იურაი იარაბეკი: ჩემი წინამორბედი საქართველოს ნაკრებში ინიშნება

AutoSharing Option
სლოვაკური Trnava voice-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალი თავკაცი ჰყავს, 53 წლის იურაი იარაბეკი, რომელიც აგვისტომდე ტრნავის "სპარტაკს" თავკაცობდა.

ის "დინამოში" გია გეგუჩაძეს შეცვლის, რაც, თითქოს, მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს ერთი შეხედვით.

აი, რას წერს სლოვაკური წყარო: "იარაბეკი შეუთანხმდა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "დინამოს". კონტრაქტი ერთწლიანია. ის "დინამოში" შეცვლის გია გეგუჩაძეს, რომელიც საქართველოს ნაკრებში მიდის".

მოკლედ, სლოვაკები პირდაპირ წერენ, რომ გია გეგუჩაძე საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს და ეს თუ მოხდა, მაშინ გაურკვეველია, რატომ ატყდა ხმაური ცხადაძის ხელფასზე, რადგან იარაბეკის კონტრაქტიდან ირკვევა, რომ
მას კარგა ხანია, შეეხმიანნენ "დინამოდან".

ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ ნაკრების თავკაცის ხელფასთან დაკავშირებული სკანდალი ატყდებოდა. ეს კი ეჭვს აჩენს, რომ ცხადაძის ხელფასი უბრალო საბაბი იყო.

"ახალი წლის მერე თბილისში ჩავედი. ვნახე ყველაფერი და მალევე დავთანხმდი პირობებს. თბილისის "დინამო" დიდი გუნდია, მან 1980/81 წლების სეზონში ევროპის თასების თასი მოიპოვა.

რომ იცოდეთ, ფეხბურთის თვალსაზრისით, საქართველო ჩვენზე წინაა. კლუბს დიდი ფინანსური პოტენციალი აქვს. "დინამოში" მხოლოდ ერთი ლეგიონერია.

ასეთი პირობები, როგორიც "დინამოშია", ჩვენთან არ არის. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშაობას.

ჩემი წინამორბედი ეროვნულ ნაკრებში გადავიდა. ამიტომ მის შემცვლელს ეძებდნენ. კონტრაქტი შემომთავაზა "ზესტაფონის" ყოფილმა მენეჯერმა, რომელიც ახლა "დინამოშია", - განაცხადა იარაბეკმა და ალბათ, ამ მენეჯერში ის "დინამოს" დირექტორ მიხეილ ხუციშვილს გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები / 68 /
კობიაშვილო გონს მოდი
givi
26 იანვარი 2016 09:55
0
როდემდე უნდა გაგრდელდეს ჩვენი დაცინვა
givi
26 იანვარი 2016 09:54
0
მერაბ: მე ხელფასი მაქ 5000 ლარი, ვინმემ რომ მითხრას თვეში 3000 ლარს მაგრამ სამაგიეროდ წლის ბოლოს 50 000 ლარს დაგირიცხავო, წლის ბოლომდე ბანკი ბინას გიყიდის იმიტომ რომ წლის ბოლომდე კრედიტებს ვერ გადავიხდი. შესაბამისად ცხადაძემ ყოველთვიური ბიუჯეტი დაგეგმა იმდენით რამდენზეც კონტრაქრი გაუფორმეს და შეიძლება არსებულ რასკლადს ვერ ცვლიდა - რატომ არ გინდათ აღნიშნული პრიზმიდან შეხედვა ?
აუ მოვა გეგუჩაძე რომლის აყვანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თვეში 1000 ლარს თუ გადაუხდი და მოგვამზადებს მსოფლიო 2058 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის: 1-2 მესი თუ დაბადა ვინმემ.
ნიკა
26 იანვარი 2016 09:50
0
ბ-ნო ავტორო უკვე ვეღარ მალავთ თქვენს სიმპათიებს კახა ცხადაძის მიმართ.ნუ დაგავიწყდებათ,რომ "ჟურნალისტი" ბრძანდებით.დღეს ქართული ფეხბურთის პრობლემა,მწვრთნელში არ არის და შესაბამისად აზრი არ აქვს მწვრთნელს 100 000 გადავუხდით თუ 10 000,შედეგი იგივე იქნება
ბ-ნო ნიკოლოზ
26 იანვარი 2016 09:47
0
სად ნახეს გეგუს პროფესიონალიზმი ნეტა მინისტრს უნდა და დამტავრდა ყველგან ტენიან საბურტალოელებს გეგუს ხელფასი არ უნდა ... გადაუხადეტ ამ ამბების მერე ან როგორ უნდა მივიდეს ნაკრებსი ტუ ნამუსი აქ საერტოდ
pako
26 იანვარი 2016 09:40
0
ლევანიც კაი უსინდისო ყოფილა
givi
26 იანვარი 2016 09:33
0
ილოცეთ მერე რო ნაკრებმა ნორმაური შედეგი დადოს თორე ხოიცით მინისტრიდან დაწყებული ტრეინერით თამთავრებუკლი გამძლიდს ტრიალი რო გექნებათ სუყველას განსაკუთრებით ქუთაისიდან
Temo
26 იანვარი 2016 09:30
0
კობი მართლა მაგრა გაფასებ კაი კაცი ხარ მარა ეხლა მაგრა გეშლება სხვის ნათქვამზე ნუ ათამაშებ ერთ ადგილს,,,,გეგუცაძე მართლა არაა ცუდ ტრეინერი მარა ეგ კაცი ასე მგონია უფრო კლუბის ტრეინერია ვიდრე ნაკრების იმედია ვცდები
Temo
26 იანვარი 2016 09:28
0
შეგირცხვა სვინდის ნამუსი, კობიაშვილო!
mamuka09ze
26 იანვარი 2016 09:26
0
ეს მაგარი აფირისტი იქნება ეხლა გვითხრის მიწას ეგ,,,, დევიჯერო ეხლა სლოვაკეთის ფეღბურთ ჩვენზე გაჭირებაშია რაგაც არ მჯერა
Temo
26 იანვარი 2016 09:23
0

სიახლეები პოპულარული