ვლადიმირ ვაისი: ნებისმიერ შემთხვევაში 4 მცველით ვითამაშებთ

AutoSharing Option
დღეს, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი წარადგინა.

51 წლის სლოვაკ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და პროგრამა-მინიმუმად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დაისახა.

ვლადიმირ ვაისი:

"როცა უცხოელი იბარებს ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, ეს დიდი პასუხისმგებლობა და
ბედნიერებაა. მოხარული ვარ, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ ეროვნულ გუნდში სამუშაოს ვუბრუნდები.

როცა ლევანისგან შემოთავაზება მივიღე, ეს დიდ გამოწვევად აღვიქვი. საქართველოს ნაკრებში დიდ პოტენციალს ვხედავ, ეს კი მნიშვნელოვანია. გულშემატკივრების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ავიღე და არ მინდა, ვინმეს შევპირდე, რომ დიდ შედეგებს მალევე მივაღწევთ. სათანადო შედეგს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად აუცილებლად მივაღწევთ.

მწვრთნელის კარიერაში ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული. აქ ყოფნა დიდი ხნით მსურს. მინდა შედეგს მივაღწიო და იმასაც, რომ ფეხბურთელებს ნაკრებში ჩამოსვლა უხაროდეთ, მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულება იყოს გულშემატკივრისგან, მედიისგან... ფეხბურთელებმა ეროვნული ნაკრების მაისურს პატივი უნდა სცენ!

ჩემს სიაში ბევრი ფეხბურთელია თბილისის "დინამოდან". ამიტომ უშუალო კონტაქტი მექნება ამ გუნდის მთავარ მწვრთნელთან.

სათამაშო სტილს რც შეეხება, ნებისმიერ შემთხვევაში 4 მცველით ვითამაშებთ: ან 4-2-3-1, ან 4-3-3 ტაქტიკით. შეტევაზე ვიქნებით ორიენტირებულნი, თუმცა, თქვენც დამეთანხმებით, რომ გერმანიის დონის გუნდებთან მხოლოდ შეტევაზე ვერ ვიფიქრებთ.

ამასთან, ხელმძღვანელობას ვთხოვე, რომ ყაზახეთთან თამაში არა "ლოკომოტივზე", არამედ "დინამო არენაზე" ჩატარდეს".

სფფ-ის გენმდივანმა დავით მუჯირმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველო-ყაზახეთის მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ინღა ათამაშებს ბაჩანას?
კახა
15 მარტი 2016 08:59
0
ვიღაცის ინტერესებშია საქართველოს ნაკრებმა არ მიაღწიოს წარმატებას ნაკრები იყოს დადებულებული უცხოელი მწვრთნელით, ხალხიც ასე დადებულებული და დაბოთევებულ მდგომარეობაში.. მწვრთნელი - უცხოელი! ჩვენ - დებილები, მენტალიტეტ დებილ გრუზინ, ბოლოს ასე იტყვის ქართველების ვერაფერი ვერ გავიგეო და წავა პატიოსნად. თუ ვერაფერს ვერ გაიგებდი რას მოეთრეოდი და რას მოათრევდით? კაცი ცხადაძე მშვენივრად ათამაშებდა ნაკრებს სპორტული კუთხით ვერაფერი მიზეზი ვერ უპოვეს და ფულის გულზე მოხსნენს, ცხადაძე რომ დებილი ყოფილიყო არ მოხსნიდნენ!!! ქეცბაიასავით 2 ციკლი დატოვებდნენ, ასე აწყობთ მაგათ რომ ნაკრებმა იფორთხიალოს და ვერაფერ წარმატებას ვერ მიაღწიოს განსაკუთრებით ეროვნული რესურსით. მამა გაბრიელმა რომ თქვა სანამ მეფე არ გეყოლებათ არაფერი არ გეშველებათო ეს ფეხბურთსაც ეხება, ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ და ნურც გენდომებათ ნურაფერი ამ ... ხელში.
ერთი და იგივე დარდუბალა
15 მარტი 2016 04:58
0
ფეხბურთი წაგვართვეს!!!
ან თქვენ ან ჩვენ
15 მარტი 2016 04:35
0
წარმატებები ვაისს და ნაკრებს! ნამდვილად კარგი მწვრთნელია.ხოლო ვინც ცხადაძეს იცავთ დათანხმებულიყო იმ პირობებს რაც შესთავაზეს და დაემტკიცებია თავისი შესაძლებლობები თუ მართლა რამის თავი ქონდა.და კიდევ ზოგ ზოგიერთი ფეხბურთელი წინასწარ რომ იძახდა მწვრთნელი ქართველი უნდა იყოსო მაგის ძახილს სჯობია,რომ გამოიძახებენ ნაკრებში იქ დაამტკიცონ თავიანთი კლასი,მათი ვალია გააკეთონ რაც შეუძლიათ მწვრთნელი ქართველი იქნება თუ ნიგერიელი
Givi g
15 მარტი 2016 03:25
0
ვერაფრეს გააკეთებს შედეგი იქნება ნოლი.. სამწუხაროდ.
ss
15 მარტი 2016 02:24
0
გუშინდელი დღესავით მახსოვს სიხომ ნოდარ ახალკაცი დინამოს მწვრთნელად რომ დანიშნა.რა ამბავი ატყდა-ვინაა ახალკაცი,ან ვინ იყო როგორც ფეხბურთელი ან როგორც ,,ტრენერს" რა გაუკეთებიაო? დღეს ყველამ ვიცით ლეგენდარული ,,ფარსადანოვიჩი".ხელაღებით ვინმეს დაწუნება და სხვათა მასხარად აგდება ვიცი,რომ გეხერხებათ,მაგრამ ნახეთ სლოვაკეთის ნაკრების თამაშები მსოფლიო ჩემპიონატზე და მოთამაშეთა პოტენციალის შესაბამისად იმსჯელეთ: როგორი ჰყავდა ფეხბურთელები და როგორ გაიყვანა ის საშუალო დონის გუნდი მერვედფინალში.თუ ასე არ იმსჯელებთ,ნებისმიერი დიდი მწვრთნელი პატარად მოგეჩვენებათ, ხალხსაც დათვურ სამსახურს გაუწევთ და ფეხბურთელებსაც. ვიცი,რომ ჯგუფიდან გავალთ და ,,იქ" ვითამაშებთ.აი ნახავთ !
გიორგი
14 მარტი 2016 23:56
0
ჯიგრებო,ბევრი იმპორტნი მწვრთნელი გვყავდა,შედეგი კი ნული.ასე იქნება აქაც.გარწმუნებთ.მსოფლიოზე გაიხსენეთ მას გაუმართლა მაშინ და ისე გავიდა,თან ფეხბურთელებიც არაუშავს ჰყავდა.ძლივს გვეღირსა ქართველი მწვრთნელი რომელმაც გუნდს თამაში დაუდგა და რაღაც სალდატსკი პრიჩინა მოუძებნეს და გააგდეს.სანაძლეოს დავდებ ნებისმიერთან,რომ ვაისი ვერაფერს მიაღწევს.უფრო დიდი დონის და დამსახურების მწვრთნელები გვყავდა მაგრამ ვერაფერს გახდნენ.გვეყო ეს ექსპერიმენტები უცხოელებზე.დააბრუნეთ ცხადაძე დროზე,ჯობია თორემ სანანებელი გექნებათ.კობის კი ამას არასოდეს დაუვიწყებენ.მაგრა შეაცდინა ვიღაცამ თავიდანვე.
მერა
14 მარტი 2016 23:39
0
მე მაინც მგონია რო ვინმე ქართველი უფრო ბევრს გააკეთებს საქართველოსთვის ვიდრე ნებისმიერი სხვა, მაგალითად მარტო კუპერი რო ავიღოთ სხვისი გახსენება არც არის საჭირო, არამგონია აქ იცხოვროს და ვერ წარმომიდგენია როდის შეძლებს ქართულ რეალობაში გარკვევას, ეგ რო ახლა დაიწყებს ფეხბურთელების გაცნობას, შეცნობას და ამორჩევას კიდე ერთი ევროპის და მსოფლიოს შესარჩევი ჩაივლის... რაგბს მივეძალოთ აჯობებს:)))
basko
14 მარტი 2016 23:28
0
გუშინდელი დღესავით მახსოვს სიხომ ნოდარ ახალკაცი დინამოს მწვრთნელად რომ დანიშნა.რა ამბავი ატყდა-ვინაა ახალკაცი,ან ვინ იყო როგორც ფეხბურთელი ან როგორც ,,ტრენერს" რა გაუკეთებიაო? დღეს ყველამ ვიცით ლეგენდარული ,,ფარსადანოვიჩი".ხელაღებით ვინმეს დაწუნება და სხვათა მასხარად აგდება ვიცი,რომ გეხერხებათ,მაგრამ ნახეთ სლოვაკეთის ნაკრების თამაშები მსოფლიო ჩემპიონატზე და მოთამაშეთა პოტენციალის შესაბამისად იმსჯელეთ: როგორი ჰყავდა ფეხბურთელები და როგორ გაიყვანა ის საშუალო დონის გუნდი მერვედფინალში.თუ ასე არ იმსჯელებთ,ნებისმიერი დიდი მწვრთნელი პატარად მოგეჩვენებათ, ხალხსაც დათვურ სამსახურს გაუწევთ და ფეხბურთელებსაც. ვიცი,რომ ჯგუფიდან გავალთ და ,,იქ" ვითამაშებთ.აი ნახავთ !
გიორგი
14 მარტი 2016 22:50
0
იმას გვაძლევს რომ--ახალი ფორმატით მესამე ადგილი გამსვლელია
მახო
14 მარტი 2016 22:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული