საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, პირველი მატჩი ჩაატარა. თბილისში, "დინამო არენაზე" გამართული ამხანაგური შეხვედრა ყაზახეთის ნაკრებთან ფრედ 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ გიორგი აბურჯანიასა და ნიკა კაჭარავას.

შეხვედრის დაწყების წინ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა დააჯილდოვა.

თამაში საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ჯერ გიორგი ჭანტურიას, შემდეგ კი ვაკო ყაზაიშვილს ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, თუმცა ანგარიში მაინც სტუმრებმა გახსნეს. 36-ე წუთზე აზათ ნურგალიევმა მარჯვენა
ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, ახლო მანძილიდან ბურთი ნუკრი რევიშვილის კარში გადაგზავნა - 0:1.

საქართველოს ნაკრებმა მალევე გაათაბრა. უჩა ლობჟანიძის პასის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა ყაზახთა მეკარე დავით ლორიას საჯარიმოს მისადგომებიდან ბრწყინვალე გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა ჭანტურიამ, რომელმაც ბურთი გაატარა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. არადა, გოლის გატანის შანსი მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულ საბა კვირკველიას და ნიკა კაჭარავას ჰქონდათ. საბა კუთხურის შემდეგ თავით ურტყამდა სახიფათოდ, რის შემდეგაც ბურთი ხარიხას გადასცდა. კაჭარავამ კი პირისპირ მეკარეს ვერ აჯობა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: რევიშვილი, ლობჟანიძე (89, ვაწაძე), კაშია, ამისულაშვილი (46, კვირკველია), ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (77, კვეკვესკირი), ანანიძე (77, ყენია), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია (45, კაჭარავა).

საქართველოს ნაკრები მაისის ბოლოს გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს ამხანაგურად გაეჯიბრება. 3 ივნისს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს, 7 ივნისს კი ესპანეთის ნაკრებს ხეტაფეში დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 48 /
რატომ უნდა მოვუგოთ ყაზახეთს? ყაზახეთს გაცილებით მაღალი ხარისხის ჩემპიონატი აქვს. ფკ ასტანა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურ ეტაპზე გამოვიდა წელს. ყაზახური გუნდები ქართულ გუნდებს მუდამ აგდებენ ევროპის თასებიდან. ყაზახურ კლუბებს ბევრად დიდი დაფინანსება აქვთ. ყაზახური საფეხბურთო ინფრასტრუქტურა გამართულია. ყაზახი ფეხბურთელები ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან ვიდრე ქართველები რაც დღეს გამოჩნდა მოედანზე. რატომ უნდა მოვუგოთ? მოწინააღმდეგის და საკუთარი თავის ობიექტური შეფასება უნდა ვისწავლოთ, სხვანაირად საკუთარ თავებს მოვატყუებთ და წარმატებისთვის საჭირო ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ.
ლუკა
30 მარტი 2016 05:23
0
ცხადაძის ნაკრები უფრო გამართული იყო როგორც ტაქტიკურად ისე თამაშის ხარისხით.ყველამ იცოდა რა უნდა გაეკეთებინათ, დღევანდელი მატჩიდან გამომდინარე კი ვერაფერი ვერ დავინახე.ასეთი თამაშით რა ევროპა და მსოფლიო უნდათ ფარერებს ვერ მოუგებენ ისე პროგრესირებს ეგ ნაკრები.გასაგებია ტიტოეული ინდივიდუალურად ახერხებს რამეს აი თუნდაც ყაზაიშვილი ავიღოთ... ეს ლობჟანიძE კიდე სად არის და რას თამაშობს ვერ გავარკვიე,მართალია ეგ პოზიცია არაა ისეთი რო ბევრი ვარიანტია არჩევის მაგრამ მე ვფიქრობ ახალგაზრდებიც უნდა გამოიყენოს.წარმატებები ნაკრებს!
football is my life
30 მარტი 2016 00:59
0
ეხლა გერმანია იტალიას უყურებ,,როგორი სისწრაფეებია,ერთი მაქსიმუმ ორი შეხება,სწორად ბურთის მიღება,სწორი გახსნა,არანაირი დატანჯული დაღლილი სახეეები,ბოლოწუთებია და ისევ ისეთი სიჩქარეეებია,რა გვჭირს ჩვენ?,სირბილი უნდა ფეხბურთს სირბილი სწორი სირბილი,ბურთი ლობჯანიძის გარდა ყველამ იცის და ცოტა ჩქარა რო გავაკეთოდ გასაკეთებელი რამოხდება?ამაზე იმედია მწვრთნელი იმუშავებს
სიმართლე
30 მარტი 2016 00:29
0
ვაისს დრო სჭირდება, მე მჯერა საქართველოს ნაკრები ვაისსთან სულ სხვა გუნდი იქნება, 2018 წლის შესარჩევში საქართველო პირველი ან მეორე ადგილზე გავა.
გიორგი
30 მარტი 2016 00:10
0
დაცვა მოშიშვლებული იყო,წინ წასულები მეტოქის შეტევის დროს უკან ჩამოსვლას ვერ ასწრებდნენ,სუსტად ითამაშეს ჯაბა კანკავამ და ყაზაიშვილმა,უფრო ძლიერი გუნდი ასეთი თამაშით გაგვანადგურებს,დღევანდელი დღით თუ ვიმსჯელებთ კახას ნაკრები ჯობდა,თუმცა პირველი თამაშია და ვნახო ხვალ რა იქნება,მომეწონა აბურჯანია,ჭანტურია და კაჭარავა........
nikolozi
30 მარტი 2016 00:06
0
ბიჯოოოოოოოოოოო,,,,ყაზახებს აღარ უნდა უგებდეთ ხალხო?????საკუტარ თავებს ვიტყუებთ და ვიძახით მომავალი გვაქვსთქო..კარგით რა...რა უბედურება გვჭირს..აბურჯანია ძალიან მაგარი ბიჭია ორი აზრი არარებობს მაგრამ მწვრთნელისთვის რთული დასანახი რატომ უნდა იყოს ის რომ აპორნი ბევრს კარგავს ,თამაში არ მიდის და უნდა გამოცვალო?აპორნი რო ბურთის კარგვას იწყებს და შეტევას ვეღარ რაუნდა მინდორზე?ნაკლები კაცით თამაში გვინდა კიდე??დასვი რა...რაცარუნდა ვიძახოთ ვინმეზე მაგარია იქ სადაც თამაშობსთქო ნაკრები სხვა დონეა ხალხო ვაბშე სხვა..იქ სხვა მოთხოვნებია
Naveriani
30 მარტი 2016 00:04
0
საცოდაობაა ამათი ყურება და ჩვენი კომენტატორების მოსმენა
Aleksandre
29 მარტი 2016 23:52
0
სასწაულად მონდომებული იყო ნაკრების ყვლა წევრი :)))))) კარგი, ამას ჩავთლი რომ, მწვრთენელს ცოტა დრო ჰქონდა სიტუაციაში გასარკვევად და ჩამოიყვანა ის ფეხბურთელები ვინც უთხრეს რომ უნდა ჩამოეყვანა. ამის შემდეგ თამაშში თუ ეროვნული ნაკრები ისევ დაბალი დონის ჩემოიონატის თამაში პრაქტიკის არმქონე ფეხბურთელებით დაკომპლექტდება გასაგები იიქნება ყველაფერი !!! შემდეგი თამაშიც მალე მოვაააა.....
dave
29 მარტი 2016 23:50
0
ჩვენზეა ნათქვამი ცხადაძეს გავეყარე და ვაისს შევეკარეო )))) არაპატრიოტი ფეხბურტელები გვკავს უმეტესობა
xhsdfsjhdsjh
29 მარტი 2016 23:43
0
რა კაცი გამიგდეს, დააბრუნეთ ცხადაძე
giga
29 მარტი 2016 23:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული