დიდია თუ პატარა ცხადაძის ხელფასი სხვა მწვრთნელების ანაზღაურებასთან შედარებით

AutoSharing Option
2005 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრების თავკაცებში ყველაზე ცოტა ხელფასი კახა ცხადაძეს აქვს - თვეში 40 ათასი დოლარი (წელიწადში 480 ათასი დოლარი, ან 440 ათასი ევრო) - მაგრამ, სწორედ ცხადაძის ხელფასს მოჰყვა ყველაზე დიდი აჟიოტაჟი და, როგორც ჩანს, მისი მოხსნის საბაბიც გახდება.

თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი წელიწადში, ბევრია ეს თუ ცოტა?

ქართული ფეხბურთი საერთაშორისო საფეხბურთო ინდუსტრიის ნაწილია (ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს) ამიტომ, ცალკე მწვრთნელის ხელფასის განხილვა და მისი მისადაგება მხოლოდ ქვეყნის მდგომარეობაზე, საერთაშორისო საფეხბურთო კონტენტის უგულველყოფით, ა
რასწორ, პოპულისტურ ნაბიჯად მიგვაჩნია.

ვნახოთ, რა მდგომარეობა სამწვრთნელო ხელფასებსა და ჰონორარებში დღევანდელ საფეხბურთო მსოფლიოში. დღეისათვის ყველაზე მეტ ანაზღაურებას იღებს ხოსეპ გვარდიოლა, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნში" წელიწადში 14,8 მილიონი გირვანქა აქვს (20,7 მილიონი დოლარი).

შემდეგ მოდიან არსენ ვენგერი და ლუი ვან გაალი (თუ ამ წერილის დაწერისას უკვე არ გადააყენეს). დღეისათვის მსოფლიოში 5 მწვრთნელი მაინც იღებს 10 მილიონ დოლარზე მეტს წელიწადში. ისინი ვარსკვლავები არიან და ბუნებრივია, ცხადაძეს არ ვადარებთ, მაგრამ მაინც აღვნიშნავთ, რომ გვარდიოლას ხელფასი 43-ჯერ მეტი აქვს, ვიდრე კახა ცხადაძეს.

ცხადაძე ნაკრების თავკაცია, ამიტომ სანაკრებო მწვრთნელებზე გადავერთოთ. "ფორბსმა" 2014 წლის მუნდიალზე მონაწილე 32-ვე მწვრთნელის ხელფასი გამოაქვეყნა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ჰყავდა რუსეთის ნაკრებს. იტალიელი ფაბიო კაპელო 11,2 მილიონ დოლარს იღებდა, ეს კი საშუალოდ რუსეთის მოქალაქეზე 763-ჯერ მეტი იყო მაშინ.

მეორე ადგილზე იყო ინგლისელთა თავკაცი როი ჰოჯსონი - 5,8 მილიონი დოლარი, მესამეზე - ჩეზარე პრანდელი (იტალია) - 4,3 მილიონი დოლარი. მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის, გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი მხოლოდ მე-6 ადგილზე იყო - 3,6 მილიონი დოლარით.

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ყოველთვის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელს არ მოაქვს წარმატება.

32-გუნდიან სიას რომ ჩავყვეთ, ბოლო ადგილზე ვნახავთ მექსიკელთა ნაკრების ყოფილ თავკაც მიგელ ერერას (რომელიც მერე ჟურნალისტის ცემისთვის გააგდეს). ერერას მუნდიალამდე არც ისე დიდი ხნით ადრე დაუძახეს და მის ნაკრებს თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. ყველაფერი ამისთვის კი მან ყველაზე ცოტა მიიღო - 209 ათასი დოლარი.

როგორც ხედავთ, მექსიკის ნაკრების თავკაცი ორჯერ (და მეტად) ნაკლებს იღებდა, ვიდრე ცხადაძე.

სულ კი მუნდიალის მონაწილე 32 ქვეყნიდან 7-ის მწვრთნელზე მეტია ქართველი სპეციალისტის ხელფასი: ხორხე ლუის პინტო (კოსტა რიკა, 440 ათასი დოლარი); ფოლკერ ფინკე (კამერუნი, 394 ათასი), სტეფან კეში (ნიგერია, 292 ათასი), საფეტ სუშიჩი (ბოსნია, 352 ათასი), ნიკო კოვაჩი (ხორვატია, 271 ათასი), ჯეიმს კვესი აპია (განა, 251 ათასი) და ზემოთნახსენები ერერა.

როდესაც ბოსნიელი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი იაპონელებმა 2018 წლის მუნდიალისთვის მწვრთნელად დანიშნეს, მას 2,27 მილიონი დოლარი დაუნიშნეს ხელფასად.

შევეშვათ დალხენილ იაპონიას და მეზობლებში გავიხედოთ - ხორვატ რობერტ პროსინეჩკის აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად დანიშნვნისას წელიწადში 1,5 მილიონი დოლარი დაუნიშნეს (წყარო ხორვატიულია) ხელფასად. აზერბაიჯანის ნაკრები ჩვენსას ვერ სჯობს, ქვეყანა ჩვენზე ძალიან ბევრად დალხენილიც არ არის, მაგრამ ეროვნული ნაკრების თავკაცს სამჯერ და მეტად მეტი ანაზღაურება აქვს.

ყაზახეთის ნაკრებში იური კრასნოჟანი წელიწადში 2,7 მილიონ დოლარს იღებდა. მან თანამდებობა 1 იანვარს დატოვა. სამაგიეროდ, უკრაინის ნაკრების თავკაცის, მიხაილ ფომენკოს ხელფასი ზოგიერთი გამოცემის მიხედვით, მხოლოდ 16 ათასი დოლარია.

გავიხსენოთ თემურ ქეცბაია, მას საქართველოს ნაკრებში ცხადაძეზე მეტი ხელფასი ჰქონდა, შემდეგ კი გუნდიდან წავიდა და ახლა კვიპროსის აპოელ-ის თავკაცია. კვიპროსული წყაროების ცნობით, ქეცბაიას ამჟამინდელი ანაზღაურება თვეში 42 ათასი დოლარია. ოდნავ მეტი, ვიდრე ცხადაძის.

სხვათა შორის, ცხადაძე ნაკრები ბაქოს "ინტერიდან" მოვიდა, სადაც მას დაახლოებით ისეთი ანაზღაურება ჰქონდა, როგორც ახლა საქართველოში აქვს.

დაბოლოს, ერთი საკითხიც - ევროპულ ქვეყნებში საფეხბურთო ჩინოვნიკებს მწვრთნელების გაშვება ძვირ სიამოვნებად უჯდებათ. წარმოიდგინეთ, რომ მათ იცავს კონტრაქტი და ხშირ შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული სრული თანხის დაფარვა უწევთ, ამას კი ახალი მწვრთნელისთვის მისაცემი ანაზღაურება ემატება.

აქ კი? დღეს ისე ჩანს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, ცხადაძეს მაქსიმუმ ზაფხულამდე შეეძლება ხელფასის აღება. ნუთუ, ჩვენთან მწვრთნელებს კონტრაქტი არ იცავს?
მკითხველის კომენტარები / 67 /
ფოლკერ ფინკეს კამერუნის ნაკრებში აქვს ცხადაძეზე ნაკლები ხელფასი. იქნებ ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტს ლეგიტიმური შეკითხვები გაჩენოდა ისე მოჩვენებითი ობიექტურობისთვის თორემ 125 ადგილზე მყოფ ნაკრებს ათეულის ნაკრებების მწვრთნელებს რომ ადარებს ცოტა უხერხულია!
გიო
26 იანვარი 2016 11:23
0
Uფროსი ნოდარ ახალკაცის Xელფასი და შედეგები დავწეროთ.
მთავრობის მეთაურს+მინისტრთა კაბინეტი= ცხადაძეს
Izi
26 იანვარი 2016 11:20
0
თქვენ დოლარში რატომ მითვლით ხელფასს??? ლარში მისი ხელფასი ხელზე წელიწადში 1.2 მილიონი ლარია. წინა მწვრთნელებსაც 2.5 კურსში დაუთვალეთ აბა და რა სხვაობას მიიღებთ. მანიპულირებთ კურსის მეშვეობით და გგონიათ ჩვენ დებილები ვართ?!
გიო
26 იანვარი 2016 11:17
0
რა შედარებებია? ვის ადარებთ ცხადაძეს? რა დიდი მწვრთნელი ეგ არის ან ვინ იცნობს საფეხბურთო სამყაროში? ეს ძალიან დიდი თანხაა 20000 ათასიც ეყოფა, კობიაშვილი მართალია. ჯერ შედეგები დადოს და მერე მოითხოვოს მაღალი ხელფასი.
kaxi
26 იანვარი 2016 10:55
0
რატომღაც საქართველოში არავინ პატივს არ სცემს არც ხელშეკრულებას და არც უკვე დადებულ გარიგებას. თუ ხელშეკრულება არასწორედ იყო გაფორმებული სიჭინავას მიაკითხონ და თუ ყველაფერი წესრიგშია მაშინ რა უფლება აქვს ვინმეს კონტრაქტის ამოწურვამდე რაიმე მოსთხოვოს ცხადაძეს. შეეძლოთ უბრალოდ ეთხოვათ პირობების გადახედვა და თუ შეთანხმდებოდნენ შეიცვლებოდა კონტრაქტი თუ არადა იგივე უნდა დარჩენილიყო.
რა გამოდის უცებ რომ კობიაშვილი (დავუშვათ) შეიცვალოს და ახალ პრეზიდენტს მწვრთელის კონტრაქტი არ მოეწონოს ისევ უნდა შეცვალოს?
felisio
26 იანვარი 2016 10:46
0
აბსოლუტურად არაფრის მომცემი და მიკერძოებული სტატიაა, საოცარი შედარებებით :) "რა ვქნა ძმაო, შემიკვეთეს" ამბავია აქ :)) პაზორ!
jorj
26 იანვარი 2016 10:39
0
ukve meramdene mikerdzoebuli statia... Revaz esec ert-erti matgania mgoni ( magdas vgulisxmob ) jurnalistia da savaraudod imati "bandis"
lasha_king
26 იანვარი 2016 10:39
0
Revaz-ს. "ბრავო" ძმაო. მამაშენს კიდევ ყავს შენისთანა ჭკვიანი? რა ჟურნალისტები, რის არველაძეები... ბოდიში მაგრამ, ...!!!!
მაგდა
26 იანვარი 2016 10:35
0
საღოლ რევაზ. 100%
noe
26 იანვარი 2016 10:29
0
ხალხო იმ ნაკრებსჰი იტამასჰაო რო ტერტ ვაფსე და ამ ტავრობამ გაამარტლა რუსეტი სპორტი სხვა პოლიტიკა სხვა
nika
26 იანვარი 2016 10:28
0

სიახლეები პოპულარული