ლევან კობიაშვილი: ჩვენს ინტერესშია, ცხადაძის შემცვლელი რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ

AutoSharing Option
26 იანვარს გაიმართა ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა, რომელმაც ორი საკითხი განიხილა და გადაწყვიტა. ჯერ ერთი, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძე უხელმძღვანელებს, ხოლო რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საკითხს, ამასთან დაკავშირებით სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღმასკომის წევრებსა და მედიას განუცხადა, რომ კახა ცხადაძე პოსტზე არ დარჩება...

აღმასკომის შემდეგ ლევან კობიაშვილმა მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

ახალი მწვრთნელი? რაც შეიძლება სწრაფად...
- ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა. ამავე დროს, ის ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელიც იქნება. მიხარია, რომ აღმასკომის წევრებმა ჩემს შეთავაზებას
მხარი დაუჭირეს.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ის კახა ცხადაძეს ეხებოდა. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამავე დროს, აუცილებლად ჩავთვალე, რომ ამ საკითხზე აღმასკომის წევრებთან მელაპარაკა.

მივედით შეთანხმებამდე, რომ ბატონ კახასთან ხელშეკრულება მოლაპარაკების გზით შეწყდეს. მზად ვარ, მას კიდევ ერთხელ შევხვდე და ვილაპარაკოთ, როგორ გავწყვიტოთ კონტრაქტი მოლაპარაკების გზით.

- ანუ ლაპარაკია კომპენსაციაზე?
- ჩემს ბოლო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ კახასთან ურთიერთობის მოგვარება ცივილური გზით მსურდა. მისი წინადადება იყო, რომ ზაფხულამდე დაგვეკმაყოფილებინა. მზად ვარ, კიდევ ერთხელ დავილაპარაკოთ და ერთმანეთს ადამიანურად დავშორდეთ.

- აღმასკომის სხვა წევრების პოზიცია როგორი იყო?
- კახას კონტრაქტის შეწყვეტაზე რომ უნდა შევუთანხმდეთ, ეს ჩვენი საერთო აზრი იყო, თორემ მწვრთნელთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და ახლაც გავიმეორებ - ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. მიმაჩნია, რომ ვალდებული ვიყავი, ამ საკითხთან დაკავშირებით აღმასკომზეც მესაუბრა. თუმცა, აქვე ვიტყვი - ბოლოდროინდელი ამბების მიუხედავად, ცხადაძე ჩემი მტერი არ არის - ღმერთმა დამიფაროს!

მზად ვარ, დღესაც დავურეკო და თუ სურვილი ექნება, შევხვდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით.

- ვინ იქნება ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი? გავრცელებული ხმებით, ფოლკერ ფინკესა და შოთა არველაძის კანდიდატურები განიხილება...
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ მათგანთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, რადგან ეროვნულ ნაკრებში ცხადაძის დარჩენა მსურდა. იცით, რომ ვთხოვდი კიდეც, დარჩენილიყო...

ვინ შეიძლება იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამაზე დღეიდან ვიფიქრებთ.

- საამისოდ რა დრო დაგჭირდებათ?
- იცით, რომ მარტში ამხანაგური მატჩი გველის და გუნდს ახალი მწვრთნელი მანამდე უნდა ჰყავდეს. ჩვენს ინტერესშია, ცხადაძის შემცვლელი რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ.

- ახალ მწვრთნელს ხელფასი რა სისტემით დაენიშნება?
- ფიქსირებული თანხა შედარებით მცირე იქნება, წარმატების შემთხვევაში კი მწვრთნელი ბევრად მეტს აიღებს. მოგებაზე ორიენტირებულ სახელფასო სისტემაზე კახას ტყუილად კი არ ველაპარაკებოდით?! ფედერაცია ამ სისტემით აპირებს მუშაობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 49 /
ვაცლი ძმაო, იმედი არ გადამიწურავს, 25 წელია ველოდები და ვაცლი და იმედია ეხლა მაინც მიხედავენ საქმეს. მეც ვთამაშობდი ფეხბურთს და ეს სიბინძურე ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და მინდა ჩემი ბიჭი მივიყვანო ფეხბურთზე და სწორედ ამ პრობლემების გამო არ მიმყავს. მიუხედავად იმისა ბევრი ჩემი ძმაკაცი და ახლობელი მუშაობს ბავშვთა მწვრთნელად.მართალია ძნელია ამ ჩამყაყებული სიტუაციიდან გამოსვლა მარა უნდა შეძლონ. ახალგაზრდები არიან და ფულიც არ უჭირს ლევანს და იმედი მაქვს კორუფციასაც მოსპობს. ძმაკაცობა და ახლობლობა ვახსენე და მაგაზე ვიტყვი. ცხადაძეს პატივს ვცემდი სულ და ეხლაც პატივს ვცემ როგორც პიროვნებას და ფეხბურთელს, მარა იმედი მაშინ გამიცრუვდა მაგისი პირველივე შეკრებაზე რო მისი შვილი გამოიძახა, სულ რო მაგარი ყოფილიყო სალაპარაკოს არ გავხდიდი და არ მოვიწვევდი პირველივე შეკრებაზე, მით უმეტეს რო ჩემი აზრით ბაჩანაზე მეტად ძლიერი ფორვარდები გვყვავს (რაც გვაყავს ის გვყავს რა:) ხოდა მოდი რა ვინც ძლიერია და იმსახურებს საქმეც იმან აკეთოს და ფეხბურთიც იმან ითამაშოს და ყველაფერი გამოვა...
Toi s
27 იანვარი 2016 12:43
0
კაცი ჩამოიყვანეთ აზერბაიჯანიდან და ეხლა დატოვეთ ისე. რა უბედურებაა რა არის ეს??? უბრალოდ მაგაზე უკეთესი ვინ უნდა ნახოთ ჩემამდე არ დადის მითუმეტეს კაპიკებზე თქვენთან ვინ იმუშავებს??? უცხოელ ტრენერებზე ხო არც იოცნებოთ საერთოდ! წადი ლევან ეხლა და წნორის მილანში ან აბაშის ვალენსიაში ეძებე მწვრთნელი
nika
27 იანვარი 2016 12:42
0
შედარებით მცირე რას ნიშნავს? წინა მწვრთნელებზე ნაკლები ქონდა და კიდე მეოთხედის დაკლებაზე დაგთანხმდა და მეტი "შედარრებით მცირე" რა გინდოდა თუ სხვა მიზეზი არ გქონდა?
???
27 იანვარი 2016 12:42
0
კობი, მაგ თანამდებობაზე კი არ აგირჩიეს დაგსვეს მაგრამ მაინც იმედი მქონდა რომ სწორი გზით წახვიდოდი და საქართველოში ფეხბურთის განვითარებას შეუწყობდი მხარს. სამწუხაროდ შენ პირველივე ნაბიჯი გადადგი რომ მწვრთნელი რომელმაც ნაკრებში ურთიერთობები დაალაგა და ამდენი წლის განმავლობაში შემტევი ფეხბურთი ათამაშა შეცვალე ფულის გამო. თან იმ ფულის რომელიც ეკუთვნოდა კახას კონტრაქტით და 25%-ით დაკლებას თანხმდებოდა. მე არ გეტყვი რომ ჩვენ და ხალხი და ეგეთები მაგრამ მე ერთი რიგითი გულშემატკივარი დამკარგე.
გული დამწყდა და ვამბობ
27 იანვარი 2016 12:38
0
ლევან ძალიან დიდ პატივს გცემდი როგორც ფეხბურთელს ნაკრებშიც თავს არ ზოგავდი ზოგ-ზოგიერთებივით, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი შედომა დაუშვი ცხადაძე რომ გაუშვი!
dato
27 იანვარი 2016 12:21
0
gg გეთანხმები ეგენი გამოსასწორებელია აუცილებლად სხვაგვარად არ გამოვა, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა დაიწყოს, როგორც ამბობენ ეგ გეზი აქვთ და მიხედავენ ბავშვთა ფეხბურთს. ძირიდან დაიწყებენ შენებას და იმედია მართლაც ასე იქნება, ამას კიდევ დრო ჭირდება და ვაცალოთ
Toi
27 იანვარი 2016 12:13
0
ნეტა თუ მართლა ვინმეს გჯეროდათ და გჯერათ ამ ნაკრებით და ფეხბურთელებით რამე შედეგის მიღწევის...ვერც ცხადაძე და ვერც გეგუჩაძე და ვერც ფინკე ვერ უშველის ნაკრებს , მანამ სანამ ჩემპინატის დონე არ აიწევს, ბავშთა ფეხბურთს არ მოევლება და ინფრასტრუქტურას...და კიდევ სანამ ქართულ ფეხბურთს წურბელები არ მოშორდებიან და ახლობლობა ძმაკაცობით არ მოხვდებიან დაბალი კლასის ფეხბურთელები გუნდში და უპატრონო და ნიჭიერი ბავშვები გულაცრუებული არ წავლენ სახლში...აი ესაა მთავარი პრობლემა ჩვენი ფეხბურთისთვის...
gg
27 იანვარი 2016 11:57
0
სირცხვილია ის რომ ეგ ადამიანი გუშინ აირჩეს და იმით დაიწყო თავისი საქმიანობა რომ აგდებს კაცს იმიტომ რომ მას ეგრე უნდა.და რას ფიქრობენ ამაზე ფეღბურთელები ფეხებზე დაიკიდა სულ)
mamuka
27 იანვარი 2016 11:46
0
რა ვიცი!! ღმერთმაც კარგი ქნას, მაგრამ..... თუ შედეგები არ იქნა, კობი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. ღმერთმა ქნას ვცდებოდე. ძალიან დადებიტად ვარ ამ პიროვნების მიმართ განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ცხადაძის მიმართებაში არ ვეთანხმები. სხვაგვარადაც შეიძლებოდა ამ საქმის მოგვარება. მჯერა მოაგვარებდა კიდეც ლევანი, მაგრამ ვგონებ სხვის რეკომენდაციებს (განსაკუთრებით მელა ჭუმბურიძეს)გვერდი ვერ აუარა. თან, ალბათ პრინციპის საქმემაც ითამაშა თავისი როლი.
gaga
27 იანვარი 2016 11:44
0
კობის იმხელა სკოლა აქვს გავლილი გერმანიაში არამგონია მაგაზე კარგად ვინმემ რამე იცოდეს... სწორი გადაწყვეტილებაა.ბონუსური სისტემა ძალიან კარგია
ucnobi
27 იანვარი 2016 11:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული