დიდია თუ პატარა ცხადაძის ხელფასი სხვა მწვრთნელების ანაზღაურებასთან შედარებით

AutoSharing Option
2005 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრების თავკაცებში ყველაზე ცოტა ხელფასი კახა ცხადაძეს აქვს - თვეში 40 ათასი დოლარი (წელიწადში 480 ათასი დოლარი, ან 440 ათასი ევრო) - მაგრამ, სწორედ ცხადაძის ხელფასს მოჰყვა ყველაზე დიდი აჟიოტაჟი და, როგორც ჩანს, მისი მოხსნის საბაბიც გახდება.

თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი წელიწადში, ბევრია ეს თუ ცოტა?

ქართული ფეხბურთი საერთაშორისო საფეხბურთო ინდუსტრიის ნაწილია (ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს) ამიტომ, ცალკე მწვრთნელის ხელფასის განხილვა და მისი მისადაგება მხოლოდ ქვეყნის მდგომარეობაზე, საერთაშორისო საფეხბურთო კონტენტის უგულველყოფით, ა
რასწორ, პოპულისტურ ნაბიჯად მიგვაჩნია.

ვნახოთ, რა მდგომარეობა სამწვრთნელო ხელფასებსა და ჰონორარებში დღევანდელ საფეხბურთო მსოფლიოში. დღეისათვის ყველაზე მეტ ანაზღაურებას იღებს ხოსეპ გვარდიოლა, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნში" წელიწადში 14,8 მილიონი გირვანქა აქვს (20,7 მილიონი დოლარი).

შემდეგ მოდიან არსენ ვენგერი და ლუი ვან გაალი (თუ ამ წერილის დაწერისას უკვე არ გადააყენეს). დღეისათვის მსოფლიოში 5 მწვრთნელი მაინც იღებს 10 მილიონ დოლარზე მეტს წელიწადში. ისინი ვარსკვლავები არიან და ბუნებრივია, ცხადაძეს არ ვადარებთ, მაგრამ მაინც აღვნიშნავთ, რომ გვარდიოლას ხელფასი 43-ჯერ მეტი აქვს, ვიდრე კახა ცხადაძეს.

ცხადაძე ნაკრების თავკაცია, ამიტომ სანაკრებო მწვრთნელებზე გადავერთოთ. "ფორბსმა" 2014 წლის მუნდიალზე მონაწილე 32-ვე მწვრთნელის ხელფასი გამოაქვეყნა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ჰყავდა რუსეთის ნაკრებს. იტალიელი ფაბიო კაპელო 11,2 მილიონ დოლარს იღებდა, ეს კი საშუალოდ რუსეთის მოქალაქეზე 763-ჯერ მეტი იყო მაშინ.

მეორე ადგილზე იყო ინგლისელთა თავკაცი როი ჰოჯსონი - 5,8 მილიონი დოლარი, მესამეზე - ჩეზარე პრანდელი (იტალია) - 4,3 მილიონი დოლარი. მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის, გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი მხოლოდ მე-6 ადგილზე იყო - 3,6 მილიონი დოლარით.

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ყოველთვის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელს არ მოაქვს წარმატება.

32-გუნდიან სიას რომ ჩავყვეთ, ბოლო ადგილზე ვნახავთ მექსიკელთა ნაკრების ყოფილ თავკაც მიგელ ერერას (რომელიც მერე ჟურნალისტის ცემისთვის გააგდეს). ერერას მუნდიალამდე არც ისე დიდი ხნით ადრე დაუძახეს და მის ნაკრებს თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. ყველაფერი ამისთვის კი მან ყველაზე ცოტა მიიღო - 209 ათასი დოლარი.

როგორც ხედავთ, მექსიკის ნაკრების თავკაცი ორჯერ (და მეტად) ნაკლებს იღებდა, ვიდრე ცხადაძე.

სულ კი მუნდიალის მონაწილე 32 ქვეყნიდან 7-ის მწვრთნელზე მეტია ქართველი სპეციალისტის ხელფასი: ხორხე ლუის პინტო (კოსტა რიკა, 440 ათასი დოლარი); ფოლკერ ფინკე (კამერუნი, 394 ათასი), სტეფან კეში (ნიგერია, 292 ათასი), საფეტ სუშიჩი (ბოსნია, 352 ათასი), ნიკო კოვაჩი (ხორვატია, 271 ათასი), ჯეიმს კვესი აპია (განა, 251 ათასი) და ზემოთნახსენები ერერა.

როდესაც ბოსნიელი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი იაპონელებმა 2018 წლის მუნდიალისთვის მწვრთნელად დანიშნეს, მას 2,27 მილიონი დოლარი დაუნიშნეს ხელფასად.

შევეშვათ დალხენილ იაპონიას და მეზობლებში გავიხედოთ - ხორვატ რობერტ პროსინეჩკის აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად დანიშნვნისას წელიწადში 1,5 მილიონი დოლარი დაუნიშნეს (წყარო ხორვატიულია) ხელფასად. აზერბაიჯანის ნაკრები ჩვენსას ვერ სჯობს, ქვეყანა ჩვენზე ძალიან ბევრად დალხენილიც არ არის, მაგრამ ეროვნული ნაკრების თავკაცს სამჯერ და მეტად მეტი ანაზღაურება აქვს.

ყაზახეთის ნაკრებში იური კრასნოჟანი წელიწადში 2,7 მილიონ დოლარს იღებდა. მან თანამდებობა 1 იანვარს დატოვა. სამაგიეროდ, უკრაინის ნაკრების თავკაცის, მიხაილ ფომენკოს ხელფასი ზოგიერთი გამოცემის მიხედვით, მხოლოდ 16 ათასი დოლარია.

გავიხსენოთ თემურ ქეცბაია, მას საქართველოს ნაკრებში ცხადაძეზე მეტი ხელფასი ჰქონდა, შემდეგ კი გუნდიდან წავიდა და ახლა კვიპროსის აპოელ-ის თავკაცია. კვიპროსული წყაროების ცნობით, ქეცბაიას ამჟამინდელი ანაზღაურება თვეში 42 ათასი დოლარია. ოდნავ მეტი, ვიდრე ცხადაძის.

სხვათა შორის, ცხადაძე ნაკრები ბაქოს "ინტერიდან" მოვიდა, სადაც მას დაახლოებით ისეთი ანაზღაურება ჰქონდა, როგორც ახლა საქართველოში აქვს.

დაბოლოს, ერთი საკითხიც - ევროპულ ქვეყნებში საფეხბურთო ჩინოვნიკებს მწვრთნელების გაშვება ძვირ სიამოვნებად უჯდებათ. წარმოიდგინეთ, რომ მათ იცავს კონტრაქტი და ხშირ შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული სრული თანხის დაფარვა უწევთ, ამას კი ახალი მწვრთნელისთვის მისაცემი ანაზღაურება ემატება.

აქ კი? დღეს ისე ჩანს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, ცხადაძეს მაქსიმუმ ზაფხულამდე შეეძლება ხელფასის აღება. ნუთუ, ჩვენთან მწვრთნელებს კონტრაქტი არ იცავს?
მკითხველის კომენტარები / 67 /
უკვე ეს მეტისმეტია რამხელა ხელფასებია არარის საჭირო ამათი რჩენა. ხალხმა ხმა უნდა აიმაღლოს. ფულს ვუხდით და თან მის შვილს ათამაშებს აზრზე არაა ფეხბურთის.. ნუ არცერთი. ნამდვილი ეროვნებით გმირი გვინდა ნაკრებში. ხელფასი გაიცეს მხოლოდ შედეგის მიღწევით.. ესარის ჩვენი გულშმატკივრის ლოზუნგი. რაც ამან ხელფასი წაიღო იმ თანხით ერთ პატარა სტადიონს მაინც გავაკეთებდით, სადაც მომავალი თაობა გაიზრდება. გიბრალტარს ბატონო კახა უთქვენოდაც დავამარცხებთ. კობი შენი გვჯერა მხოლოდ... იმედია გაგვიმართლებ მოლოდინს.. და ისტორიაში შეხვალ არამარტო მოედანზე საკუთარი თამაშით...
ნამდვილი გულშემატკივარი
25 იანვარი 2016 20:03
0
მე თუ მკითხავთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელს არ უნდა ჰქონდეს 5000 ლარზე მეტი თვეში. აქედან უნდა დაიწყონ და სწორედაც თუკი იქნება წინსვლა ეტაპობირივად უნდა მოხდეს შემდეგში წახალისება ხელფასის ზრდით. დღეს საქართველოში,ქვეყანაში სადაც ლუკმა პურის ფული არ აქვთ ხალხს,ამხელი თანხის გადახდა რამდენსაც ნაკრების მწვრთნელებს უხდიდნენ და უხდიან ახლაც უტვინობა და უნამუსობაა,მეი არაფერი.
oto777
25 იანვარი 2016 20:01
0
ხელფასებში შედარებებს ვაკეთებთ ასეული მილიონი დოლარების ბიუჯეტის მქონე საფეხბურთო კლუბებთან და ფედერაციებთან((((კაპელოს ხელფასს აბრამოვიჩი აძლევდა და როცა აბრამოვიჩმა უარი განაცხადა,რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ კაპელო გაუშვა და სლუცკი დანიშნეს.არც რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას არ გაჩნია საშუალება,რომ ნაკრების მწვრთნელს მილიონები გადაუხადოს
Zaza
25 იანვარი 2016 20:00
0
აზერბაიჯანი ჩვენზე დიდად დალხენილად არ ითვლება?თითქმის 5ჯერ მეტია ბიუჯეტი,ხოლო თუ გავითვალისწინებთ ,,შავ,,ფულს,საერთოდ ...(((
Zaza
25 იანვარი 2016 19:59
0
კარგით რა რა მისაღებია ფასია, 15-20 ათას ლარზე მეტი არ უნდა ჰქონდეთ, როცა ნაკრები ასეულშიც კი არ შედიც, 150 ლარია ქვეყანაში ადამიანის საარსებო მინიმუმი, რამდენი მილიონი ღატაკი ცხოვრობს ქვეყანაში. მაგას მიაქციეთ ყურადღება და ისე შეადარეთ სხვადასხვა ქვეყნის მწვრთნელებს. მილიონები წაიღეს და შედეგი არაფერი. მართალია სპორტის სამინისტრო არ უნდა გადაიხადოს მაგდენი თანხა. ცხადაძე კიდე ფულის ხამი ყოფილა რა ჩემცირება კაია მარა 30 ათასი დოლარს მიიღებდა თვეში ასეთი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი სირცხვილია. სანამ წინას რამდენი ჰქონდა რა გააკეთა მაგათ შედარებას თავს არ დავანებებთ არაფერი გვეშველება არც ფეხბურთში და საერთოდ არაფერში.
რომეო
25 იანვარი 2016 19:53
0
Ocnebebi sruldeba :-) fui 41 erts...
simartle
25 იანვარი 2016 19:48
0
Kargit Ra AR grcxveniat vis adarebt Ra mixcevebi aqvs cxadadzes cotaga aklia gvardiolamde da danarchenebamdec. Kobiashvils rac sheexeba ivanishvilis da misi tojinebisgan RAs moelit ? Me kargs arapers....
dato
25 იანვარი 2016 19:46
0
ჩივაძის და ყიფიანის ხელფასი 1 500 ლარზე მეტი არასდროს არ ყოფილა. გაიხსენეთ მათი შედეგები. გერმანიასთან, ინგლისთან და იტალიასთან წაგება არ აპატიეს. მაშინ დაიღუპა საქართველოს ფეხბურთი... აფსუს.
tngh
25 იანვარი 2016 19:38
0
ხორვატებს თამაშით თუ ვერ ვბაძავთ, პატრიოტობაში მაინც მივბაძოთ.
ამონა
25 იანვარი 2016 19:37
0
აწი ამათი ერთად მუშაობა შეუძლებელია. გარეთ ეს თემა პირველად ცხადაძემ გამოიტანა და თუ დარჩენა უნდოდა, არ უნდა შესულიყო დაპირისპირებაში.
1
25 იანვარი 2016 19:36
0

სიახლეები პოპულარული