რამდენს სთავაზობს ფედერაცია კახა ცხადაძეს კომპენსაციად, გაშვების შემთხვევაში

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, 15:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. ნაკრების თავკაცი სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.

ცხადაძემ, გათავისუფლების შემთხვევაში, სფფ-ის მიერ მისთვის შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა დაასახელა:

"ფედერაციის მხრიდან ბოლო შემოთავაზება იყო ასეთი: ან დათანხმდი ამ
ბონუსურ სისტემას, ან კომპენსაციის სახით გადაგიხდით 200 000 დოლარს და გაგიშვებთ ნაკრებიდან, რისი სრული უფლებაც გვაქვსო.

უფასოდ ვიმუშავე 6 თვე, ხელფასიც დავიკელი მაქსიმალურად... ვუთხარი, რომ ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მივიღებდი - საქმეში ჩემი სამწვრთნელო შტაბიც უნდა ჩართულიყო, მათთან უნდა განმეხილა ეს საკითხი...

ლევანი ამ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა, მას ტელეფონზე SMS მივწერე, რომ ჩამოვიდოდა, შევხვედრილიყავით კიდევ ერთხელ და ერთად განგვეხილა დეტალები და ვარიანტები, მაგრამ არანაირი შეხვედრა მას მერე ჩვენ შორის არ შემდგარა.

აქვე იმ სესხზეც მინდა ვთქვა, რომელიც ლევანმა გაასაჯაროვა. აპრილში ფედერაციას ვთხოვე, ჩემთვის სესხად 100 000 ლარი მოეცა, შემდეგ კი ჩემი ხელფასიდან გამოექვითა. ეს სესხი არ ყოფილა უპროცენტო.

კიდევ ერთი მინდა ვთქვა: სექტემბერში, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევენებამდე ლევანი ამბობდა, ვინც არ უნდა გახდეს ფედერაციის პრეზიდენტი, კახა ცხადაძე უნდა იყოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელიო! როცა პრეზიდენტი გახდა, მაშინაც აღნიშნავდა, რომ არანაირი პრეტენზია ჩემი და ჩემი შტაბის მუშაობასთან არ ჰქონდა და ეს ბოლო პრესკონფერენციაზეც განაცხადა.

გუშინ კი გაჟღერდა, რომ თურმე აქვთ პრეტენზია ჩემ მუშაობასა და ნაკრების შედეგებთან. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია", - განაცხადა ცხადაძემ.


ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
"პროცენტებით რომ ლაპარაკობს ცხადაძე, თქვას ზუსტად, რამდენი აქვს ხელფასი"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ძალიან ცუდი ადამიანი ყოფილხარ ცხადაძე. ფულის მონა რომ იყავი მაშინ გამოჩნდა, ახალგაზრდულ ნაკრებში 2 თვეც არ დარჩენილხარ და როგორც აზერბაიჯანიდან მეტი ფული გამოჩნდა, მიატოვე ყველაფერი და იქ გაიქეცი
კლიმენტი
10:41 26-01-2016
0
ფული ფული ფული ,საქარტველო სულ ფეხებზე კიდია.
dato
09:30 26-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული