ლევან კობიაშვილი: ჩვენს ინტერესშია, ცხადაძის შემცვლელი რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ

AutoSharing Option
26 იანვარს გაიმართა ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა, რომელმაც ორი საკითხი განიხილა და გადაწყვიტა. ჯერ ერთი, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძე უხელმძღვანელებს, ხოლო რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საკითხს, ამასთან დაკავშირებით სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღმასკომის წევრებსა და მედიას განუცხადა, რომ კახა ცხადაძე პოსტზე არ დარჩება...

აღმასკომის შემდეგ ლევან კობიაშვილმა მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

ახალი მწვრთნელი? რაც შეიძლება სწრაფად...
- ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა. ამავე დროს, ის ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელიც იქნება. მიხარია, რომ აღმასკომის წევრებმა ჩემს შეთავაზებას
მხარი დაუჭირეს.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ის კახა ცხადაძეს ეხებოდა. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამავე დროს, აუცილებლად ჩავთვალე, რომ ამ საკითხზე აღმასკომის წევრებთან მელაპარაკა.

მივედით შეთანხმებამდე, რომ ბატონ კახასთან ხელშეკრულება მოლაპარაკების გზით შეწყდეს. მზად ვარ, მას კიდევ ერთხელ შევხვდე და ვილაპარაკოთ, როგორ გავწყვიტოთ კონტრაქტი მოლაპარაკების გზით.

- ანუ ლაპარაკია კომპენსაციაზე?
- ჩემს ბოლო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ კახასთან ურთიერთობის მოგვარება ცივილური გზით მსურდა. მისი წინადადება იყო, რომ ზაფხულამდე დაგვეკმაყოფილებინა. მზად ვარ, კიდევ ერთხელ დავილაპარაკოთ და ერთმანეთს ადამიანურად დავშორდეთ.

- აღმასკომის სხვა წევრების პოზიცია როგორი იყო?
- კახას კონტრაქტის შეწყვეტაზე რომ უნდა შევუთანხმდეთ, ეს ჩვენი საერთო აზრი იყო, თორემ მწვრთნელთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და ახლაც გავიმეორებ - ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. მიმაჩნია, რომ ვალდებული ვიყავი, ამ საკითხთან დაკავშირებით აღმასკომზეც მესაუბრა. თუმცა, აქვე ვიტყვი - ბოლოდროინდელი ამბების მიუხედავად, ცხადაძე ჩემი მტერი არ არის - ღმერთმა დამიფაროს!

მზად ვარ, დღესაც დავურეკო და თუ სურვილი ექნება, შევხვდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით.

- ვინ იქნება ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი? გავრცელებული ხმებით, ფოლკერ ფინკესა და შოთა არველაძის კანდიდატურები განიხილება...
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ მათგანთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, რადგან ეროვნულ ნაკრებში ცხადაძის დარჩენა მსურდა. იცით, რომ ვთხოვდი კიდეც, დარჩენილიყო...

ვინ შეიძლება იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამაზე დღეიდან ვიფიქრებთ.

- საამისოდ რა დრო დაგჭირდებათ?
- იცით, რომ მარტში ამხანაგური მატჩი გველის და გუნდს ახალი მწვრთნელი მანამდე უნდა ჰყავდეს. ჩვენს ინტერესშია, ცხადაძის შემცვლელი რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ.

- ახალ მწვრთნელს ხელფასი რა სისტემით დაენიშნება?
- ფიქსირებული თანხა შედარებით მცირე იქნება, წარმატების შემთხვევაში კი მწვრთნელი ბევრად მეტს აიღებს. მოგებაზე ორიენტირებულ სახელფასო სისტემაზე კახას ტყუილად კი არ ველაპარაკებოდით?! ფედერაცია ამ სისტემით აპირებს მუშაობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 49 /
KGG-ს პასუხის ავტორს
დიდ ხანს ვიფიქრე გამეცა თუ არა პასუხი თქვენისთანა ღვარძლიანი და ჭორიკანა დედაკაცისათვის, (ვინაობას მალავთ, მაგრამ წერის მანერაზე გეტყობათ, რომ ქალბატონი ბრძანდებით სავარაუდოდ გამწარებული შინაბერა), მაგრამ იმდენ ვინმეს და რამეს გადასწვდით და ცეცხლი წაუკიდეთ, რომ იძულებული ვარ გიპასუხოთ, რათა თავი მართალი არ გეგონოთ. ვეცდები მაქსიმალურად კორექტული ვიყო, თუმცა ბოლომდე ამას ვერ გპირდებით.
1. სად ამოიკითხეთ ჩემს კომენტარში, რომ ადმინისტრირება და მენეჯმენტი მნიშვნელოვნად არ მიმაჩნია? მე მხოლოდ ის დავწერე, რომ ეს არასაკმარისია თუ მენეჯერი პატიოსანი არ არის მეთქი. ეტყობა ისე ხარ გაბოროტებული, რომ ყველაფერი დეტალურად უნდა „დაგიჟეჭო“, რასაც ვეცდები კიდეც. კობიაშვილმა მოსვლისთანავე, რომ შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების სისტემა დანერგა და ამ სისტემის დასაცავად ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კონფრონტაციაზე წასვლასაც არ მოერიდა, არ მეტყველებს შენთვის იმაზე, რომ სწორედ მენეჯერული მიდგომა აქვს? აბა რა სჯობდა დომენტისავით გაეგრძელებინა ფულის უყაირათო ხარჯვა და ფლანგვა?
2. ღვარძლიანად, რომ ჭორაობ მსაჯს ხელი დაარტყაო, ჯერ ერთი ეგ რომ დამტკიცებოდა 6 თვიან კი არა 2 წლიან დისკვალიფიკაციას გამოუწერდნენ. გერმანიის სადისციპლინო კომიტეტის კომპეტენციაში და სიმკაცრეში იმედია ეჭვი არ გეპარება.
„თანაგუნდელების მიმართ რასისტულ გამოხტომებში იყო შემჩნეულიო“- შენ რა იცი გასახდელში იჭვრიტებოდი ამ დროს ჭუჭრუტანიდან.? ეგრეც, რომ ყოფილიყო ალბათ დაიმსახურებდნენ ეგ ცხოველები თავიანთი ქმედებით და ლევანიც არ მოუთმენდა. ხოდა ვენაცვალე ხელებში. მაგათი 80% ხომ ისევ ცხოველების დონეზე დარჩნენ, რადგან ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას და აფრიკელი ფეხბურთელები არა მგონია დიდი ინტელეტით და ადამიანობით გამოირჩეოდნენ. თუმცა არა მგონია ზემოაღნიშნული ძირითადი ფილოსოფიური კანონის შესახებ გსმენოდეს რამე. ახლა რასისტობაში დამდებ ბრალს, დიახ მე რასისტი ვარ და სულ ფეხებზე მკიდია შენისთანა ვითომ „დემოკრატის“ აზრი, რადგან უბრალოდ თვალთმაქცი ხარ და გულის სიღრმეში იგივეს ფიქრობ, მაგრამ არასოდეს არ აღიარებ ამას.
ან საერთოდ რა მოსატანია არგუმენტად ადამიანის ერთჯერადი გადაცდომა ყოველდღიურ ცხოვრებაში? უბრალოდ ჩასაფრებული და ღვარძლიანი ადამიანი ხარ მეტი არაფერი.
3. მოიტანეს და სკამზე დადესო, რომ წერ უკანასკნელი მინიმუმ 12 წელიწადია მოტანილი და სკამზე დასმულები გვყავს ფედერაციის და არა მარტო ფედერაციის პრეზიდენტებად და ახლა გაგახსენდა. თუ ვინმეს დასმული ქვია დომენტი იყო, რომელიც არჩეული კაცის (ნემსაძის) სკამიდან აგდების შემდეგ დასვა მიშამ და კიდევ რამეზე ლაპარაკობ? აბა რა ჯობდა რეზი ყოფილყო, დომენტის საგმირო საქმეების გამგრძელებლად დარჩენილი? ნუ გეშინია რეზი მშიერი არ მოკვდება, ბოლოს და ბოლოს თავის რესტორანში დაპურდება ბარნოვზე.
4. წარმოდგენა არა გაქვს ფეხბურთში რა თანხები ტრიალებსო!! ვაი შენს პატრონს მე რომ ვიცი და მე რომ წარმოდგენა მაქვს იმდენი შენ არც კი დაგესიზმრება. იქნება ცოტა მეტი ძალა დაგეტანებინა ტვინისთვის და ისიც გაგეანალიზებინა რომელ ქვეყნებში, რომელ კლუბებში და რა მიღწევებისათვის აქვთ ამა თუ იმ მწვრთნელებს დიდი ხელფასები? ცნობისათვის ცხადაძეს მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატში მინაწილე 7 გუნდის უფროს მწვრთნელზე მეტი ხელფასი ქონდა. მათ შორის მექსიკის ნაკრების მწვრთნელზე 2-ჯერ მეტი. (ლინკს გიკოპირებ http://www.bpn.ge/finansebi/4944-mundiali-2014-monatsile-mtsvrthnelebis-khelfasebi.html?lang=ka-GE) რა საქართველოს ნაკრები უფრო მაღლა დგას ფიფას რეიტინგში, თუ უკეთეს ფეხბურთს თამაშობს? თუ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი მექსიკის ბიუჯეეტზე მეტია? ან ცხოვრების დონე უფრო მაღალია ჩვენთან ვიდრე მექსიკაში? (ასევე ცნობისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობით ჩვენ 106-ე ადგილზე ვართ მსოფლიოში მექსიკა კი 66-ზე - 9209 და 17950 პირობითი საერთაშორისო დოლარი შესაბამისად).
ისე, რომ იცოდე გვარდიოლას ბაიერნში 10-ჯერ მეტი ხელფასი აქვს ვიდრე დელ ბოსკეს ესპანეთის ნაკრებში. ნეტა რატომ? იმიტომ, რომ „ჭამა ქონაზე კიდია“ და ვითომ რატომ უნდა ქონოდა ცხადაძეს 12-ჯერ მეტი ხელფასი ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს? უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვს? სწორედ მაგ პასუხისმგებლობას გაექცა და მაგაშია საქმე.
ფეხბურთელს, რომ მეტი ხელფასი აქვს ვიდრე მწვთნელს შენთვის აღმოჩენაა? კობიაშვილს 100 ათასზე მეტი ქონდაო, რომ წერ. ღმერთმა შეარგოს ის გერმანელებს ახდევინებდა ამ ხელფასს და არა საქართველოს გაძვალტყავებულ მოსახლეობას და ბიუჯეტს.
ზოგადად თანხები კი არ არის გადამწყვეტი, არამედ ის რომ ცხადაძეს შედეგზე პასუხისმგებლობის აუღებლად უნდოდა მუქთად მაყუთის აღება. ეგ არ იყო გულზე ხელებს, რომ იბრაგუნებდა 2 თვის განმავლობაში უხელფასოდ „გავწვრთნი“ ნაკრებსო? გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე იაფფასიანმა „პიარშიკმა“? ვაჭრობა, რომ გამართა 25 ათასიც დამიმატეთო, ვითომ თვეში 50 ათასი ცოტა იყო? ახლა მაგას კომპენსაციაც უნდა მისცენ და ეგ კომპენსაცია იქნება იმ „მგლის ბილეთის“ საფასური, რომლითაც ქართულ ფეხბურთში ეგ ვეღარასოდეს ვეღარ უნდა დაბრუნდეს. ხოდა მხოლოდ ამიტომ ღირს მაგითვის კომპენსაციის მიცემაც. მგონი რძის პროდუქტებზე ანდაზის შინაარსს ვერ მიხვდი და მაგასაც დაგიღეჭავ „არ უნდოდა რძე და ყველი...“ დამთავრება შენთვის მომინდია
5. იქნება ეგ გაყინული ტვინი გაგენძრია და იმაზე დაფიქრებულიყავი ჭირდებოდა თუ არა ცხადაძეს თავისი ერთი თვის ტოლი ხელფასის კრედიტად აღება? როცა დაახლოებით იგივე ხელფასი ბაქოში ქონდა და არც უმუშევარი არ ყოფილა გარკვეული პერიოდის მანძილზე. იქნება სულაც არ აუღია და კისერზე დააწერეს, კარგი საკონტრაქტო პირობების სანაცვლოდ? თუ ამ ქვეანაში KGB-ს ფუნქციის შემსრულებელს შესაბამისი სურვილი გაუჩნდება, ამას ადვილად გამოიძიებენ, როდის ჩაერიცხა ანგარიშზე თანხა ცხადაძეს, როდის და რა რამდენი (ერთბაშად თუ ნაწილ ნაწილ გამოიტანა) და საერთოდ ქეშად ხომ არ აიღო სესხი და ა.შ. საკმაოდ მარტივ კითხვებზეა პასუხი გასაცემი და „ძაღლის თავიც“ გამოჩნდება. ისიც საინტერესოა, როდის (კონტრაქტის გაფორმებიდან რამდენ ხანში) და რა ვადით გაიცა ერთი თვის ტოლი ხელფასი სესხად, ალბათ რამდენიმე წლით!!!! ტყვილა ხომ არ თქვა კობიაშვილმა მაგ სესხსაც ჩამოვაწერთო, ესე იგი გადახდაზე უარს ამბობს სავარაუდოდ იმიტომ, რომ არც აუღია. ყველაფერს ხომ ვერ იტყვის ღია ეთერში, რაღაცას თვითონ უნდა მიხვდეთ. მგონი ბიზნესში შენსავით ღრმად ჩახედულმა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ფეხბურთშიც არსებობს Kick Back-ები Free Kick-ების გარდა. თუმცა ეჭვი მეპარება ამ ტერმინების არასაფეხბურთო მნიშვნელობები გესმოდეს.
შენ მაქმიმუმ გორის ან თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (არც ვიცი ეს ფაკულტეტი მანდ თუ არის ) გქონდეს დამთავრებული, ისეთი ღვარძლით და შურით მოიხსენიებ თსუ-ს და იესემს.
კაცმა უპროცენტო კრედიტები გასცა ნახევარი მილიონი, რაც ნონსენსია, რადგან კრედიტის მახასიათებლები სარგებლიანობა, ვადიანობა და დაბრუნებადობაა. რაშიც ალბათ კიდევ საშემოსავლო გასადახადი გადაიხადა ბიუჯეტში (ამას შენ ვერ გაიგებ რატომ) , უამრავი ფული უყაირათოდ დახარჯა და იმაზე ატეხეს შენნაირებმა ამბავი სუფრაზე დამოუკიდებელი აფხაზეთის სადეგრძელო დალიაო!!! რა ისე ვერ ხვდებოდით რა ვაი პატრიოტი იყო? სანამ ასეთი შაბლონებით მოაზროვნე, ზედაპირული და ემოციებს აყოლილი ამბიციური ხალხი ვიქნებით, მანამდე იქნება ჩვენი საქმე კარგად. მაგას სადღეგრძელოზე კი არა მილიონებზე უნდა მოსთხოვო პასუხი, რომ სხვას იგივეს გაკეთების სურვილი გაუქრეს. დაბრუნდება თუ არა ეგ უპროცენტო (სარგებლის გარეშე) გაცემული სესხები ჯერ კიდევ საკითხავია? რა თავის ჯიბის ფულს არიგებდა? ფედერაციაა თუ „შარაშკინა კანტორა“? თუ გაინტერესებს ფულის დღევანდელ და მომავალ ღირებულებაზე, NPV-ზე, IRR-ზე და Pay Back-ზე ბევრი რამე შემიძლია გასწავლო, რასაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე არ ასწავლიან, იქნება მაშინ მაინც არ იმსჯელო ხელაღებით სხვის ცოდნა განათლებაზე.
0
აღმასკომის მიერ მისაღებ დაგაწყვეტილებას იღებს თვითონ, ჯერ იმას იჯახის და აღმასკომმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მწვრთნელის გაშვებაზეო და ეხლა ამბობს მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ცხადაძე ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნებაო. თუ ისე ართმევთ აღმასკომს ყველა ფუნქციას როგორც ქვეყნის პრეზიდენტს მთავრობა - ისე არ მესმის აღმასკომის ყოლის აუცილებლობა, როგორც ამ კანონმდებლობის პირობებში ქვეყნის პრეზიდენტის. ეს მანკიერი დამოკიდებულება კანონებისა და წესების მიმართ ამ დედანაქებმა მთავრობამ ისევ ყველგან დააბრუნა
ა ბიჯო კაცი
17:59 27-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული