საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, პირველი მატჩი ჩაატარა. თბილისში, "დინამო არენაზე" გამართული ამხანაგური შეხვედრა ყაზახეთის ნაკრებთან ფრედ 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ გიორგი აბურჯანიასა და ნიკა კაჭარავას.

შეხვედრის დაწყების წინ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა დააჯილდოვა.

თამაში საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ჯერ გიორგი ჭანტურიას, შემდეგ კი ვაკო ყაზაიშვილს ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, თუმცა ანგარიში მაინც სტუმრებმა გახსნეს. 36-ე წუთზე აზათ ნურგალიევმა მარჯვენა
ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, ახლო მანძილიდან ბურთი ნუკრი რევიშვილის კარში გადაგზავნა - 0:1.

საქართველოს ნაკრებმა მალევე გაათაბრა. უჩა ლობჟანიძის პასის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა ყაზახთა მეკარე დავით ლორიას საჯარიმოს მისადგომებიდან ბრწყინვალე გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა ჭანტურიამ, რომელმაც ბურთი გაატარა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. არადა, გოლის გატანის შანსი მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულ საბა კვირკველიას და ნიკა კაჭარავას ჰქონდათ. საბა კუთხურის შემდეგ თავით ურტყამდა სახიფათოდ, რის შემდეგაც ბურთი ხარიხას გადასცდა. კაჭარავამ კი პირისპირ მეკარეს ვერ აჯობა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: რევიშვილი, ლობჟანიძე (89, ვაწაძე), კაშია, ამისულაშვილი (46, კვირკველია), ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (77, კვეკვესკირი), ანანიძე (77, ყენია), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია (45, კაჭარავა).

საქართველოს ნაკრები მაისის ბოლოს გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს ამხანაგურად გაეჯიბრება. 3 ივნისს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს, 7 ივნისს კი ესპანეთის ნაკრებს ხეტაფეში დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 48 /
არჩილს, კი გეთანხმები ოქრიაშვილმა ძალიან მაგრად ითამაშა ბევრი იშრომა, მაგრამ მასაც უყვარს ბურთის თრევა
Giorgi567
30 მარტი 2016 10:24
0
მეგონა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ვუხურებდი,კაზახები ნამდვილი Bრაზილია გამხდარა
vova
30 მარტი 2016 10:24
0
ცხადაძეს აღარავინ დააბრუნებს და მორჩით ახლა წუწუნს, სწრაფად თამაშია საჭირო და შედეგიც უკეთესი მოვა.
gio
30 მარტი 2016 10:19
0
10 მოედნის მოთამაშიდან 6 კაცი ჩამშლელი ფეხბურთელია მოედანზე და მომენტი ვინღა უნდა შექმნას?
Giorgi567
30 მარტი 2016 10:16
0
მომავალ ტამაშებში გამოჩნდება საით წავალთ, ახლა მწვრთნელზე ასე ლაპარაკი არ ვარგა. ზარმაცების ადგილი არაა ნაკრებში, ცოტა მოვითმინოდ და მერე ვთქვათ სათქმელი.
kaxa
30 მარტი 2016 10:15
0
გაკვირვებული ვარ იმით, რომ არავინ აღნიშნავს ოქრიაშვილის კარგ თამაშს და მთელს მოედანზე თავდაუზოგავ გარჯას!
არჩილ ხოფერია
30 მარტი 2016 10:14
0
არა რა... გლახის არა გაიშვა რა!!!!!!!!!
gulo
30 მარტი 2016 10:13
0
simartle-ს. ხო, 10 წელი ვიცადოთ? ბრავო შენ. ისე კარგი აზრები მოგვაწოდე. უბრალოდ "ტო"-მ დატეხა ბოლოში.
saki
30 მარტი 2016 10:10
0
მეგონა საქართველოს პირველობას უკურებდი
სირტსხვილი მაგათ
omari
30 მარტი 2016 10:09
0
ნაკრებმა თუ ასე გააგრძელა თამაში, კობი მაისის თოვლივით აორთქლდება პრეზიდენტობის პოსტიდად (არადა, სულ სხვა მოლოდინი გვქონდა და ველოდებოდით, როდის წავიდოდა ფედერაციიდან ყოფილი პრეზიდენტი და მისი გუნდი). ასეა ჩემო კობი, როცა შენ თვითონ არ იღებ საკვანძო გადაწყვეტილებებს.
giorgi
30 მარტი 2016 10:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული