დიდია თუ პატარა ცხადაძის ხელფასი სხვა მწვრთნელების ანაზღაურებასთან შედარებით

AutoSharing Option
2005 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრების თავკაცებში ყველაზე ცოტა ხელფასი კახა ცხადაძეს აქვს - თვეში 40 ათასი დოლარი (წელიწადში 480 ათასი დოლარი, ან 440 ათასი ევრო) - მაგრამ, სწორედ ცხადაძის ხელფასს მოჰყვა ყველაზე დიდი აჟიოტაჟი და, როგორც ჩანს, მისი მოხსნის საბაბიც გახდება.

თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი წელიწადში, ბევრია ეს თუ ცოტა?

ქართული ფეხბურთი საერთაშორისო საფეხბურთო ინდუსტრიის ნაწილია (ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს) ამიტომ, ცალკე მწვრთნელის ხელფასის განხილვა და მისი მისადაგება მხოლოდ ქვეყნის მდგომარეობაზე, საერთაშორისო საფეხბურთო კონტენტის უგულველყოფით, ა
რასწორ, პოპულისტურ ნაბიჯად მიგვაჩნია.

ვნახოთ, რა მდგომარეობა სამწვრთნელო ხელფასებსა და ჰონორარებში დღევანდელ საფეხბურთო მსოფლიოში. დღეისათვის ყველაზე მეტ ანაზღაურებას იღებს ხოსეპ გვარდიოლა, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნში" წელიწადში 14,8 მილიონი გირვანქა აქვს (20,7 მილიონი დოლარი).

შემდეგ მოდიან არსენ ვენგერი და ლუი ვან გაალი (თუ ამ წერილის დაწერისას უკვე არ გადააყენეს). დღეისათვის მსოფლიოში 5 მწვრთნელი მაინც იღებს 10 მილიონ დოლარზე მეტს წელიწადში. ისინი ვარსკვლავები არიან და ბუნებრივია, ცხადაძეს არ ვადარებთ, მაგრამ მაინც აღვნიშნავთ, რომ გვარდიოლას ხელფასი 43-ჯერ მეტი აქვს, ვიდრე კახა ცხადაძეს.

ცხადაძე ნაკრების თავკაცია, ამიტომ სანაკრებო მწვრთნელებზე გადავერთოთ. "ფორბსმა" 2014 წლის მუნდიალზე მონაწილე 32-ვე მწვრთნელის ხელფასი გამოაქვეყნა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ჰყავდა რუსეთის ნაკრებს. იტალიელი ფაბიო კაპელო 11,2 მილიონ დოლარს იღებდა, ეს კი საშუალოდ რუსეთის მოქალაქეზე 763-ჯერ მეტი იყო მაშინ.

მეორე ადგილზე იყო ინგლისელთა თავკაცი როი ჰოჯსონი - 5,8 მილიონი დოლარი, მესამეზე - ჩეზარე პრანდელი (იტალია) - 4,3 მილიონი დოლარი. მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის, გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი მხოლოდ მე-6 ადგილზე იყო - 3,6 მილიონი დოლარით.

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ყოველთვის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელს არ მოაქვს წარმატება.

32-გუნდიან სიას რომ ჩავყვეთ, ბოლო ადგილზე ვნახავთ მექსიკელთა ნაკრების ყოფილ თავკაც მიგელ ერერას (რომელიც მერე ჟურნალისტის ცემისთვის გააგდეს). ერერას მუნდიალამდე არც ისე დიდი ხნით ადრე დაუძახეს და მის ნაკრებს თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. ყველაფერი ამისთვის კი მან ყველაზე ცოტა მიიღო - 209 ათასი დოლარი.

როგორც ხედავთ, მექსიკის ნაკრების თავკაცი ორჯერ (და მეტად) ნაკლებს იღებდა, ვიდრე ცხადაძე.

სულ კი მუნდიალის მონაწილე 32 ქვეყნიდან 7-ის მწვრთნელზე მეტია ქართველი სპეციალისტის ხელფასი: ხორხე ლუის პინტო (კოსტა რიკა, 440 ათასი დოლარი); ფოლკერ ფინკე (კამერუნი, 394 ათასი), სტეფან კეში (ნიგერია, 292 ათასი), საფეტ სუშიჩი (ბოსნია, 352 ათასი), ნიკო კოვაჩი (ხორვატია, 271 ათასი), ჯეიმს კვესი აპია (განა, 251 ათასი) და ზემოთნახსენები ერერა.

როდესაც ბოსნიელი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი იაპონელებმა 2018 წლის მუნდიალისთვის მწვრთნელად დანიშნეს, მას 2,27 მილიონი დოლარი დაუნიშნეს ხელფასად.

შევეშვათ დალხენილ იაპონიას და მეზობლებში გავიხედოთ - ხორვატ რობერტ პროსინეჩკის აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად დანიშნვნისას წელიწადში 1,5 მილიონი დოლარი დაუნიშნეს (წყარო ხორვატიულია) ხელფასად. აზერბაიჯანის ნაკრები ჩვენსას ვერ სჯობს, ქვეყანა ჩვენზე ძალიან ბევრად დალხენილიც არ არის, მაგრამ ეროვნული ნაკრების თავკაცს სამჯერ და მეტად მეტი ანაზღაურება აქვს.

ყაზახეთის ნაკრებში იური კრასნოჟანი წელიწადში 2,7 მილიონ დოლარს იღებდა. მან თანამდებობა 1 იანვარს დატოვა. სამაგიეროდ, უკრაინის ნაკრების თავკაცის, მიხაილ ფომენკოს ხელფასი ზოგიერთი გამოცემის მიხედვით, მხოლოდ 16 ათასი დოლარია.

გავიხსენოთ თემურ ქეცბაია, მას საქართველოს ნაკრებში ცხადაძეზე მეტი ხელფასი ჰქონდა, შემდეგ კი გუნდიდან წავიდა და ახლა კვიპროსის აპოელ-ის თავკაცია. კვიპროსული წყაროების ცნობით, ქეცბაიას ამჟამინდელი ანაზღაურება თვეში 42 ათასი დოლარია. ოდნავ მეტი, ვიდრე ცხადაძის.

სხვათა შორის, ცხადაძე ნაკრები ბაქოს "ინტერიდან" მოვიდა, სადაც მას დაახლოებით ისეთი ანაზღაურება ჰქონდა, როგორც ახლა საქართველოში აქვს.

დაბოლოს, ერთი საკითხიც - ევროპულ ქვეყნებში საფეხბურთო ჩინოვნიკებს მწვრთნელების გაშვება ძვირ სიამოვნებად უჯდებათ. წარმოიდგინეთ, რომ მათ იცავს კონტრაქტი და ხშირ შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული სრული თანხის დაფარვა უწევთ, ამას კი ახალი მწვრთნელისთვის მისაცემი ანაზღაურება ემატება.

აქ კი? დღეს ისე ჩანს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, ცხადაძეს მაქსიმუმ ზაფხულამდე შეეძლება ხელფასის აღება. ნუთუ, ჩვენთან მწვრთნელებს კონტრაქტი არ იცავს?
მკითხველის კომენტარები / 67 /
ცხადაძე არის ავანტიურისტი მწვრთნელი, ასევე ჭარბად ემოციური, ვერანაირ წარმატებას ის ვერ მიაღწევდა ნაკრებში, მარტო ის ეყოფა მაგას თავის შვილს რომ ათამაშებდა - რომელიც ნამდვილად არაკვალიფიცირებული იყო ნაკრებისთვის. შოტლანდიასთან ერთი მოგება ვერ გადაფარავს შემდგომ სამარცხვინო წაგებებს..მარტო ესტონეთთან კმარა -წაგება წაგებით მაგრამ ყოვლად უსუსური თამაში. ჩხადაძეს შევადარებდი დღევანდელ უქნარა მინისტრებს და მათ მოადგილეებს , რომლებიც მცონარობაში იმხელა დანამატებს იღებენ. შესარჩევში მოხვხვდით უსუსტეს ჯგუფში და ღმერთმა ინებოს ერთი ნორმალური მწვრთნელის ყოლა
zura
27 იანვარი 2016 11:47
0
"realoba"-ს. ხელშეკრულება რაც არის კარგად ვიცი. იურისტი ვარ და საერთაშორის ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობ. ხელშეკრულების გაუქმება რომ შეუძლია ფედერაციას გასაგებია. სწორედ მაგიტომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს მეორე მხარეს, რადგან ცალმხრივად, შეთანხმების გარეშე წყვეტს თანამშრომლობას. კობიაშვილის ფეხბურტელობის დონე კავშირში არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის დონესთან. ანუ, სტადიონის ბალახიდან პირდაპირ ფედერაციის ხელმძღვანელის სავარძელში გადაჯდომა არ მიმაჩნია მართებულად. გარკვეული ადმინისტრაციული გამოცდილება უნდა ქონდეს. ზეპ ბლატერი, ჟოაო აველანჟი, სტენლი როუზი და სხვები(არც ცნობილი ჟიულ რიმე) ყოფილან კარგი ფეხბურთელები, მაგრამ იყვნენ საუკეთესო მენეჯერები. ჰოდა, კობიაშვილს ჯერ რაღაც ეკეთებინა, მიერო გამოცდილება, ესწავლა მართვა და შემდეგ გამოეტქვა პრეტენზია სფფ-ს პრეზიდენტობაზე. ხომ ხედავთ, აღმასკომიც არ დაეტანხმა და ისევ ცხადაძესთან მოლაპარაკება ურჩია და ნაცქარები ნაბიჯი დაუწუნა. უკვე საჯაროდ გაცხადებულ ხადაძის გაშვებას ვეღარ ცვლის(ენამ გაუსწრო). რჩება სიტუაციის შელამაზების შანსი და კომპენსაციეზე შეთანხმება. ცხადაძის ადგილზე ცივილიზებული ადამიანი არაფერს დათმობდა და ბოლომდე გაიტანდა თავის სიმარტლეს. თუმცა, კახაში სესაძლოა ისევ "ქართველობამ" იმძლავროს და დათმოს.
თენგო
26 იანვარი 2016 17:29
0
ვისაც ცხადაძე არ უნდა ფეხბურთს არ უყუროს გამორთოს ტელევიზორი და გააკეთოს და ითვალოს ფულები
zviadi
26 იანვარი 2016 17:24
0
თენგო, საკლუბო კონტრაქტი ერთ გვერდიანი და რამოდენიმე სიტყვიანი არაა!
იქ არის გარკვეული მუხლები, რომლის საფუძველზეც კონტრაქტი და ტრენერთან კლუბის (თუ ნაკრების) ურთიერთობა შეიძლება რომ ვადამდე ჩაიშალოს. ანუ კონტრაქტი არ დასრულდეს!
realoba
26 იანვარი 2016 16:32
0
თუ ცივილიზებულ და ისეტ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც კანონს ძალა აქვს, ცხადაძე 100%-ით მართალია.
რა შუაშია, ვის, სად რამდენი ხელფასი აქვს. მდიდარია, თუ ღარიბი სახელმწიფო. გაფორმდა ხელშეკრულება, ანუ ორივე მხარის ინტერესი გატვალისწინებული იყო, შეთანხმდენენ, ხელი მოაწერეს. მორცა და გათავდა. კეთილი ინებონ და ხელშეკრულების პირობები შეასრულონ. 40მ 000 დოლარი ვირაცისთვის ბევრია, ვიღაცისთვის ცოტა. კახაა ცხადაძისტვის არის ხელფასი და ისუნდა მიიღოს. სხვა შემთხვევაში ეკუთვნის კომპენსაცია. ეს არის კანონით და მე არ მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც კანონს არაფრად აგდებენ. რაც უკვე მოხდა, არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. ანუ, ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდია და იქ ჩაწერილ სიტყვებს და ციფრებს მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ძლიერ მხარეს(ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს) სურს.
თენგო
26 იანვარი 2016 15:15
0
ამ დღეებში ჭყონიამ მოუწოდა ქართველ ემიგრანეტბს, დაბრუნდით საქართველოში და მიხედეთ სამშობლოსო, მარტო სუხიშვილების კონცერტზე რომ ბღავით-ტირიხართო. და ამის მერე რომელი გამოჩენილი ქართველი იმუშავებს საქართველოში, 6 თვე ხალიავაზე ამუშავეს კაცი და ეუბბნე´ვეიან, უხოდიტე ვონ. რა სტიმული აქვთ ამის მერე ფეხბურთელებს ან სხვა კარგ მწვრთნელებს? დღეს ცხადაძეა, ხვლა სხვა იქნება.
ბურდღუნა
26 იანვარი 2016 14:16
0
ლევან ფეხბურთის ბალეშიკები შენს გვერდით ვდგეართ!! ნუ უსმენ ბოღმა ხალხს ვინც ყელაფერში პოლიტიკა ხედავს!
lelo
26 იანვარი 2016 14:14
0
კახა ცხადაძე არ არის სწორი სათქმელი თავიდანვე ეთქვა ძლივს რომ ვათქმევიეთ ამ ბლეყვე .ფულის შოვა თუ უნდოდა ეშოვა აზერ-ში არველაძეების მხარე არის ნაც-ბოზების მხარე და სიჭინავამ მისცეს ის რაც დაპირდა რა ცოტა წაიღო მაგენმა და რომ არ ლაპარაკობთ ქეცბაიამ და რა ქნეს? დააქციეს ქართული ფეხბურთი თვითონ კი გამდდიდრდნენ. ეხლა 40 ათასი დოლარის ანუ 100000 ლარის გადახდა არ შეიძლება დაიმსახუროს და წავახალისოდ. გაიყვანოს გუნდი ფინალში და მივცეთ.გაიხსენეთ რა ქნეს ხორვატებმა დაქცეულ ქვეყანაში უკან დააბრუნეს ფული და გაჭირვებულებს დაეხმარნენ.ეს კიდევ 10 თვეში მილიონერი ხდება ტირის და არავის ეხმარება და თანაც არ ამბობს 1წწ-ში მილიონერი რომ ხდება.ამიტომ მლიქვნელია-გავათავისუფლოთ და ახალი გვინდა.ვონ.
ქუთაისელი
26 იანვარი 2016 13:51
0
''დიდია თუ პატარა ცხადაძის ხელფასი'' ისე ვსვათ საკითხს, თითქოს ცხადაძე, საქართველოს ერთი ოკუპანტივით შემოიჭრა ფედერაციაში, დაიკავა ფედერაცია, თავის თავი აღიარა ნაკრების მთავარ მწვრთნელად და დაინიშნა თვეში 120 ათასი ლარი. ან არჩევნები გააყალბა და მიითვისა მთავარი მწვრთნელობა. მგონი ასე არ ყოფილა. მოიწვიეს და სთხოვეს ემუშავა ფედერაციაში შეუთანხმდნენ ხელFასზე და რაკი წინა მწვრთნელი თვითონ გაუშვეს დაკომპესაცია გადაუხადეს ახალ მოწვეული კაცი 6 თვე უხელფასოდაც ამუშავეს. ეხლა ვდგევართ და ათასჯერ ვიმეორებთ ეს რამხელა ხელფასია და რამხელა ხელფასია. ისე კაცი, რომ 10 წელზე მეტი ევროპაში, თანაც გერმანიაში გაატერებ, ბევრი თუ არა დადებული ხელშეკრულების პატივისცემა მაინც უნდა ისწავლო, თორემ ჩვენ კანონისა და ხელშეკრულებების უპატივცემობლით გჭირს რაც გჭირს. ეს უკანასკნელი კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან კარგად ავითვისეთ.
gizog
26 იანვარი 2016 13:37
0
აზერბაიჯანის ნაკრები ჩვენსას ვერ სჯობს, ქვეყანა ჩვენზე ძალიან ბევრად დალხენილიც არ არის-ოო:)) ავტორს ვეკითხები,მართლა ასე ფიქრობს რომ აზერბაიჯანი ჩვენზე ბევრად დალხენილი მაინცდამაინც არაა????მართლა ასე ფიქრობთ???მიუხედავად ამჟამინდელი კრიზისისა რაც ბაქოშია,ჩვენთან შედარებით დალხენილი კი არა,1000-100 შეფარდებითაა თუ ციფრებში გადავიყვანთ.1000 ბაქო და 100 თბილისი.
11
26 იანვარი 2016 13:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული