"პირადად შევხვდები ცხადაძეს და გავწყვიტავთ თანამშრომლობას"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიიღო. აღმასკომმა სფფ-ის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მოუწოდა, გააგრძელოს ცხადაძესთან მოლაპარაკება.


აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"პირადად შევხვდები კახა ცხადაძეს და იმედი მაქვს, მასაც ექნება სურვილი, რომ დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, თუ როგორ გავწყვიტოთ თანამშრომლობა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვსურდა მასთან მუშაობა!

ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 76 /
ალეკოს 100%-ით ვეთანხმები. ამით მთელი საქართველო მოგებული დარჩება ამ კუთხით.
gizog
26 იანვარი 2016 14:17
0
და რა აქ დასაფიქრებელი აწი აქამდე არუნდა მისულიყო საქმე და მორჩა.
quTaiseli
26 იანვარი 2016 14:12
0
კობი, არაფერი ისეთი არ მომხდარა რომ ვერ აპატიოთ ერთმანეთს. თუ მართლა გინდოდა კახასთან თანამშრომლობა და ეს ყველაფერი სპექტაკლი არ არის, დაჯექით, დაილაპარაკეთ და ერთ გუნდად გააგრძელეთ მუშაობა. ორივე მოგებული დარჩებით იმით რომ გულშემატკივარს თქვენი იმედი და პატივისცემა გაუათმაგდება.
ალეკო
26 იანვარი 2016 14:08
0
თუ გაშვება გინდა და აღმასკომიც მხარს გიჭერს გაანთვისუფლე იმ მოტივით, რითაც მართლა უშვებ, თუ არა და რაა გინდა საკუთარი განცხადებით გადადგეს? არ უნდა გადადგეს არავითარ შემთხვევაში..
კახა
26 იანვარი 2016 14:07
0
გაგვახარეთ რა კახი კობი ჯიგრულად მიხედეთ რა საქმეს..თქვენს მოლაპარაკებას ელოდება უკვე მთელი ქვეყანა ეხლა ჭირდება ქართველ გულშემატკივარს გახარება რომ გვერდში დაგიდგეთ.არ დაგვაღალატოთ კაცურად რაა
ჩორნა
26 იანვარი 2016 14:07
0
დაფიქრდი რას აკეთებ
givi
26 იანვარი 2016 13:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული