რომ 120 000 საქართველოს პირობებში დიდი ხელფასია, მაგრამ აქ მტავარია კონტრაქტის პირობები და გასათვალისწინებელია უშუალოდ კახას შეტავაზება ფედერაციისადმო ხელფასის 25%-ით შემცირების თაობაზე. შუალედის მოძებნა შეიძლებოდა. ცფიქრობ, რომ ფედერაცია და მისი ახლადგამოჩეკილი პრეზიდენტი დიდ შეცდომას უშვებენ. ისედაც გახლეჩილი და დედა...ქაართული ფეხბურთი, კიდევ უფრო გახლიჩეს. თუმცა, მთავარი მაინც შედეგია. დაველოდოთ რა შედეგს მოიტანს ეს ცვლილებები. თუ შედეგი არ იქნა კობი და მისი "განათლებული" გუნდი აიბარგება ფედერაციიდან ვადაზე ადრე. ჩემი პროგნოზი-პირველივე ოფიციალურ შესარჩევ ტამაშში ავსტრიასტან მარცხი, თანაც დიდი ანგარიშით.
koba
25 იანვარი 2016 14:28
0
მასწავლებლების ხელფასებს რომ იხსნებთ ძმებო, ეგ მარტო ცხადაძის ხელფასს ნუ შედარდება. ფედერაციის მაღალჩინოსნების ხელფას პრემიებს შევადაროთ მასწავლებლის ხელფასი.
დათო
25 იანვარი 2016 14:26
0
რა წაიღეტ ტვინი ამ ცხადაძიტ ამ კაცისატვის იყო დევიზი-----ჯერ ფული შემდეგ შედეგი ნო დენგი პერიოდ.
guri
25 იანვარი 2016 14:25
0
ფედერაციას ქონდა სრული უფლება გადაეხედა კონტრაქტზე და შეეთავაზებინა ახალი პირობები, ეს პირობები ნამდვილად არ იყო მიუღებელი, პირიქით ძალიან სამართლიანი იყო, მესამე ადგილის შემთხვევაში მწვრთნელი იღებდა სრულ ხელფას, ახლა თქვენ მითხარით თუ გუნდი მესამეზეც ვერ გავა, რატომ უნდა იხადო ამხელა ფული, სხვა შედეგს ნებისმიერი 5000 ლარიანი ქართველი მწვრთნელიც დადებს. ცხადაძის პოზიცია იყო თავიდანვე არასწორი, გულშემატკივარი კი სწორედ მაშინ მოთხოვს ფედერაციას პასუხს ცხადაძეს რომ უპირობოდ 1,5 მილიონი აძლიოს წელიწადში და გუნდი მესამეზეც ვერ გავიდეს, მერწმუნეთ ყველა იმას იტყვის რაში უხდიდით ამ კაცს ამ ფულსო.
თენგო
25 იანვარი 2016 14:22
0
კარგით რა, სანამ მწვრთნელს გაარკვევდეთ რა ღირს, მანამდე გაარკვიეთ რა ღირს კარგი მასწავლებელი, ექიმი,..... და ჩვენი პირობების შესაბამისად გამოიანგარიშეთ რას უნდა იღებდეს ხელფასს მწვრთნელი,ან თუნდაც მინისტრი... გადახედეთ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს და ელემენტარული პროპორციით იანგარიშეთ.
guja
25 იანვარი 2016 14:19
0
bokinio-ს. ვინ ვის გამოუანა ვერდიქტი, ამას დრო გვიჩვენებს. ერთს დავძენ მხოლოდ. ფედერაციას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მას შემდეგ, რას კონტრაქტი შეწყდება და შესაბამისად დადგება კომპენსაციის გადახდის საკითხი. აქ უკვე ცხადაძე აუცილებლად გამარჯვებული დარჩება. შეიძლება ხელფასზე ნაკლები, მაგრამ ფედერაციას მოუწევს ტანხის გადახდა. ეს გარდაუვალია. ახლა ვსვავ კითხვას, რომელი ჯობდა, დათანხმებოდა ფედერაცია მწვრთნელის შემოტავაზებას ხელფასის 25%-ით შემცირებაზე თუ თავისი პირობები გაეტანა? თავის პირობებს გაიტანს და კახა წავა, მაგრამ ფედერაცია და ნაკრები უფრო დაზარალდება, ვიდრე მწვრთნელი. ვისურვებდი კობი ნუ დაყრდნობოდა მთლიანად გარემოცვას და თვითონაც ეაზროვდნა და გამოეტანა დასკვნა. მისი სატელევიზიო კომენტარების ხილვისას, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ის პიროვნულად არის ნაწყენი. კი, გასაგებია, მაგრამ....ეს არ არსი საქმისადმი სერიოზული მიდგომა.
vako
25 იანვარი 2016 14:18
0
ამ მთავრობის წარმომადგენლები, მანამდე ლაპარაკობდნენ რომ როცა მოვიდოდნენ წინა ხელისუფლებასავიტ არ დაიწყებდნენ სპორტულ ფედერაციების საქმიანობაში ჩარევას, მაგრმ რაც მოვიდნენ აიწყეს მათ საარცევნო საქმეში ჩარევა და საკუთარი ნატესავებისა და ახლობლების დაწიანაურება. ეს მთავრობა ყველა სფერსო აბინზირებს, ყველაფერს ხელში იგდებს და უნამუსოდ ტყუის.
gaga
25 იანვარი 2016 14:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული