ეროვნული ნაკრები: შოთა არველაძემ უარი თქვა, ვინ არის ორი უცხოელი?

AutoSharing Option
16 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ეროვნული გუნდის მომავალი მწვრთნელის თაობაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ორ უცხოელ სპეციალისტთან. მანვე აღნიშნა, რომ ჰქონდა დიდი სურვილი, ნაკრების სათავეში შოთა არველაძე მოსულიყო, თუმცა... ეს თემა უკვე დახურულია.

ყველა შემთხვევაში, 29 მარტისთვის, როცა საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ყაზახეთს უნდა უმასპინძლოს, გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლება...

კობიაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სოლიდური ვალი აქვს.

"ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის დროს ფიფა-დან და უეფა-დან მიღებული თანხები სწორად არ იხარჯებოდა.
მომავალ თვეში გვესტუმრებიან უეფა-ს წარმომადგენლები და შეამოწმებენ დანახარჯს.

საერთო ჯამში, დავალიანება 10 მილიონს აჭარბებს. არ ვფიქრობ, რომ ეს ფული ვიღაცის ჯიბეში მიდიოდა, თუმცა არამიზნობრივად კი იხარჯებოდა", - თქვა ფედერაციის პრეზიდენტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
შოთა სწორად მოიქცა, მაგრამ ლევანმა ცუდად დაიწყო ფედერაციის კარიერა. თუ კი ასეთ გადაწყვეტილებას იღებ მაშინ პასუხისმგელიც იყავი და თუ შედეგი არ დაიდო, იმ შემთხვევაში თუ არ გადადგები, ბოდიში მაინც მოუხადე გულშემატკივრებს. კახამ უდიდესი პოზიტივი შეიტანა ნაკრების მშენებლობაში და შუქი ნადად გამოჩდა გვირაბის ბოლოს. ეს ყველაფერი წყალში ჩაიყარა ახლა კი ისევ თავიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. დიდი იმედი მაქვს ამ შესაჩევში მოესწრება ამ დიდი სამუშაოების შესრულება.
grisha
17 თებერვალი 2016 10:27
0
არამიზნობრივად იხარჯებოდა სწორედაც იმას ნიშნავს ლევან რო ვიღაცას ჯიბეში მიდიოდა აპა სხვანაირი არამიზნობრივი ხარჯვა არარსებობს ლარიდან 50 თეთრი შენ ჯიბეში მიდის და მორჩა.და კიდე მაგ ვალს არავინ არ გაგისტუმრებს თუ იმათმა არ გაისტუმრეს ვინც შეჭამა.
qutaiseli
17 თებერვალი 2016 09:59
0
სწორად მოიქცა რო არ დათანხმდა, დაისამარებდა კარიერას.

უცხოელს კი რა პირობებიც თავიდანვე თქვეს ვერავის დაითანხმებენ, ვინმე პაკისტანიდან ან ბანგლადეშიდან ან ეგეთი ქვეყნიდან დათანხმდება პატარა ხელფასს.
giga
17 თებერვალი 2016 09:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული