საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში წინ წაიწია

AutoSharing Option
25 ოქტომბერს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით წინ წაიწია და 1265 ქულით 92-ე პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ოქტომბერში ერთა ლიგის ორი მატჩი გამართეს. ჯერ საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" ანდორას 3:0 სძლია, ხოლო შემდეგ სტუმრად ლატვია ასევე 3:0 დაამარცხა.

რეიტინგს ბელგიის ნაკრები ლიდერობს, რომელიც აქამდე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იყოფდა პირველ ადგილს. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს უეფას ერთა ლიგაზე, ყაზახეთი 117-ეა, ლატვია 132-ე ადგილს იკავებს, 133-ეა ანდორა.

1(1). ბელგია - 1733
2(1).
საფრანგეთი - 1732
3(3). ბრაზილია - 1669
4(4). ხორვატია - 1635
5(6). ინგლისი - 1619
6(5). ურუგვაი - 1617
7(7). პორტუგალია - 1616
8(8). შვეიცარია - 1598
9(9). ესპანეთი - 1594
10(10). დანია - 1584
92(93). საქართველო - 1265
117(118). ყაზახეთი - 1166
132(131). ლატვია - 1111
133(128). ანდორა - 1109.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყაზახეთი, ანდორა და ლატვია დაამარცხა და პლეი-ოფში თამაში გაინაღდა.

altსაქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფის მოგებისთვის 1.5 მლნ ევროს მიიღებს

მკითხველის კომენტარები / 9 /
ადმინ რატომ არ გამოაქვეყნე ჩემი კომენტარი,გძინავთ?
გულშემატკივარი
08:28 26-10-2018
0
არ დაგავიწყდეთ რომ 156 ვიყავით.
giga
16:06 25-10-2018
3

სიახლეები პოპულარული