ჰაიფას "მაქაბის" ქართველმა ბომბარდირმა ლადო დვალიშვილმა ტრავმა მიიღო და სამი კვირით იუქმებს. დვალიშვილი ისრაელის ჩემპიონატის მატჩში "ბნეი სახნინთან" 76-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს.
ფორვარდი სომხეთთან ამხანაგური მატჩისათვის საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული.