ფიფას ახალი რეიტინგი: საქართველოს ნაკრებს სენტ კიტსი და ნევისი უსწრებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ფიფას ახალ რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდა.

ჩვენი ნაკრები 283 ქულით 122-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ნაკრებზე წინ რეიტინგში არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი 112, სომხეთი 116.

აღსანიშნავია, რომ საქართველოზე უკეთესი ადგილები რეიტინგში უჭირავს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ბელიზი და სენტ კიტსი და ნევისი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს თებერვალში მატჩი არ ჩაუტარებია. ამ დროისთვის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია.

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, მასში ცვლილებები არ მომხდარა და პირველ ადგილზე კვლავ ბელგიის ნაკრებია.

- საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს მადრიდში შეხვდება

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
დავითი-ს. ჩვენ ჩვენი ვიტიროთ, ასე აჯობებს. ეს ერთი. მეორეც, ბელგიას ან დაანყნობს და ან არა, ათეულის გუნდები. რეიტინგი შედეგების ჩვენებით დგება ჯიგარ, შედეგი კი ბელგიის ნაკრებს, მართლაც რომ საუკეთესო აქვს ბოლო წლებში.
kako
04 მარტი 2016 09:47
0
Nelson-ს. გეთანხმები. ეს შეიძლება ვინმეს სისულელედ მოეჩვენოს მაგრამ, გარდა იმისა, რომ კენჭისყრისას უპირველეს ყოვლისა რეიტინგებს ექცევა ყურადღება, ეს პირდაპირ აისახება ნაკრები გუნდის წევრებზე, როცა ხორციელდება ტრანსფერები. არავის არ უნდა გუნდში ყავდეს ისეთი ფეხბურთელი, რომლის ნაკრების რეიტინგი ასე დაბალია. თუნდაც ლორიას მაგალითი ავიღოთ. მას ქონდა შესაძლებლობა რომელიმე ცნობილ ევროპულ კლუბში გადასულიყო. ეს რომ არ მოხდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედაც რომ ეს იყო ანუ ნაკრების დაბალი რეიტინგი.
kote
04 მარტი 2016 09:43
0
იძახეთ ეხლა სისულელეაო...ფაქტია ამ რეიტინგის მიხედვით ნაწილდებიან კალათში გუნდები.
Nelson
03 მარტი 2016 18:54
0
ათეულის ცხრავე ნაკრები დაამყნობს ბელგიას ნებისმიერ სიტუაციაში
დავითი
03 მარტი 2016 18:49
0
რა გახდა ეს მცვრტნელის დანიშვნა,გვიანდება და ნაკრებისტვისაა ცუდი
ალეკსანდრე
03 მარტი 2016 18:39
0
ამხანაგურ მატჩებს არ ვატარებთ და ალბათ ამიტომ.
zz
03 მარტი 2016 18:26
0
ამ სულელურ რეიტინგს ნუ აქვეყნებთ მაინც ისეთი რეიტინგის რეიტინგობა რა ვთქვი ბელგია რომ პირველზე იქნება და ჩილე რომ ბრაზილიას გაასწრებს და ავსტრია იტალიას
dato
03 მარტი 2016 18:13
0
ისე ეს ფიფა-კოკაკოლას რეიტინგი არასწორად არის შედგენილი უნდა გაითვალისწინონ ევროპის დონე და ოკეანეთის დონე ერთმანეთს ხომ ვერ შეადარებ არა?!
_svani_
03 მარტი 2016 18:07
0
მაგ ქვეყნების არსებობას სხვაგვარად ვერც გავიგებდი
papa
03 მარტი 2016 17:43
0
რა რეიტინგია პორტუგალის რა ბუნდა 10ში
zviadi
03 მარტი 2016 17:25
0

სიახლეები პოპულარული