საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე ფოლკერ ფინკეს კანდიდატურა არ განიხილება

AutoSharing Option
ფოტოზე: ფოლკერ ფინკე და ალექსანდრე იაშვილი "ფრაიბურგში"
15 თებერვალს სფფ-ის აღმასკომის სხდომა გაიმართა. მისმა წევრებმა მიმდინარე სეზონის უმაღლესი და პირველი ლიგების, ასევე, დუბლების ჩემპიონატის მეორე წრის კალენდრები დაამტკიცეს. სხდომის დასრულების შემდეგ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მედიასთან, სხვა საკითხებთან ერთად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შესახებაც ილაპარაკა.

გენერალურმა მდივანმა უპასუხა კითხვას, განიხილავენ თუ არა ამ პოსტზე გერმანელი ფოლკერ ფინკეს კანდიდატურას, რომელიც თავის დროზე "ფრაიბურგში" არაერთი ქართველი (ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, ზაზა ზამთარაძე, დავით თარგამაძე) ფეხბურთელის მწვრთნელი ყოფილა:

"ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, თუმცა ახალი მთავარი მწვრთნელი დროულად დაინიშნება და ეს პროცესი მზადებას ხელს არ შეუშლის.

ფედერაცია ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

რაც შეეხება ფოლკერ ფინკეს, მისი კანდიდატურის განხილვას არ ვადასტურებ, თუმცა რამდენიმე ვარიანტზე ვფიქრობთ. მათ დაკონკრეტებასა და კანდიდატების დასახელებაზე კი თავს შევიკავებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
არ გვინდა მწვრთნელი ასეთ შედეგს რაც აქამდე ქონდათ უმწვრთნელოდაც დადებენ. ან მოთამაშე მწვრთნელი და კაპიტანი აი მაგალითად იყოს კაშია;). იაფიც იქნება და შედეგიც იქნება.
vato
16 თებერვალი 2016 17:50
0
არაფრისმომცემი მესამე ადგილის იმედიც არ ჰქონდა ბ-ნ კახა ცხადაძეს.

ეროვნულ ნაკრებს ესაჭიროება მწვრთნელი, რომელიც ჯერ თვითონ ირწმუნებს წარმატების შანსს და შემდეგ ფეხბურთელებსაც დაარწმუნებს!
გუჯა კახაძე
16 თებერვალი 2016 17:48
0
საერთოდ რა საჭიროა მწვრთნელი.მორიგეობით ითამაშებენ.
NMN789
16 თებერვალი 2016 16:19
0
ცხადაძე წავიდა და ტყუილ უბრალო საუბარს აზრი არააქ ისე არც ისე დიდი მწვრთნელია როგორც აქ აპიარებენ და საერთოდ კერპთაყვანისმცემლობა ჩემი აზრით მავნებელია ჯამრთელობისთვის.
qutaiseli
16 თებერვალი 2016 13:26
0
ვინც კარგი მწვრთნელი იყო გააგდეს. რაში მაინტერესებდა რამდენი ჰქონდა ხელფასი.
გოჩა
16 თებერვალი 2016 13:04
0
ჯერ ყველა მწვრთნელი ჩამოწერეთ ვისიც არ განიხილება და გამორიცხვის მეთოდით მივხვდებით რომ ცხადაძე არის მწვრთნელი
dato
16 თებერვალი 2016 12:16
0
რა გეჩქარებათ, მოიცადეთ ერთი ორი წელი, მერე თავისით შეკრიბებიან ბიჭები და მწვრთნელსაც აირჩევენ.
კახა
16 თებერვალი 2016 10:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული