იგორ დობროვოლსკი: ქართველები ამბიციურები არიან, არც ჩვენ უნდა შევიზღუდოთ...

AutoSharing Option
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტი მოლდოვის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იგორ დობროვოლსკის ესაუბრა. მოლდოველთა ამბები ჩვენ იმად გვაინტერესებს, რომ ეს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეა.

"ჩვენ უკვე გვქონდა ორი სანაკრებო შეკრება, რომლის მიმდინარეობის დროსაც ვნახეთ ეროვნული გუნდის კანდიდატები. რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება, თუმცა ჯერ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

მე არ მიყვარს დაცვითი ფეხბურთი. ტაქტიკა, დისციპლინა და მენტალიტეტი უნდა შევცვალოთ. ჩვენ უნდა ვითამაშოთ შემტევი, კომბინაციური ფეხბურთი...

ახლა ბევრი მიიჩნევს, რომ ჩვენ არ გვყავს თავდამსხმელები. ეს ასე არ არის.
მთავარია, ჩვენ სწორად ავაწყოთ თამაში. მოწინააღმდეგეს მინდვრის სამ მეოთხედს ვუთმობთ და ძალიან რთულია, ამ გზით წარმატებას მიაღწიო...

ჩვენი ჯგუფი ძალიან რთულია. აქ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროპის ჩემპიონატის სამი მონაწილეა. გარდა ამისა, აქვე არიან ძალიან ძლიერი სერბები და ამბიციური ქართველები. ჩვენც არ უნდა შევიზღუდოთ ამბიციებში...

რაც მთავარია, გვყავს კვალიფიციური ფეხბურთელები. ახლა მთავარია, მათ სწორი მიმართულება მივცეთ.

რაც შეეხება მოლდოვის ნაკრებში ჩემი მუშაობის ადრეულ პერიოდს, მიმაჩნია, რომ მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე, დავბრძენდი...

აღარ იქნება ჩემი მხრიდან ემოციური გამონათქვამები. ესეც უნდა გაიარო, ბევრი რომ ისწავლო. ახლა შორს არ ვიყურები და მხოლოდ მოლდოვის ნაკრებზე ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა შემიძლია", - თქვა დობროვოლსკიმ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბრაზილიასაც რო მოუგონ ჩვენებმა თქვენ მაინც ესეთი მტირალა პესიმისტები იქნებით!!
Lasha
09 თებერვალი 2016 18:28
0
ძველი მწვრთნელის ხელში მოლდოვას თბილისში ალბათ მოვუგებდით, ერთი ფრის იმედიც მქონდა და როგორც ყოველთვის, რომელიმე გამოცდილ გუნდსაც გავამწარებდით. სულ 7 ქულა, რომლის იმედიც მქონდა.

ახალი მწვრთნელი თუ რამეს შეცვლის უკეთესობისკენ ყველას გაგვახარებს!
გუჯა კახაძე
09 თებერვალი 2016 17:42
0
ისეთი წინაგრძნობა მაქვს, რომ ჩვენი ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავა. ამას იმიტომ ბამბობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ თამასს, რომელიც ავსტრიასთან გვაქვს. წაგება გარდაუვალია იმ ფონზე, რაც ახლა მწვრთვნელის ირგვლივ ხდება. ასე რომ..
koli
09 თებერვალი 2016 15:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული