სომხები მარცხს ასე ხსნიან

AutoSharing Option
"სპორტ ექსპრესმა" საქართველო-სომხეთის ამხანაგურ დაპირისპირებას მიმოხილვა მიუძღვნა, რომელიც სომეხ სპორტულ ჟურნალისტს, არსენ სარქისიანს ეკუთვნის.

"სომხეთის ნაკრების განლაგება ტრადიციული იყო : 4-2-3-1. დებიუტის ჩაგდების შემდეგ, რომელიც ზამთრისთვის საკმაოდ სწრაფ ტემპში წარიმართა, სომხები მეათე წუთზე გამოერკვნენ და საერთო ჯამში შეხვედრას აკონტროლებდნენ. თუმცა საქართველოს ნაკრებთან სახიფათო მომენტები არ შექმნილა: სომხები ზედმეტად სწრაფობდნენ საჯარიმოსთან ახლოს, მაშინვე კარში ურტყამდნენ, მაგრამ მათ დარტყმებს სიზუსტე აკლდა.

მეტოქე იშვიათად, მაგრამ ბევრად მწვავედ უტევდა. მარცხენა ფლანგზე გარღვევისა და საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ იაშვილმა გოლკიპერს დაასწრო და ბურთი კარში გადაგზავნა. მალე
კი საქართველომ ანგარიშში სხვაობა გააორმაგა: ანანიძე მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და ვარდნაში სჯარიმოში გააკეთა გადაცემა. პირველი დარტყმა მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა, მაგრამ დამატებაზე სირაძეს ხელი ვერავინ შეუშალა.

მეორე ტაიმის დასაწყისიდან ინიციატივა მთლიანად სომხების ხელში გადავიდა. საკმარისია ითქვას, რომ კასპაროვი თამაშის ბოლომდე არ შეუწუხებიათ. 63-ე წუთზე მხიტარიანის გარღვევა ცენტრში საჯარიმოში წესების დარღვევით დასრულდა: მანუჩარიანმა პენალტი დამაჯერებლად გაიტანა.

მხიტარიანი საერთოდ მინასიანის გუნდში საუკეთესო იყო: "შახტარისთვის" დამახასიათებელი მანერით ბევრს მოძრაობდა, კომბინაციებს აგებდა, უკან ჩადიოდა და მუშაობდა. მაგრამ სომხეთის ნაკრებს აშკარად აკლდა მოვისიანი: მანუჩარიანზე გათვლამ, რომელიც შეტევის მთელს ფრონტზე მოქმედებდა, არ გაამართლა. მიუხედავად ამისა, მხიტარიანს 73-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო კარგი კომბინაციის შემდეგ, მაგრამ რევიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

სეზონის დასაწყისისა და საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთის ნაკრების რეპეტიცია, შედეგის მიუხედავად, შედგა. მაგრამ არ შეიძლება არ ვთქვათ პლობლემბზეც: მოთამაშეების შეუთანხმებელი თამაში და შეუთამაშებლობა თვალში საცემი იყო", - წერს სომეხი მიმომხილველი.

საქართველო-სომხეთის მატჩზე კომენტარი სომხეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ედუარდ მაკაროვმაც გააკეთა. მისი თქმით, კვიპროსში სომხეთის ნაკრების მარცხი ბევრი წამყვანი მოთამაშის არყოფნის ბრალია.

"თამაშზე თავისი კვალი ბევრი წამყვანი მოთამაშის არყოფნამ დატოვა. ვამბობდი და კიდევ ვიტყვი: ჩვენი გუნდი ძალიან საინტერესო და პერსპექტიულია. მისგან მეტ პროგრესს ველი. ნაკრებში ახლაც ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია და კიდევ არანაკლებ ნიჭიერი თაობა მოდის. ფეხბურთი სომხეთში ფეხზე დგება და მომავალი გააჩნია", - თქვა მაკაროვმა.


მომზადებულია championat.ru-ს მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მართლა სომხები არაინ რა :) პენალი დამაჯერებელი იყოო?1 ეგ იყო დამაჯერებელი პენალი კინაღამ მეკარეს არ გაარტყა :დ
ნიკო
18:21 10-02-2011
0
იმენა წუწუნებენ რა აბა ჩვენ რა შემადგენლობა გვყავდა და 2 ტაიმში ვაბშე რა დაგვრჩა დავიწყოთ თავები უნდა დაიბრიდონ
fc_dinamo
16:36 10-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული