ყაზახური მედია: საქართველოს ნაკრებთან სასწაულის უნდა გვჯეროდეს...

AutoSharing Option
29 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" ახალი მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის თავკაცობით პირველ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს, მათი გაყიდვა კი 27 მარტიდან "დინამო არენის" სალაროებში დაიწყება.

აღნიშნულ შეხვედრას ყაზახური მედია, კერძოდ sports.kz-ი ეხმაურება და საკუთარი ნაკრების შანსებს აფასებს.

"სპარინგ-მატჩი გველის ქართველებთან. საქართველო, ჩვენთვის პრინციპული და ძლიერი მეტოქეა. დიდი იმედი გვაქვს, ნაკრების სამწვრთნელო შტაბი შეძლებს ამ რთული შეხვედრისთვის ფეხბურთელთა კარგად მოტივირებას.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენი ნაკრების ფორვარდებს
საქართველოს ნაკრების დაცვის გარღვევა გამოუვიდეთ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, სერგეი ხიჟნიჩენკომ და ალექსეი შეტკინმა გაგვაოცონ და ქართველთა დაცვას მარტივად გაუმკლავდნენ, მაგრამ... ისღა დაგვრჩენია, სასწაულის გვჯეროდეს.

ბევრი რამ ცენტრზე იქნება დამოკიდებული. ვინ დაალაგებს თამაშს იქ, ვინ ითავებს ლიდერობას? კანდიდატურა ბაუირჟან ისლამხანია, მაგრამ, ვთქვათ და არ წაუვიდა მას თამაში, მერე?

საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი კარგად იცნობს ჩვენს ფეხბურთს და ისიც კარგად იცის, რომ სივრცეები უნდა ჩაგვიკეტოს, ჰაერი შეგვიზღუდოს. მისთვის ასეთ პრინციპულ მატჩში ის ამას აუცილებლად იზამს. და ვინ შეგვიცვლის ასეთ სიტუაციაში ბაუირჟანს? აქ დიდი კითხვის ნიშანია.

გასაგებია, რომ არა სამწვრთნელო შტაბის, არამედ მთლიანად ყაზახური ფეხბურთის ბრალია ის, რომ დღეს ჩვენს ფეხბურთელთა შორის მაღალი კლასის მოთამაშის პოვნა ძალიან ჭირს. ნუ, რას ვიზამთ... წინ პრინციპული შეხვედრა გველის და ვიმედოვნოთ, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
2-0ვიგებთ
fcd
27 მარტი 2016 10:34
0
3 აბა არველაძეებიო? მოკლედ სამიზნე არ გელევათ რა
me
27 მარტი 2016 00:38
0
წესით ყაზახეთმა უნდა მოიგოს.
vato
26 მარტი 2016 23:46
0
fifia municipalitetetebis tanxebi gagitkba xom... ra vutxra qartul fexburts roca shen xar mtavari motamashe nasshi...
123
26 მარტი 2016 23:08
0
ასეთი სასიამოვნო პოსტი კარგა ხანია არ წამიკითხავს... არ მეგონა თუ ჩვენ ნაკრებთან თამაშის ვინმეს თუ ეშინოდა...
Geo
26 მარტი 2016 19:54
0
სანამ ფიფია არ მოშორდება, ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება
26 მარტი 2016 19:52
0
იმედია ვლადიმერ ვაისი პირველ სადებიუტო მატჩს გამარჯვევბით დაიწყებს და ერთხელ და სამუდამ ჩაუყრის საფუძველს საქართველოს ეროვნული ნაკრების აღმასვლას.
გუჯა
26 მარტი 2016 19:07
0
ასეთი ობიექტური სტატია არცერთ ქვეყნის ჟურნალისტებს არ გაუკეთებიათ მათ შორის ქართველ ჟურნალისტებს
_svani_
26 მარტი 2016 16:25
0

სიახლეები პოპულარული