რამდენს სთავაზობს ფედერაცია კახა ცხადაძეს კომპენსაციად, გაშვების შემთხვევაში

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, 15:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. ნაკრების თავკაცი სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.

ცხადაძემ, გათავისუფლების შემთხვევაში, სფფ-ის მიერ მისთვის შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა დაასახელა:

"ფედერაციის მხრიდან ბოლო შემოთავაზება იყო ასეთი: ან დათანხმდი ამ
ბონუსურ სისტემას, ან კომპენსაციის სახით გადაგიხდით 200 000 დოლარს და გაგიშვებთ ნაკრებიდან, რისი სრული უფლებაც გვაქვსო.

უფასოდ ვიმუშავე 6 თვე, ხელფასიც დავიკელი მაქსიმალურად... ვუთხარი, რომ ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მივიღებდი - საქმეში ჩემი სამწვრთნელო შტაბიც უნდა ჩართულიყო, მათთან უნდა განმეხილა ეს საკითხი...

ლევანი ამ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა, მას ტელეფონზე SMS მივწერე, რომ ჩამოვიდოდა, შევხვედრილიყავით კიდევ ერთხელ და ერთად განგვეხილა დეტალები და ვარიანტები, მაგრამ არანაირი შეხვედრა მას მერე ჩვენ შორის არ შემდგარა.

აქვე იმ სესხზეც მინდა ვთქვა, რომელიც ლევანმა გაასაჯაროვა. აპრილში ფედერაციას ვთხოვე, ჩემთვის სესხად 100 000 ლარი მოეცა, შემდეგ კი ჩემი ხელფასიდან გამოექვითა. ეს სესხი არ ყოფილა უპროცენტო.

კიდევ ერთი მინდა ვთქვა: სექტემბერში, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევენებამდე ლევანი ამბობდა, ვინც არ უნდა გახდეს ფედერაციის პრეზიდენტი, კახა ცხადაძე უნდა იყოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელიო! როცა პრეზიდენტი გახდა, მაშინაც აღნიშნავდა, რომ არანაირი პრეტენზია ჩემი და ჩემი შტაბის მუშაობასთან არ ჰქონდა და ეს ბოლო პრესკონფერენციაზეც განაცხადა.

გუშინ კი გაჟღერდა, რომ თურმე აქვთ პრეტენზია ჩემ მუშაობასა და ნაკრების შედეგებთან. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია", - განაცხადა ცხადაძემ.


ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
"პროცენტებით რომ ლაპარაკობს ცხადაძე, თქვას ზუსტად, რამდენი აქვს ხელფასი"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ძალიან ცუდი ადამიანი ყოფილხარ ცხადაძე. ფულის მონა რომ იყავი მაშინ გამოჩნდა, ახალგაზრდულ ნაკრებში 2 თვეც არ დარჩენილხარ და როგორც აზერბაიჯანიდან მეტი ფული გამოჩნდა, მიატოვე ყველაფერი და იქ გაიქეცი
კლიმენტი
26 იანვარი 2016 10:41
0
ფული ფული ფული ,საქარტველო სულ ფეხებზე კიდია.
dato
26 იანვარი 2016 09:30
0
წადი, ვერ ხვდები ასე რომ დაუპირისპირდები ყველას უნდა წახვიდე. არ გადავდგებიო რომ გაიძახი, რა აღმასკომი ვერ გაგანთავისუფლებს თუ რა. ტაქტით უნდა ითანამშრომლო ხელისუფლებასთან.
gia
26 იანვარი 2016 09:19
0
"უფასოდ ვიმუშავე 6 თვე"– ტყუილია! ცხადაძე ლაპარაკობს იმ პერიოდზე, როცა ბაქოში მუშაობდა, ხელფასს იქ იღებდა და აქ 3–ჯერ ჩამოვიდა ტურისტივით
^^*
26 იანვარი 2016 08:42
0
ნაკრები ფეხზე წამოაყენეთ ამას გთხოვთ კახას იმედი მაქვს
maxo
26 იანვარი 2016 02:33
0
რა გჩირ ტო რა ხელფასზეა ლაპარაკი უბრალოდ ხალხზე იფიქრეტ სტადიონზე რომ აგარ მოვა თუ გუნდი არ იკნება წესიერი ხელფასის ... ნაკრები წამოაყენეთ ფეხზე
maxo
26 იანვარი 2016 02:30
0
კაცის კაცებით დაიხუნძლა ხელისუფლება,
მცოდნე კადრები, ქვეყნის შენების ქვაკუთხედია,
პასუხისმგებელს მეგობრობის კუთხით უდგება,
რომ შეეკითხო, გეტყვის ბურთი სამკუთხედია.
ხ უ თ კუნჭულა
25 იანვარი 2016 21:20
0
30 000 თვეში აქვს თუ წელიწადში? ისე კობი თუ საიდუმლო არ არის, შენ რამდენი გაქვს ხელფასი?
LOLA
25 იანვარი 2016 20:23
0
აქ მტყუან-მართალს, რომ მამაზეციერიც ვერ გაარჩევს აშკარაა, ცხადია მხოლოდ ერთი რამ, ნახევარი საუკუნის წინ ევროპაში ერთერთი ორიგინალურობით და გამორჩეული ქართული ფეხბურთის უღმერთოდ ჩანაგდება, განმკითხავი კი არსაიდან ხმა არსიდ ძახილი.
a
25 იანვარი 2016 19:25
0
კონტრაქტის მიხედვით ექვსი თვის კომპენსაციის გადახდა ეკუთვნის ცხადაძეს, მაგრამ სასამართლო დავის გარეშე ეს ამბავი ვერ მოგვარდება. დასადგენი იქნება რა ოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს ფედერაციმ ცხადაძეს, რადგან კომპენსაციის თანხას უნდა გამოაკლდეს, 50 ათასი დოლარი ცხადაძის ვალი ფედერაციისადმი და 2009 წელს ცხადაძის მიერ არ გადხდილი 40 ათასი ლარი, პლიუს ამ შვიდი წლის დარიცხული თანხა.
ეს პროცესი სასამართლოში მინიმუმ წელიწად ნახევრით მაინც გაიწელება და ბოლოს ცხადაძე დაახლოებით 250 - 300 ათას ლარს აიღებს.
პანტელეიმონი
25 იანვარი 2016 18:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული