იურაი იარაბეკი: ჩემი წინამორბედი საქართველოს ნაკრებში ინიშნება

AutoSharing Option
სლოვაკური Trnava voice-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალი თავკაცი ჰყავს, 53 წლის იურაი იარაბეკი, რომელიც აგვისტომდე ტრნავის "სპარტაკს" თავკაცობდა.

ის "დინამოში" გია გეგუჩაძეს შეცვლის, რაც, თითქოს, მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს ერთი შეხედვით.

აი, რას წერს სლოვაკური წყარო: "იარაბეკი შეუთანხმდა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "დინამოს". კონტრაქტი ერთწლიანია. ის "დინამოში" შეცვლის გია გეგუჩაძეს, რომელიც საქართველოს ნაკრებში მიდის".

მოკლედ, სლოვაკები პირდაპირ წერენ, რომ გია გეგუჩაძე საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს და ეს თუ მოხდა, მაშინ გაურკვეველია, რატომ ატყდა ხმაური ცხადაძის ხელფასზე, რადგან იარაბეკის კონტრაქტიდან ირკვევა, რომ
მას კარგა ხანია, შეეხმიანნენ "დინამოდან".

ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ ნაკრების თავკაცის ხელფასთან დაკავშირებული სკანდალი ატყდებოდა. ეს კი ეჭვს აჩენს, რომ ცხადაძის ხელფასი უბრალო საბაბი იყო.

"ახალი წლის მერე თბილისში ჩავედი. ვნახე ყველაფერი და მალევე დავთანხმდი პირობებს. თბილისის "დინამო" დიდი გუნდია, მან 1980/81 წლების სეზონში ევროპის თასების თასი მოიპოვა.

რომ იცოდეთ, ფეხბურთის თვალსაზრისით, საქართველო ჩვენზე წინაა. კლუბს დიდი ფინანსური პოტენციალი აქვს. "დინამოში" მხოლოდ ერთი ლეგიონერია.

ასეთი პირობები, როგორიც "დინამოშია", ჩვენთან არ არის. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშაობას.

ჩემი წინამორბედი ეროვნულ ნაკრებში გადავიდა. ამიტომ მის შემცვლელს ეძებდნენ. კონტრაქტი შემომთავაზა "ზესტაფონის" ყოფილმა მენეჯერმა, რომელიც ახლა "დინამოშია", - განაცხადა იარაბეკმა და ალბათ, ამ მენეჯერში ის "დინამოს" დირექტორ მიხეილ ხუციშვილს გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები / 68 /
რა უბედურება ეს ჩემი გუნდით მოსვლა ყველგან? ტუალეტის დირექტორიც რომ შეიცვალოს სადმე ისიც თავის გუნდს მოიყვანს) საძმოა თუ ფედერაცია?? თუ კაცი ერთგულად ემსახურება თავის საქმეს დატოვე რა, თუ გინდ არ მოგწონდეს სიფათზე.. თუ არა და გასაგებად განმარტე რატომ და რისთვის ემდურები,შენი გუნდი გყავდეს შენი ოჯახში მწვადებს რომ შეწვავ!!კობიც მაგრად მიყვარს, კახაც, ქეცბაც და არველადძეებიც, ყველას ააქვს გაკეთებული ბევრი კარგი ნაკრებისთვის, მარა რა ჯადო გვაქვს ასეთი
SOLO
26 იანვარი 2016 01:31
0
ყველაფერი გასაგებია კობი ბინძურ პოლიტიკაში ნუ გაერევი ძაან დიდ პატივს გცემ
lova
26 იანვარი 2016 01:26
0
დინამო არ გეშველება არაფერი არა, ხუციშვილო ვიღაცა დაგილეწავს კბილებს მემგონი, თაგვმა თხარა,თხარა და კატა გამოთხარაო. ეგრე იქნება შენი საქმე
jaba
26 იანვარი 2016 01:17
0
martla girsi vart yvelafris rac gvchirs
lasha
26 იანვარი 2016 01:14
0
FFG
და გამოვიდა ის რომ, იგივე თანხის გადახდა მოუწევთ მაინც დაახლოებით... ნუ 1-2 კაცის ხუშტურების გამო ზარალდება ნაკრები და ჩვენ ჩვეენ გულშემატკივარი რომელმაც ერთხელ მაინც ხომ უნდა გაიხაროს არააა?!!!!!!
_svani_
26 იანვარი 2016 01:12
0
დიდი სპეკტაკლი... აი როგორც ვალუტის კურსის დროს გადაგვატანია ოცნებამ ყურადგება რუსტავი 2ზე იგივე მოხდა ეხლაც,, ეხა ვიწუწუნოთ რა დაგვრჩენია.. სირცხვილი აიი ვერ გაიტანენ რომ წინა ფედერაციის დანიშნულია ცხადაძე.. საგოლ კობი ერი ამაყობს შენით და მინისტრით.. ვერ ვიჯერებ : ((
ჩორნა
26 იანვარი 2016 01:12
0
გახეტქვაზე მაქვს გული, განა იმიტომ, რომ გია კახაზე ცუდია, არა! იმიტომ რომ, ამდენ ნაცარს სად სოულობენ-ამოგვილესეს ტვალები ტალახიტ! ვის ახსოვს გულსემატკივარი, მარტო ესენი წუხდებიან. ნამუსიც-კარგი საქონელია!
kaxeli papa
26 იანვარი 2016 01:09
0
გახეტქვაზე მაქვს გული, განა იმიტომ, რომ გია კახაზე ცუდია, არა! იმიტომ რომ, ამდენ ნაცარს სად სოულობენ-ამოგვილესეს ტვალები ტალახიტ! ვის ახსოვს გულსემატკივარი, მარტო ესენი წუხდებიან. ნამუსიც-კარგი საქონელია!
kaxeli papa
26 იანვარი 2016 01:08
0
უპატრონო ქვეყანაა ვისაც რა მოუნდება იმას აკეთებს!მიუხედავად იმისა რომ მომხრე ვიკავი ამ ბონუსურ სისტემას დათანხმებულიყო ცხადაძე ეხლა პირიქით არ უნდა გადადგეს და თუ მოხსნიან ბოლომდე მოსთხოვოს კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი და გადაიხდიან კიდევაც... მაგრად ჩაისვარა კობიაშვილმა....
FFG
26 იანვარი 2016 01:00
0
გეგუჩაძის კონტრაქტი დაიდოს
შაკო
26 იანვარი 2016 00:52
0

სიახლეები პოპულარული