გოგიტა გოგუა ნაკრებზე, "დინამოსა" და ვაისზე: რომან ფიფიას კარგად "უმუშავია"

AutoSharing Option
ყაზახური "ირტიშის" ქართველმა ფეხბურთელმა გოგიტა გოგუამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზე, ვლადიმირ ვაისზე ისაუბრა.

გოგუა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ვაისის ხელმძღვანელობით უთამაშია, კერძოდ კი, 2007 წელს რამენსკოეს "სატურნში".

გთავაზობთ ამონარიდს გოგუას ინტერვიუდან. აქვე გეტყვით, რომ "კვირის პალიტრის" ახალი ნომერი დღეს, 21 მარტს გამოვიდა. მისი შეძენა შეგიძლიათ პრესის გავრცელების პუნქტებში და ასევე, გაზეთის ვებ-გვერდზე.

- ვაისთან მუშაობის გამოცდილება მხოლოდ შენ გაქვს. რას იტყვი მასზე?
- 2007 წელს, როცა ნალჩიკის "სპარტაკიდან" წამოვედი, თავად ვაისმა შემომთავაზა რამენსკოეს "სატურნში" გადასვლა.
მისი ხელმძღვანელობით 14 მატჩი ვითამაშე, აქედან 12 შეხვედრა ფრედ დასრულდა და კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელთან განშორება ამჯობინა. სლოვაკი ყურადღებიანი მწვრთნელია, მის მხარდაჭერას მინდორზეც ვგრძნობდი და მოედანს მიღმაც.

- ვაისის გუნდი შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას თუ დაცვითს? "სატურნს" რა ტაქტიკით ათამაშებდა?
- უმეტესად 4-3-3 ან 4-1-3-2. მარცხენა მცველად ან ნახევარმცველად მათამაშებდა, ხანაც მარჯვენა მცველად. ვაისის პლუსი ის არის, რომ ფეხბურთელებთან კომუნიკაცია არ ეშლება. ყვირილიც იცის, მაგრამ საქმიანად ყვირის - პირად შეურაცხყოფაზე არ გადადის... ფეხბურთელებს გვეკითხებოდა, ვის რომელ პოზიციაზე გვერჩივნა თამაში და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა. მოკლედ, ვაისი ამოუცნობი მწვრთნელია, დაშტამპული არ არის!

- რა იქნება ვაისის მთავარი პრობლემა საქართველოს ნაკრებში?
- კარგი მწვრთნელია, შემტევი ფეხბურთიც უყვარს, თუმცა ქართველ ფეხბურთელებს არ იცნობს. იმედია, უშუალოდ დააკვირდება ნაკრების კანდიდატებს, მაგრამ არ მომეწონა მისი ხმაურიანი განცხადება - ნაკრების ძირითადი ბირთვი თბილისის "დინამოდან" იქნებაო!

- ვაისმა თქვა, რომ მის სიაში "დინამოს" ბევრი ფეხბურთელია და მჭიდრო კონტაქტი ექნება იურაი იარაბეკთან, რომელიც მისი თანამემამულეა. რა არის ამაში გასაკვირი?
- ფეხბურთის თამაში მხოლოდ "დინამოს" ფეხბურთელებმა იციან?! რომან ფიფიას კარგად "უმუშავია", საქართველოში ორი დღის წინ ჩამოსულმა სლოვაკმა მხოლოდ მის კლუბზე რომ დაიწყო ლაპარაკი... არ მესმის, ფიფიამ რატომ უნდა გადაწყვიტოს, რა არის სწორი ქართულ ფეხბურთში? "დინამოში" არ ვთამაშობთ, მაგრამ ჩვენც ფეხბურთელები ვართ, ჩვენც გვინდა, ქვეყნის ღირსება დავიცვათ! სამართლიანობა აუცილებელია. მჯერა ლევან კობიაშვილის, რომელსაც ფეხბურთი უთამაშია და ესმის, სამართლიანად იმუშავებს.

ავტორი: რატი შელეგია
მკითხველის კომენტარები / 25 /
შენმა ხასიათმა დაგაღალატა და დარწმუნებული ვარ მაგრადაც ნანობ. შეგეძლო სერიოზული ფეხბურთი გეთამაშა და არ გეხეტიალა ამ რუსეთის დაბალ ლიგებში. მწვრთნელებთან კონფლიქტი თვით ბეკჰემსაც ჰქონდა მაგრამ კი არ გარბოდა გუნდიდან. ქართულად არ ვიცი ზუსტად როგორ გამოითქმის, სხვა ენაზე მაქვს წაკითხული. "ადამიანს ცხოვრებაში ყველაზე მეტად წინსვლაში სიამაყე და თავმოყვარეობა უშლის ხელსო" და მგონი მართალია ეს აზრი.
........
25 მარტი 2016 12:30
0
გოგუ მიყვარხარ!
gvanca
25 მარტი 2016 00:00
0
ქეცბაიამ ვერ გამოიყენა გოგუა,მწვრთნელი მაშინ ხარ ნიჭიერი ფეხბურთელი გამოიყენო,გოგუა ყველა თამაშში სულს და გულს დებდა,ჟილკით თამაშობდა.
გაგა
22 მარტი 2016 08:41
0
"2.ახალგაზრდულში თავისი კაცი დაანიშნინა(U21 რომ დინამოდ ექცია)." ვერ დაგეთანხმები U21-ის სიას თუ შეხედავ ყველაზე მეტი არადინამოელი გეგუჩაძემ გამოიძახა თითქმის ყველა რეგიონის კლუბებიდან ყავს ფეხბურთელები გამოძახებული ნაკრებში!!!
zaza-s
22 მარტი 2016 00:45
0
გოგუა ნაკრებს გამოადგება
c
21 მარტი 2016 23:20
0
ასე იყო და ასე იქნება ხალხნო დინამოს მეტი არ უნდათ არაფერი
givi
21 მარტი 2016 22:49
0
ასე იყო და ასე იქნება ხალხნო დინამოს მეტი არ უნდათ არაფერი
givi
21 მარტი 2016 22:47
0
ეს სიტუაცია ერთხელ უკვე იყო. ახალკაცის,დარსაძის,ჟორჟიკაშვილის და კოკაიას დროს ზესტას სახით თავის დუბლებით.ყველა ზესტაში მიყავდათ უცხოეთი დაკეტეს მათთვის ვინც ჭირდებოდათ და დღეს ქართული ფეხბურთი რომ ამ დღეშია მათი ბრალია. დღესაც იგივეს აკეთებენ.
shota
21 მარტი 2016 20:12
0
წინა გამოძახებას მაინც გადახედოს, რა დააშავა გუგა ფალავანდიშვილმა, რახანც გორის დილაში თამაშობს ნაკრებში აღარ უნდა გამოიძაონ? რა გახდა ეს დინამო, ან რომელი თამაში ნახა რომ ეგრევე დინამოს ფეხბურთელები აღმოაჩინა მარტო, ვაი ვაასი
უიუი
21 მარტი 2016 20:05
0
გოგუა, ინტრიგების ხლართვას შეეშვი და ფეხბურთი ითამაშე ნორმალურად.
ფერნანდო
21 მარტი 2016 19:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული