მისი თქმით, ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ორ უცხოელ სპეციალისტთან. მანვე აღნიშნა, რომ ჰქონდა დიდი სურვილი, ნაკრების სათავეში შოთა არველაძე მოსულიყო, თუმცა... ეს თემა უკვე დახურულია.
ყველა შემთხვევაში, 29 მარტისთვის, როცა საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ყაზახეთს უნდა უმასპინძლოს, გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლება...
კობიაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სოლიდური ვალი აქვს.
"ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის დროს ფიფა-დან და უეფა-დან მიღებული თანხები სწორად არ იხარჯებოდა.
საერთო ჯამში, დავალიანება 10 მილიონს აჭარბებს. არ ვფიქრობ, რომ ეს ფული ვიღაცის ჯიბეში მიდიოდა, თუმცა არამიზნობრივად კი იხარჯებოდა", - თქვა ფედერაციის პრეზიდენტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"