იურაი იარაბეკი: ჩემი წინამორბედი საქართველოს ნაკრებში ინიშნება

AutoSharing Option
სლოვაკური Trnava voice-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალი თავკაცი ჰყავს, 53 წლის იურაი იარაბეკი, რომელიც აგვისტომდე ტრნავის "სპარტაკს" თავკაცობდა.

ის "დინამოში" გია გეგუჩაძეს შეცვლის, რაც, თითქოს, მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს ერთი შეხედვით.

აი, რას წერს სლოვაკური წყარო: "იარაბეკი შეუთანხმდა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "დინამოს". კონტრაქტი ერთწლიანია. ის "დინამოში" შეცვლის გია გეგუჩაძეს, რომელიც საქართველოს ნაკრებში მიდის".

მოკლედ, სლოვაკები პირდაპირ წერენ, რომ გია გეგუჩაძე საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს და ეს თუ მოხდა, მაშინ გაურკვეველია, რატომ ატყდა ხმაური ცხადაძის ხელფასზე, რადგან იარაბეკის კონტრაქტიდან ირკვევა, რომ
მას კარგა ხანია, შეეხმიანნენ "დინამოდან".

ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ ნაკრების თავკაცის ხელფასთან დაკავშირებული სკანდალი ატყდებოდა. ეს კი ეჭვს აჩენს, რომ ცხადაძის ხელფასი უბრალო საბაბი იყო.

"ახალი წლის მერე თბილისში ჩავედი. ვნახე ყველაფერი და მალევე დავთანხმდი პირობებს. თბილისის "დინამო" დიდი გუნდია, მან 1980/81 წლების სეზონში ევროპის თასების თასი მოიპოვა.

რომ იცოდეთ, ფეხბურთის თვალსაზრისით, საქართველო ჩვენზე წინაა. კლუბს დიდი ფინანსური პოტენციალი აქვს. "დინამოში" მხოლოდ ერთი ლეგიონერია.

ასეთი პირობები, როგორიც "დინამოშია", ჩვენთან არ არის. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშაობას.

ჩემი წინამორბედი ეროვნულ ნაკრებში გადავიდა. ამიტომ მის შემცვლელს ეძებდნენ. კონტრაქტი შემომთავაზა "ზესტაფონის" ყოფილმა მენეჯერმა, რომელიც ახლა "დინამოშია", - განაცხადა იარაბეკმა და ალბათ, ამ მენეჯერში ის "დინამოს" დირექტორ მიხეილ ხუციშვილს გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები / 68 /
რატო არ დევს ჩემი კომენტარი??????????????? აქაც ჩაწყობააა???????????? ვისი წაქეზებით მოაწყო პრესკონფერენცია ცხდაძემ ხო არ იცით??? თანაც დაელოდა რომ ლევანი წასულიყო საზღვარგარეთ ხო???? აბა ტქვენ მოაწყეთ პრესკონფერენცია როცა ტქვენი უშუალო უფროსი არ იქნება საქართველოში და როცა ჩამოვა და გაიგებს რას იზამს მომწერეთ რა!!!!!!!!!! უზრდელია ტქვენი ცხადაძე, ელემენტარულ სუბორდინაციასაც კი არ იცავს...... არადა არაფერი გაუკეტებია ისეთი სასწაული რაც მწვრთნელია რომ მაგის გამო მაინც აღარაფერი თქვას კაცმა
;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
26 იანვარი 2016 11:44
0
ნუთუ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავკაცი თვეში 120 000 ლარად უღირს? ღატომ არ დგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი ვინ ამ "მაღალ სპეციალისტს" ასეთი მაღალი ხელფასი გაუფორმა? რატომ არ ექცევა იმას ყურადღება ამ მაღალის ნათქვამს ან მინიშნებას, რომ ეს ხელფასი მთლიანად მას არ ეკუთვნის, ანუ მე მარტო ვერ გადავწყვიტავ ხელფასის საკითხსო?! ნუთუ არ ებადებადთ კითხვა რატომ? რატომ აგებს 120 000 ლარიანი თვეში ესტონეთთან უშანსოდ 3:0 -ს? მოკლედ მართლა კარგით რა, ნამდვილად აშკარაა რომ ფედერაციას ხელშეკრულების გაწყვეტა უნდოდა და რა არის ამაში დასაძრახი? ერთი მაგრამ არის უნდა დადგომილიყო ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობის საკითხი და არა ამ მაღალი სპეციალისტის შედეგიბის!! ჩემი აზრით ქართული ფეხბურთი არ ღირს ამდენ ფულად! ეს არის კრაზანების ბუდე, რომლებიც სხვის ნაოფლარ თაფლს თქვლეფავენ!!!!
nuTu
26 იანვარი 2016 11:35
0
ინტელექტუალურმა მონსტრებმა გამოსავალი იპოვეს, გეგუჩაძე ნაკრებს კი გაწვრთნის მაგრამ ახალგაზრდულსო (ფიფიას განუცხადებია). ეს ამგვარად თუ დარჩა ცხადაძემ პრიკუპში გეგუჩაძეც გაიყოლა. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ კობიაშვილი იტყვის ეხლა: გამომდინარე იქიდან რომ ცხადაძეს შენარჩუნებას ვაპირებდით (თუ ხელფასზე დაგვთანხმდებოდაო) გეგუჩაძეს ახალგაზრდულის მწვრთნელად ვამზადებდითო, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ცხადაძეს გაშვება მომიწია ეხლა გეგუჩაძეს დავნიშნავთ ეროვნულშიო))) და მერე ეგ და მუჯირი დასხდებიან და იტყვიან რა მაგრად შევასრულეთო.

და რა აზრის შეცვლაზეა საუბარი:
კობის თუ ხელფასზე თავის პოლიტიკის გატარება უნდოდა, ეს უნდა შეხებოდა ახალ ხელშეკრულებებს, რადგანაც არანაირი აზრი არ აქვს ვინ და ვისი კაცი იყო წინა პრეზიდენტი. აქ პრეზიდენტების იმიჯი კი არა, ფედერაციის იმიჯია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ფედერაცია თუ აფორმებს კონტრაქტს - ასრულებს კიდეც სანამ ხარისხი არის. წინა კონტრაქტი არ მაწყობს ჩემი გაფორმებული არ არის და ა.შ. მაგარი ბანძი ბაზარია. კობის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მაშინ ყველა მწვრთნელს უნდა შეეშინდეს კონტრაქტის გაფორმება იმის შიშით ახალმა პრეზიდენტმა თავზე არ დამახიოსო.

კობი არის პრიმიტიული (როგორც მენეჯერი, სტრატეგი და არა ფეხბურთელი) და აი რატომ: გეგუჩაძე, იქნება თუ პეტრე ნაკრების პირველივე წაფორთხიალებაზე მთელი სტადიონი ცხადაძეს იყვირებს. ამას რომ ტიპი ვერ გათვლის, მარტო ბუცები უნდა შეარჩევინო საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომ.
ნიკა
26 იანვარი 2016 11:32
0
რა უსუსური კომენტარებია. ყველაფერი ხელის გულზე დაიდო, ყველამ ილაპარაკა, წარმოაჩინა საკუთარი თავი, ბევრი რამ გასაჯაროვდა და ხალხს დასკვნა მაინც ვერ გამოაქვს. რად გინდათ თქვენ ფეხბურთი? წადით მეორე კლასის მასალა გაიარეთ.
odala
26 იანვარი 2016 11:02
0
უხელფასოდაც,რომ ემუშავა მაინც დაითხოვდნენ.კარგა ხნის გადაწყვეტილი ამბავი ყოფილა. აბა ქოცებო აკეთეთ ნაცხროვის გასახარი,კარგად შესწავლილი გაქვთ კოჰაბიტაცია
vaxvax
26 იანვარი 2016 11:00
0
kobiaSvili amis hemdeg unda gadadges.
გელა1
26 იანვარი 2016 10:58
0
ყველას მივმართავ!!!!!!!!!!

მე კიდე შენ გეუბნები,რომ ეს შეცდომა არაა და ეს არის შეგნებული გაანგარიშებული ნაბიჯი,ცხადაძის მოხსნა და გეგუჩაძის დანიშვნა...ასე რომ კობიმ სერიოზული შეცდომას უშვებს ამ გადაწყვეტილებით და რაც გაუკეთებია კარგი წყალში გადაყრის...........
Nukri
26 იანვარი 2016 10:53
0
რამხელა შეცდომას უშვებს კობი ცხადაძის გაშვებით?ეს ნაკრებს ძალიან შეარყევს და მთლად დაშლის და რა იმედებით ელოდა გულშემატკივარი ახალ შესარჩევს. ძლივს ნაკრები დალაგდა,მითუმეტეს რაკარგ ჯგუფში მოხვდა ნაკრები...........
Nukri
26 იანვარი 2016 10:48
0
vkitxulob komentarebs kidev ertxel vrwmundebi tu ra advilad icvlis adamiani tavis shexedulebas,arc da fiqrdeba arc gaiazrebs naxirivit miyveba vigacis sityvas, aba dafiqrdit iqneb geguchadze axalgazrbulis mwvrtnelab gasahyavdat cxadadze tu datanხmdeboda bonusur sistemas?!
azri
26 იანვარი 2016 10:40
0
მოეშვით უაზრო პოლემიკას! ცხადაძეზე უკეთესი სტარტი ქონდა ქეცბაიას!!! ამ ეტაპზე მართლა ჯობია გეგუჩაძე დაინიშნოს! და კობის არ ეკადრება თქვენგან მაგდენი ლანძღვა რაც ის ჩვენს გასახარად აკეთებდა ამდენი წელი ნაკრებში ერთი შეცდომა თუ რაც არი ჩვენც უნდა ვაპატიოთ!
ყველას მივმართავ!!!!!!!!!!
26 იანვარი 2016 10:38
0

სიახლეები პოპულარული