პოზიცია: შუა მდინარეში ცხენებს არ ცვლიან...

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილის ბრიფინგმა ყველა "ჰოს" და "არას" წერტილი დაუსვა. კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. ეს საკითხი აღმასკომზე გავა და აღმასკომიც ხელს ასწევს...

ჯერ კიდევ ნოემბერში "ლელოს" ყურამდე მოაღწია ხმამ, რომ ფეხბურთის ფედერაცია მთელი სამწვრთნელო ვერტიკალის შეცვლას გეგმავდა. ამ ხმებით ბევრი რამ არ ჯდებოდა ლოგიკაში, მაგრამ დღეს ეს უკვე რეალობაა...

აქ პრობლემა მარტო ის არ არის, რაც უშუალოდ ცხადაძესა და ფეხბურთის ფედერაციას შორის მოხ
და. ასაკობრივი ნაკრებებიც არ უნდა დაგვრჩეს განზე. ესეც სამსჯელო თემაა...

ფეხბურთის ფედერაცია თითოეული მწვრთნელისგან ითხოვს შედეგს და ახალი მოდელით აპირებს მათი შრომის ანაზღაურებას - ანუ მთავარი კრიტერიუმია შედეგი. ხელფასი პლუს ბონუსი, იმის გათვალისწინებით, თუ რას მიაღწევს ესა თუ ის მწვრთნელი. ძალიანაც კარგი და ვფიქრობ, მოუხდება კიდეც საქმეს. რა უნდა იყოს ამაში ცუდი და მიუღებელი?

მაგრამ ჯერ გასარკვევია, რა სტანდარტებითა თუ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს ფეხბურთის ფედერაცია? შევთანხმდეთ, რომ ეს კრიტერიუმები და სტანდარტები ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ასე არ არის?

ჰოდა, საინტერესოა, რატომ არ გაითვალისწინეს ეს ყველაფერი 17 და 19-წლამდელთა მწვრთნელების მაგალითზე? რა, არ ჰქონდათ შედეგი გოჩა ავსაჯანიშვილსა და ვასილ მაისურაძეს? მაშ, რატომ შეცვალეს ისინი ზედ ელიტრაუნდების წინ? სად არის აქ ლოგიკა?

ეს კითხვები, ჯერჯერობით, უპასუხოდაა - არანაირი წონადი არგუმენტი! მთავარი შედეგიაო და, ამ ცვლილებების გამო, თქვენც მოგეთხოვებათ პასუხი, ბატონებო! შედეგი თქვენმა გადაწყვეტილებებმაც უნდა მოიტანოს.

დავუშვათ და, ორივე ნაკრები რომ ჩაფლავდეს მოახლოებულ ელიტრაუნდებში (რაშიც ყველაზე ნაკლებად იქნებიან დამნაშავენი ვასილ მაისურაძე და გიორგი ყიფიანი) საინტერესოა, რა ფორმით აგებთ პასუხს? გადადგებით?

ჩემი მხრიდან გპირდებით - თუ შედეგი იქნა (ნეტავ!), პირველი ვიქნები, ვინც იტყვის, რომ მართლები იყავით ამ გადაწყვეტილებებში.

რაც შეეხება ცხადაძეს. უნდა თუ არა, მართალია თუ არა, ფედერაცია ვერ ასცდება ეჭვს, რომელიც ღრღნის გულშემატკივარს (თუ არ გჯერათ, გადით და ჰკითხეთ ნებისმიერ მათგანს) - რომ "ცხადაძე არ იყო ამათი "სასტავის" კაცი", რომ "მას განგებ დაუდეს ისეთი პირობები, რასაც კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ალბათ არცერთი მწვრთნელი არ დათანხმდებოდა", რომ "აიძულებენ, წავიდეს და ახლა მოიყვანენ "თავიანთ კაცს" და ასე შემდეგ...

ეს ეჭვები თავადვე გააღრმავა ფედერაციამ, როცა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტი ვაკანტური დატოვა და ცხადაძის თავზე "დამოკლეს მახვილივით" ჩამოჰკიდა...

ვერავინ იტყვის, რომ ცხადაძის ნაკრები ვარსკვლავებს წყვეტდა და არა მგონია, ამის ილუზია თავად ცხადაძესაც ჰქონდეს. მაგრამ დემორალიზებული გუნდი რაღაცნაირად დალაგდა, უფრო მეტად - მოედანს მიღმა, ვიდრე - მოედანზე, მაგრამ მაინც. ვფიქრობ, პოზიტივი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ნეგატივი

ახლა წარმოვიდგინოთ, "იმ" კაცის მდგომარეობა, ვინც ნაკრების სათავეში უნდა მოვიდეს. რა უნდა მოასწროს? ალბათ, ორი ამხანაგური მატჩი მაის-ივნისში, სექტემბრიდან კი უკვე შესარჩევი ციკლი იწყება.

არ ვარ ადვოკატი არც ერთი მწვრთნელის. არც მათ სახელფასო უწყისებში ვიქექები. მით უმეტეს, ძალზე რთულია აქ რაიმე სტანდარტზე მსჯელობა - ბევრს იღებს თუ ცოტას. გააჩნია, ვის რამდენად უღირს თავისი სამუშაო და ვის რამდენი ემეტება ამ სამუშაოს ანაზღაურებისთვის.

აქ ლაპარაკია მიდგომაზე, პრინციპზე - დღეს, ამ მოცემულ მომენტში, მწვრთნელის კონტრაქტის გადახედვა (რაც ბუნებრივად დისკომფორტს უქმნის მას და წნეხში აქცევს) სწორედაც რომ პრინციპულად არასწორია. მერე, კი ბატონო! როცა დავითვლიდით წიწილებს 2017 წლის შემოდგომაზე...

ეროვნული ნაკრები სათუთი სფეროა, მით უმეტეს, საქართველოში. ეს არის საფეხბურთო პირამიდის კენწერო და მისი ინტერესები პირველ რიგშია გასათვალისწინებელი. საერთოდ, ქირურგიული ჩარევა ხდება მაშინ, როცა ეს გადაუდებელი აუცილებლობაა. ვფიქრობ, ეს აუცილებლობა ცხადაძის შემთხვევაში არ დამდგარა.

ფეხბურთის ფედერაციას პატივი უნდა ეცა მწვრთნელის მოქმედი კონტრაქტისთვის და მხოლოდ ახალი შესარჩევი ციკლის მიხედვით გადაეხედა მისთვის, ან შეეწყვიტა, ან ნაკუწებად ექცია თუ რაც გნებავთ ის...

ცხადაძემ რაღაც დათმო (ვინმესთვის თუ ცოტა იყოს ეს, სხვა საქმეა), უნდა დაეთმო ფედერაციასაც...

იმიტომ, რომ ის კარნახობს პირობებს და ბერკეტებიც მის ხელშია...

იმიტომ, რომ დღეს ცხადაძე მისი შეგირდებისა თუ გულშემატკივრების თვალში "დაჩაგრული კაცია", ხალხი კი, მისი ბუნებიდან გამომდინარე, თითქმის ყველა შემთხვევაში დაჩაგრულის მხარეს დგება...

იმიტომ, რომ დღეს ეს აურზაური და ნაკრების გარშემო წყლის ამღვრევა, პირველ რიგში, თავად ფედერაციას არ უნდა აძლევდეს ხელს...

იმიტომ, რომ მათი საქმიანობაც რაღაც ეტაპზე შეფასდება და შეფასდება სწორედ ნაკრების შედეგებით...

იმიტომ, რომ შუა მდინარეში ცხენებს არ ცვლიან...

პაატა გელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 47 /
გაასაჯაროვოს ცხადაძემ თავისი ხელფასი ბაქოში მას იქ ბევრად ნაკლები ჰქონდა ვიდრე აქ ითხოვს, ბლეფია თითქოს იქ 5-ჯერ მეტი ჰქონდაა ნუ ტყუიხართ.
მერაბი
25 იანვარი 2016 16:29
0
დათოს-ს,
აქ კონკრეტულ ცხადაძის თემაზეა საუბარი, თორემ ყველა რომ ყვლეფს ამ საცოდავ ბიუჯეტს მინისტრიან, პარლამენტარიან და ა.შ. კი ვიცით...
bebe
25 იანვარი 2016 16:05
0
ცხადაძე ნებისმიერ შემთხვევაში მართალია. მას აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა პასუხისმგებლობას. თანხა არის ფიქსირებული, შესაბამისად, უნდა გადაუხადონ. ბევრი და ცოტა არ არსებობს, არსებობს ვალდებულება. რა თქმა უნდა, მთავარი ფულია. სადაც მეტს გიხდიან, იქ წახვალ. თავიდანვე გამიკვირდა, რატომ დათანხმდა საქართველოსი უარეს პირობებს, როცა აზერბაიჯანში ბევრად უკეთეს პირობებში მუშაობდა.
თენგო
25 იანვარი 2016 16:02
0
კატეგორიულად ვერ დავეთანხმები იმ აზრს თითქოს ხელფასს რომელსაც ცხადაძეს სთავაზობდნენ ცოტაა და მეტს იმსახურებს.ცხადაძეს მშვენიერ პირობებს სთავაზობდნენ და თქვა უარი და ახლა იქით ედავება რაღაც რაღაცეებს.კაცი რომელიც ფედერაციასთან და სპორტის სამინისტროსთან საერთოს ვერ ნახავს და ამის მერე .... ლაპარაკობს და რას ლაპარაკობს კიდევ, ვერაფერს რომ ვერ გაიგებ, ის კაცი გასაჩერებელი არაა.თუ არ გინდა წადი, რაა აქ ამდენი სალაპარაკო. უნდა ილაპარაკოს შედეგებმა.შედეგი კი მაინც ნულია.ის შედეგი რაც ნაკრებმა ბოლო 15 წელიწადში დადო დაახლოებით 30 მილიონი დაჯდა. შედეგი კი როგორც ზევით აღვნიშნეთ ნულია. იცით რატომ იმიტომ, რომ საქართველოში მწვრთნელი კი არ არის პრობლემა, პრობლემა მაღალი დონის ფეხბურთელების დეფიციტშია. ჩვენ კი ამხელა ფული ხელფასებში გავუშვით.ამ Fულის ნახევარიც რომ ბავშვთა ფეხბურთში ჩაგვედო სხვა სურათი გვექნებოდა. მოკლედ საფეხბურთო პოლიტიკაა შესაცვლელი.
gia
25 იანვარი 2016 16:00
0
ჩემი აზრით (ყოველშემთხვევაში ასე ჩანს გარედან) ცხადაძე ეწირება კალაძე, კობიაშვილი, ხეჩიკაშვილის დაუცხრომელ მადას. ყველა დეტალი ამაზე მიანიშნბს. კარგი ჩავთვალოთ რომ არასწორი კონტრაქტი აქვს და არასწორ თანხებს იღებს (რაც უბრალოდ ძალიან სასაცილოა იგივე თუნდაც აზერბაიჯანის ან სომხეთის ხელფასებტან მიმართებაში) მაგრამ ეს კონტრაქტი მას გაუფორმა ფედერაციამ თუნდაც წინამ და რა ცხადაძის ბრალია ეხლა თუ ფედერაცია სხვაგან უბერავს? კაცმა დაახლოებით 4-5 ჯერ მაღალი ხელფასი დატოვა და ამ წუწიანი (სხვა ეპითეტის ხმარება ჯერ-ჯერობით არ შეიძლება) ნაკრების მწვრთნელობა გადაწყვიტა რომ იქნებ რამე გამოადნოს. ცხადაძის ბრალეულობა ვინმემ მითხარით რა რატომ უნდა დაიკლოს ხელფასი? ვინმემ რამე დაუსახა და ვერ მიაღწია? წინასწარ რატო უნდა დაიკლოს ხელფასი? აი თუ ვერ გავიდა მე-3 ადგილზე გუნდი მერე ორი ხელით მივესალმები ხელფასის დაკლებას მაგრამ ეხლა რატო? ვინმემ მიზეზი ამიხსენით რა.
dadu
25 იანვარი 2016 15:36
0
georgians

კი ძმაკაც გეთანხმები 50 ატასი ლარი მშვენიერია და მეტიც არ უნდა მისცე, მაგრამ მედალს 2 მხარე აქვს. აი მაგალიტად შენ: მუსაობ, საქმე გაქვს აწყობილი, გაფასებევნ, პატივს გცემენ და გაძლევენ 100 ათას ლარს თვეში, წახვალ 50 ათას ლარზე სამუშაოდ????? დამიჯერე რასაც ნაკრებში აძლევენ ცხადაძეს იმაზე მეტი ჰქონდა ბაქოში, მაგრამ ცამოვიდა და დაიწყო მუშაობა და ეხლა ეუბნებიან ხელფასი უნდა გაგინახევროთო. სწორი საქციელია ეს????
tato
25 იანვარი 2016 15:33
0
ადმინ იმინა გამოიყვანე ცხადაძე მამა აბრამის ბატკანი , 50 000 ლარად არ შეიძლება ამ ქვეყანაში ცხოვრება ? სწორი არ უთხრეს, რაღაც 25 000 ლარზე წუწუნებს ორივე მხარე , იმის მაგივრად რომ ერთიანი საქმე აკეთონ ერთმანეთს ჭამენ როდისღა უნდა მორჩეს ეს ყველაფერი და ვიღაცამ საქმე აკეთოს , არც ისაა სწორი არც ეს მაგრამ ხო ჯერა თავის თავის დათანმხდეს და მერე აიღებს იმ თანხას რა პრობლემაა ერთი ვერ ვხვდები მე , კახა ჭუმბურიძემ სწორად უთხრა ეხლა ნუ აიღებ ეხლა გვიჭირს და მერე მოგცემთ რომელსაც კონტრაქტით უდასტურებენ , ისედაც ხალხს უჭირს და ამან 100 000 უნდა აიღოს, მეტიც აიღოს ოღონდ შედეგი ვნახოთ და მე თვითონ შევქმნი ფონდს რომ კახა ცხადაძეს ვალები გავუსტუმროთ...!!! აღარ შეიძლება დავიღალეთ ხალხი გაერთიანდნენ და ერთად საქმე ვაკეთოთ!!!
დავითი
25 იანვარი 2016 15:13
0
ასეთი მართვის პირობებში ვშიშობ ფეხბურთი ოდენ სტატისტიკურ ერთეულად შეგვრჩება. ცხადაძეს კი ქონია ასტრონომიული ხელფასი, მაგრამ ფედერაციას მაინც ცუდი სუნი უდის. კობიც არ მიყვეს ამ მორევს ერთ ორ წელიწადში.
რეზო
25 იანვარი 2016 14:54
0
თავიდან სანამ გასაჯაროვდებოდა ცხადაძის ფინანსური მხარეები, მეც არ ვამართლებდი კობიაშვილის პოზიციას. მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხადაძემ ჩემი პრიორიტეტი ფინანსებიაო, თან 50 ათასი ლარი ნორმალური ხელფასია(პლუს შედეგის შემთხვევაში ბონუსები).
ვინც აქ აპელირებთ ფეხბურთში არსებული არაადეკვატური ხელფასებით, გეტყვით რომ სლავენ ბილიჩს ხორვატიის ნაკრებში, ასევე სრეჩკო კატანეცს სლოვენიის ნაკრებში 20-30 ათასი ევრო ქონდათ ხელფასი, წლიური 300 ათასი ევრო.
ეხლა არავინ არ მითხრას რომ ცხადაძე ბილიჩი და კატანეცზე კვალიფიციური სპეციალისტია.
georgian
25 იანვარი 2016 14:52
0
@Zuras: ase martali komentari didi xania ar camikitxavs. sheveshvat pexburts, ar gvcodnia pexburtis tamashi da ak tsxadazde ikneba tu sxva ara akvs mnishvneloba.
Kobis - romelsac did pativs vcem ara mgonia rame gamouvides. bavshvebsac agar ainteresebt ukve pexburti... vaketot is rac shegvizlia
Gulshematkivari
25 იანვარი 2016 14:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული