15 თებერვალს სფფ-ის აღმასკომის სხდომა გაიმართა. მისმა წევრებმა მიმდინარე სეზონის უმაღლესი და პირველი ლიგების, ასევე, დუბლების ჩემპიონატის მეორე წრის კალენდრები დაამტკიცეს. სხდომის დასრულების შემდეგ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მედიასთან, სხვა საკითხებთან ერთად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შესახებაც ილაპარაკა.
გენერალურმა მდივანმა უპასუხა კითხვას, განიხილავენ თუ არა ამ პოსტზე გერმანელი ფოლკერ ფინკეს კანდიდატურას, რომელიც თავის დროზე "ფრაიბურგში" არაერთი ქართველი (ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, ზაზა ზამთარაძე, დავით თარგამაძე) ფეხბურთელის მწვრთნელი ყოფილა:
ფედერაცია ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის ძიებაშია.
რაც შეეხება ფოლკერ ფინკეს, მისი კანდიდატურის განხილვას არ ვადასტურებ, თუმცა რამდენიმე ვარიანტზე ვფიქრობთ. მათ დაკონკრეტებასა და კანდიდატების დასახელებაზე კი თავს შევიკავებ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეროვნულ ნაკრებს ესაჭიროება მწვრთნელი, რომელიც ჯერ თვითონ ირწმუნებს წარმატების შანსს და შემდეგ ფეხბურთელებსაც დაარწმუნებს!