"რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობა და სხვა საინტერესო ამბები - ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, თბილისის "დინამოს" დიდი წარმატებების ერთ-ერთ მთავარ შემომქმედს, თენგიზ სულაქველიძეს, "ლელო" ჩვენი ფეხბურთის აქტუალურ თემებზე ელაპარაკა.

სულაქველიძე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრია და მისი პოზიცია ამადაც მნიშვნელოვანია...

- ბატონო თენგიზ, საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით არ ჰყავს მწვრთნელი. თქვენი აზრით, ფეხბურთის ფედერაციამ ამ პოსტზე ქართველი სპეციალისტი უნდა ამჯობინოს თუ უცხოელი?
- ჩემი აზრი ასეთია: საქართველოს ნაკრები ქართველმა სპეციალისტმა უნდა გაწვრთნას.

- რატომ ქართველი?
- ჩვენ გვყავდა უცხოელი სპეციალისტები
ნაკრებში. რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს, ასეულობით ბავშვთა სკოლის გამართულ ფუნქციონირებას ეყოფოდა.

- როგორი მწვრთნელი სჭირდება ნაკრებს?
- ჯერ ფეხბურთელებზე ვიტყვი. ვინც უნდა იყოს მწვრთნელი, ფეხბურთელები ვალდებულნი არიან, ბოლომდე დაიხარჯონ, თავი დადონ მინდორზე. ჩვენი თაობა ისე წავიდა დიდი ფეხბურთიდან, არ ეღირსა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსების დაცვა. ახლა ამ თაობას აქვს საამისოდ უნიკალური შანსი...

გაჭირვებული ხალხი ყიდულობს ბილეთს, მიდის სტადიონზე, ქომაგობს ბოლომდე და მან საპასუხოდ უნდა მიიღოს ჩვენი ფეხბურთელების თავდადება..

რაც შეეხება მწვრთნელს... ბუნებრივია, ნაკრებს მცოდნე, კომპეტენტური სპეციალისტი სჭირდება. საბჭოთა კავშირის ნაკრებში რამდენიმე სპეციალისტთან მიმუშავია. თავი არასოდეს დამიზოგავს და ასევე იყვნენ სხვებიც. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო, ეს კი საქართველოს ნაკრებია - ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი...

- იქნებ, ცოტა უფრო ვრცლად გვითხრათ იმ მწვრთნელებზე, ვისთანაც გიმუშავიათ საბჭოთა კავშირის ნაკრებში?
- მალოფეევთან, ბესკოვთან და ლობანოვსკისთან ვიმუშავე და უნდა გითხრათ, სამივე ძალიან ძლიერი სპეციალისტი იყო...

- ...და თქვენში ყველაზე დიდი კვალი რომელმა მათგანმა დატოვა?
- ლობანოვსკიმ. ის დიდი მწვრთნელი იყო.

- რომელს გამოარჩევდით მისი თვისებებიდან?
- არნახული პროფესიონალი იყო. ერთ ამბავს მოგიყვებით და თავად განსაჯეთ. ნაკრებს თამაში აქვს, ესპანეთში მივფრინავთ. ვასილი რაცს, გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს, ერთი წუთი დააგვიანდა აეროპორტში. წარმოიდგინეთ, სულ ერთი წუთი დააგვიანა და თან საქმე ეხება ამხელა ფეხბურთელს... მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ნაკრები რაცის გარეშე გაფრინდა ესპანეთში...

ლობანოვსკის ჰქონდა ერთი დიდებული სამწვრთნელო თვისება - მასთან არასოდეს არაფერი დაგეკარგებოდა. არ არსებობდა გუნდში "მისიანი" და "სხვისიანი". ოღონდ გეთამაშა და... როცა ვაგებდით, არ მახსოვს, ლობანოვსკის რომელიმე ფეხბურთელისთვის დაებრალებინა მარცხი. ვაგებდით ყველა ერთად და ვიგებდით ასევე ყველა ერთად!

მაშინ საზღვარგარეთ რომ წავიდოდით, თამაშის წინა დღეს ერთი საათით შეგვეძლო გასვლა მაღაზიაში, საყიდლებზე, გარეთ ავტობუსი გველოდა. თუ იმ ერთ საათს გადააცილებდი, უნდა შეგუებოდი იმას, რომ ავტობუსი აღარ დაგხვდებოდა. რეჟიმის ოდნავ დარღვევასაც კი ვერ იტანდა.

- გამომეტყველებითაც ძალიან მკაცრი იყო...
- მე ბევრი არ მინახავს მისნაირი კარგი ადამიანი. დიდებული კაცი იყო, დიდი და ღრმა შინაგანი სამყაროთი.

- გეგულებათ დღეს ქართველი სპეციალისტი, რომელიც წარმატებით იმუშავებდა საქართველოს ნაკრებში?
- ჩემი აზრით, გვყავს ახალგაზრდა და ძალიან საინტერესო მწვრთნელები. ქართველი სპეციალისტი უნდა დაინიშნოს ნაკრებში და ამას კიდევ ერთხელ ვამბობ!

თავის დროზე, თბილისის "დინამოში" გერმან ზონინი მოიყვანეს. ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი მასზე უკეთ გააკეთებდა საქმეს, მის ხელში სულ აირია გუნდი...

- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზეც უნდა გკითხოთ...
- მე ასე მგონია: ამ პროგრამის დამტკიცება თითოეული ჩვენგანის უდიდესი გამარჯვებაა. თავის დროზე, საბჭოთა კავშირის ხანაშიც კი არ ჰქონია ფეხბურთს ამხელა მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამის შედეგად ქართული ფეხბურთი სულ მალე იგრძნობს მნიშვნელოვან წინსვლას.

ერთიცაა - მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა ფეხბურთს. ქართულ ფეხბურთს მტკიცე საძირკველი სჭირდება. ზოგადად კი, ჩვენი ფეხბურთის მომავალს იმედით ვუყურებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 61 /
Mamuka
27 თებერვალი 2016 19:51
ყიფიანის დროს ყოფილიყო ასე უცხოეთში გასვლა და ვინ იქნებოდა შევჩენკოზე ნაკლები იმასაც ვნახავდი; უტკინს რომ უფრო უყვარს საქართველო და ქართული ფეხბურთი ცხადია ვიდრე ქუთაისელ კაცს ცხადია; 1982 წელს რვა ფეხბურთელში (ზიკო მარადონა, სოკრატესი, ანტონიონი, რუმინიგე, პლატინი, ყიფიანი, ბრაიტნერი) ყიფო მესამედ დაასახელეს წინასწარ; მაგრამ ანხელმა მოტეხა ფეხი; თეთრი პელე ზიკო გააბანძა კაცმა; მაგრამ შენ მაინც და მაინც ლობანოვსკი გევასება, რომელსაც თAვის დროზე მესხის ბოღმა ჰქონდა, შEმდეგ ყიფიანის, რომელსაც საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა მონრეალში; რას იზამ უტკინი უფრო მეტად ქართველია ვიდრე შEნ შენ სანამ სხვის ქართველობას შეეხები ჯიგარო შენი ქართველობა შეამოწმე ისე ფეხბურთზე ჯობდა დაგეწერა უფრო მეტი ვიდრე პირადულზე მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრა ფეხბურთის გარტყმაში არახარ რასაც ქვია ყიფიანი გუცაევი და მათი თაობა ჩემი თაობის დროს თამაშობდა და თამაში რასაც ქვია არ გამიმაზია შენ კიდე ფეხბურთის პროფესორი ქართველობასაც მიწუნებ აქოდა ყიფიანზე წინ არაქართველს როგორ აყენებო ხოდა მესიზე მაგარი იყო ყიფიანი მარა ეგ ჩემთვის პირადად ხოლო რეალობა და სიმართლე სულ სხვაა და კიდე ბლოხინი არსად არ წასულა არც ბავარიაში დარც მილანში აქ გახდა პირველი როგორც ბელანოვი ასე რო თუ მაგარი იყავი იმ დროსაც შეგეძლო გამხდარიყავი ევროპის ნომერ პირველი.მერა მომწონს ისკიარაა მთავარი მსოფლიო ფეხბურთში სპეციალისტები და ექსპერტებია მთავარი და რათქმაუნდა შედეგი თორე ჩემზე რო ეკითხათ სულ ქართველები იქნებოდენ მაგ დროს ევროპის პირველი ნომრები შენგელია ყიფიანი გუცაევი დარასელია და მივყობოდი ესე 5 წელი რიგში.დდ ხო კიდე ზიკო სად ნახე რო გააბანძა მაშვინ კიგანმა რა უნდა თქვას ჩვენზე.დინამო ჰამბურგის თამაშზე თუ იყავი ან ნახული თუ გაქვს.ნახავდი რა დონის ფეხბურთელი იყო.
qutaiseli
27 თებერვალი 2016 21:35
0
მეხსიერება იშვიათად მღალატობს, ამ ხიხო სულაქველიძემ თქვა რომ მისი საყვარელი ფეხბურთელი ბლოხინია,15 წლის რუსებმა ჩაატარეს ვინ იყო საუკეთესო ყველა დროის ინტერნეტ გამოკითხვა და იაშინის შEმდეგ სტრელცოვი და ყიფო იყო; ტანში დამიარა უტკინმა რომ ყიფოზე თქვა, მაგრები იყვნენ ბურიაკი და გავრილოვი მაგრამ დათოსთან შედარებით უბრალო გარმონისტებიო; დიახაც არ უნდა გევასებოდეს კაცი, რომელმაც საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა ქართული ფეხბურთის სიმბოლოს 1976წელს; როგორც ცნობილია თედიაშვილთან და ქორქიასთAნ ერთად ხიხო ჭომას და ქუთაისელის საყვარელი კიევის დინამო ფეხქვეშ გაიფინეს ქართველებმა;
mamuka
27 თებერვალი 2016 21:33
0
Mamuka ჯერერთი შეურაწყოფას მოეშვი მერე მეორე შენ თუ უტკინი და პუტინი უფრო მეტი ქართველი გგონია ვიდრე მე ცუდათ ყოფილა შენი საქმე ისე სხვის ქართველობაზე საუბას ჯობია შენი ქართველობა შეამოწმო რაც შეეხება ქვეყნის სიყვარულს შენ ეტყობა უტკინის და ფეხბურთის სიყვარული ქვეყნის სიყვარულში გერევა და კიდე რა საზღვარგარეთზე საუბრობ ბლოხინი აქ გახდა ევროპის საუკეთესო და არა ბავარიაში ან მილანში ჯიგარო ეგარი მთავარი ყიფიანი რაცარუნდა მომწონდეს როგორც ქართველს რეალობას და ობიექტურობას ვერ გაექცევი მე ყიფო პლატინიზე და ზიდანზე კრუიფზე და მესიზე დავაყენო მაგრამ რეალობას სად წაუხვალ. აქ ქვეყნის სიყვარულზე კიარა ფეხბურთზეა საუბარი და სიმართლეზე. თორე ჩემსას მეც უდიდეს პატივს ვცემ მაგრამ სამართლიანობის და რეალობის გრძნობა ადამიანმა არუნდა დაკარგო.და რაც შეეხება მონრიალის სიტუაციას ერთი მინდა ვკითხო ამის დამწერს ახალკაცი რო ყოფილიყო მწვრთნელი მაგ დროს ვის უფრო ათამაშებდა ბლოხინს სიტყვაზე თუ ქართველს რომელიმეს რათქმაუნდა ქართველს იმიტომ რომ მთელი დინამო ეყოლებოდა ნაკრებში და დარწმუნებული ვარ მისი სტილიდან და ტაქტიკიდან გამომდინარე ქართველს ათამაშებდა.
qutaiseli
27 თებერვალი 2016 21:00
0
მონრეალში ლობანოვსკიმ მთელი ტურნირის მსვლელობაში არცერთი წუთი არ ათამაშა ყიფიანი. მხოლოდ ბოლო თამაშის 85 წუთზე უნდოდა მისი მოედანზე შეშვება.ამ დროს ყიფიანმა ბუცები შეაყარა სახეში ლობანოვსკის. ყიფიანი კაცი იყო.
gela
27 თებერვალი 2016 20:10
0
იმ დროს გასვლა რომ ყოფილიყო ... ყიფიანი ჩივაძე და შენგელია უმაღლეს დონეზე ითამაშებდნენ; თითქმის ასეთზე – გუცაევი, დარასელია, კოსტავა
ეეჰ
27 თებერვალი 2016 19:59
0
ყიფიანის დროს ყოფილიყო ასე უცხოეთში გასვლა და ვინ იქნებოდა შევჩენკოზე ნაკლები იმასაც ვნახავდი; უტკინს რომ უფრო უყვარს საქართველო და ქართული ფეხბურთი ცხადია ვიდრე ქუთაისელ კაცს ცხადია; 1982 წელს რვა ფეხბურთელში (ზიკო მარადონა, სოკრატესი, ანტონიონი, რუმინიგე, პლატინი, ყიფიანი, ბრაიტნერი) ყიფო მესამედ დაასახელეს წინასწარ; მაგრამ ანხელმა მოტეხა ფეხი; თეთრი პელე ზიკო გააბანძა კაცმა; მაგრამ შენ მაინც და მაინც ლობანოვსკი გევასება, რომელსაც თAვის დროზე მესხის ბოღმა ჰქონდა, შEმდეგ ყიფიანის, რომელსაც საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა მონრეალში; რას იზამ უტკინი უფრო მეტად ქართველია ვიდრე შEნ
Mamuka
27 თებერვალი 2016 19:51
0
ქუთაისელს.დათო დიდი ფეხბურთელი იყო მაგრამ შევჩენკო უფრო დიდი და მიტომაც გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ასევე ბლოხინი. ყიფიანი ცუდი იყოო სადმე დავწერე ჯიგარ ა ან გუცაევი ან ახალკაცი ან საიდან იცი ვინ ვის ძულდა სწორედაც რო ზღაპარია ეგ და ჭორი რომელსაც არავითარი საფუძველი არააქ.zviadi შენ კიდე მემგონი ფეხბურთი საერთოდ არ გაქ ნაყურები და გარტყმაში არა ხარ ვინ იყვნენ შევჩენკო და ბლოხინი რა.
qutaiseli
27 თებერვალი 2016 16:53
0
ეს ჩარჩენილია გლეხობაში
vaxo
26 თებერვალი 2016 17:57
0
ქუთაისელს საერტოდ არ იცი არაფერი
zviadi
25 თებერვალი 2016 21:26
0
ახალკაცის დინამო ამას ახერხებდა ყოველგვარი საცდელი ლაბორატიული მანევრების გარეშე (სისხლის გამოღება, მერე დაკონსერვება, შემდეგ თამაშის წინ ინფუზია და მსგავსი მეთოდები); ქართველი კაცი ხარ და რუსი უტკინი უფრო ხედავს იმას რისი დანახვაც შენ არ გინდა, მოისმინე მისი კომენტარები იმ დროის დინამოზე და განსაკუთრებით ყიფოზე; ბელანოვის ხსნებაც კი სასაცილოა; მალდინი არ ყოფილა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ მაგასთან ზამერის ხსენებაც სასაცილოა; ჩემთვის საუკეთესო ქართველი ქუთაისელი ფეხბურთელი მალხაზ ასათიანი, ელეგანტური, დახვეწილი, ტექნარი, საქართველოს ისტორიული მტრებისთვის გოლების გამტანი (რუსეთი, თურქეთი), ყიფო რომ ცოცხალი ყოფილიყო მახო ევროპული გრანდის ლიდერი იქნებოდა
და კიდევ
23 თებერვალი 2016 18:02
0

სიახლეები პოპულარული