საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, პირველი მატჩი ჩაატარა. თბილისში, "დინამო არენაზე" გამართული ამხანაგური შეხვედრა ყაზახეთის ნაკრებთან ფრედ 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ გიორგი აბურჯანიასა და ნიკა კაჭარავას.

შეხვედრის დაწყების წინ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა დააჯილდოვა.

თამაში საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ჯერ გიორგი ჭანტურიას, შემდეგ კი ვაკო ყაზაიშვილს ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, თუმცა ანგარიში მაინც სტუმრებმა გახსნეს. 36-ე წუთზე აზათ ნურგალიევმა მარჯვენა
ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, ახლო მანძილიდან ბურთი ნუკრი რევიშვილის კარში გადაგზავნა - 0:1.

საქართველოს ნაკრებმა მალევე გაათაბრა. უჩა ლობჟანიძის პასის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა ყაზახთა მეკარე დავით ლორიას საჯარიმოს მისადგომებიდან ბრწყინვალე გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა ჭანტურიამ, რომელმაც ბურთი გაატარა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. არადა, გოლის გატანის შანსი მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულ საბა კვირკველიას და ნიკა კაჭარავას ჰქონდათ. საბა კუთხურის შემდეგ თავით ურტყამდა სახიფათოდ, რის შემდეგაც ბურთი ხარიხას გადასცდა. კაჭარავამ კი პირისპირ მეკარეს ვერ აჯობა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: რევიშვილი, ლობჟანიძე (89, ვაწაძე), კაშია, ამისულაშვილი (46, კვირკველია), ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (77, კვეკვესკირი), ანანიძე (77, ყენია), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია (45, კაჭარავა).

საქართველოს ნაკრები მაისის ბოლოს გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს ამხანაგურად გაეჯიბრება. 3 ივნისს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს, 7 ივნისს კი ესპანეთის ნაკრებს ხეტაფეში დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 48 /
ეს რა იყო რა ითამაშეთ სირცხვილია უბრალოდ ვის ყაზახეთს ვერ უგებთ ესიგი ფარერები 3:0 მოგვიგებს გაუშვით დროზე ვაისია თუ ვინც არი ცხადაძე ნაკრებში დაბრუნეთ რა ტაქტიკა იყო მეორე ტაიმში გასაკუთრებით სირცხვილიააააა
giga
30 მარტი 2016 10:05
0
ვაისი ალბათ 2 აგურს ეძებს ახლა
giga
30 მარტი 2016 10:03
0
გიორგი-ს. მე მგონი შენ სხვა პლანეტიდან გველაპარაკები. საკითხავია, რა გაძლევს ამის თქმის საფუძლეს, რომ შესარჩევში ჩვენი ნაკრები, პირველ ან მეორე ადგილზე გავა? ეს ხომ აბსურდია. სასწაულების კი მე არ მჯერა. როგორ უნდა გაუწიოს ამ ნაკრებმა კონკურენცია უელსის, ირლანდიის თუ ავსტრიის ნაკრებებს? აღარაფერს ვამბობ სერბეთის ნაკრებზე, რომელიც შემადგენლობით 10 თავით ჩვენზე ძლიერია. თუმცა შენც მართალი ხარ სადღაც. ხომ გაგიგია "ოცნებას კაცი არ მოუკლავს"-ო.
beno
30 მარტი 2016 10:00
0
გასაგებია რო უთხრეს და შემედგენლობა ისე შეარჩია ,მაგრამ ქვილითაია და თუნდაც ვაწაძე რო ჯობია კაჭარავას და ჭანტურიასაც ის არ უთხრეს ნეტა?? ბომბარდირია ბოლო ბოლო საქართველოს ჩემპის და სათქმელი მაინც ექნებოდა, რაც შეეხება თამაშის ხარისხს ბურთის თრევა, თრევა და მეტი არაფერი, პასი ამათმა არ იციან რა არის, ყაზახების გოლი მინდა ავღნიშნო ერთი შეხებით ცენტრიდან დაწყებული კომბინაცია
Giorgi567
30 მარტი 2016 09:46
0
აწყობილი გუნდის დანგრევა კობიაშვილის და ცხადაძის ბრალია. არც ერთია გულშემატკივრების პატივისმცემელი და არც მეორე. ორივემ თავის პირად პრინციპებს გადააყოლეს ნაკრები და ხალხის ნათელი იმედები. ... .......... ცხადაძის პირველ თამაშშივე გამოჩდა აშკარა პოზიტივი და გუნდის შეკვრა. ეხლა ზღაპარია იმ ჯგუფის გადალახვა. ახლიდან იწყება ნაკრების დასამარება. ...
კახაბერი
30 მარტი 2016 09:36
0
ასთი ბრალდებები შეგიძლიათ წაუყენოთ მწვრთნელს რომელიც გუნდს 2-3 წელია წვრთნის. მეგობრებო, ეს მხოლოდ პირვრლი ამხანაგური თამაში იყო!
არჩილ ხოფერია
30 მარტი 2016 09:35
0
ამათ თამაშზე ითხოვთ დასწერებას, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. უყურებდი და ისეთი შტაბეჭდილება მქონდა, გუნდს ვერ გაეგო რა უნდოდა, ყოვლად გაუმართავი თამაში, არანაირი მენეჯმენტი გუნდის. გეგონება ორღობის გუნდი არისო. 3000 გულშემატკვირაი კი არა თავმოყვარე სტადიონზე არ მივა
2222222
30 მარტი 2016 09:22
0
რა ცხადაძე დააბრუნეთ ეს ვაისი 3 დღეა ნაკრებშია და უკვე ვსიო ხო ამოწურა შესაძლებლობები :D ? თქვენ ის თქვით ვაისი კი არა ვინც არ უნდა გვყავდეს მაინც არაფერი რო არ გვეშველება პასი არ იციან ელემენტარული სირბილი არ იციან ეხლა კიდე მაგას ვეღარ ისწავლიან. დაუცადოთ 10 წელი წავა ეს თაობა მოვა ახალი ეგებადა იმათმა მაინც იცოდნენ სირბილი ტო
simartle
30 მარტი 2016 09:12
0
პირველკლასელებივით დაბნეულები თამაშობდნენ. მგონი ცხადაძის დროს ურო გააზრებული თამაში იყო.
romani
30 მარტი 2016 09:05
0
თამაში ვერ ვნახე მაგრამ ბორატს რომ ფრეს ეთამაშები რა ფეხბურთზეა ლაპარაკი. ვაისმა სწორად დაუსვა დიაგნოზი ბურთს რომ დაკარგავენ ჩერდებიანო. ურთს რომ დაკარგავენ ისე იშვერენ ხელებს თითქოს სოფლის ავტობუსმა გაასწრო. ხაჭაპური ნაყვარება ნამეტნავი და ღომი კიდო და გოჭი და ხინკალი რა ფეხბურთი უნდა ითამაშონ? ვაისის დიაგნოზი სიზარმაცეს ნიშნავს. მალე იტყვის ვუის და ეს ვის გადავეყარეო
სელმერი
30 მარტი 2016 05:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული