ეს თუ მოხდა, მართლა სასწაული იქნება! - ლევან კობიაშვილი ნაკრებზე

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

სხვას საკითხებთან ერთად, სფფ-ის პრეზიდენტმა წარსულში საქართველოს ნაკრების წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ სასწაული იქნება, თუკი ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრას შეძლებს.

მკითხველი:
- ბატონო ლევან, როგორც ნაკრების ყოფილი წევრი, როგორ ფიქრობთ, რა არის ეროვნული ნაკრების წარუმატებლობის მთავარი მიზეზი?
- წარუმატებლობის ბევრი ფაქტორია. წარუმატებლობა, როგორც ასეთი, არც გუშინ დაწყებულა და არც გუშინწინ - ის დიდი ხანია მოდის. ერთია, რომ მოლოდინი არის
სხვა და რეალურად ვართ სულ სხვაგან.

ყოველთვის გვაკლდა რაღაც-რაღაცები. ერთი მხრივ ის, რომ მე, როგორც სხვა ფეხბურთელებსაც, მაქსიმუმი არ გამიკეთებია - ამ საკითხში ძალიან თვითკრიტიკული ვარ. წარუმატებლობაში ყველას თავისი წვლილი მიუძღვის, მათ შორის, მეც, როგორც ყოფილ ფეხბურთელს.

პრობლემა იყო გუნდში ერთიანობის არქონაც. ფეხბურთელების ურთიერთობა, მეგობრობა მოედანს მიღმა მოედანზე არ ჩანდა. ძალიან პრობლემატური იყო გუნდური თამაშიც, კონცენტრირება მთლიანად მატჩზე - არც ეს ჩანდა.

არ ვიყავით ერთი ორგანიზმი. ახლაც და ჩემი ფეხბურთელობის დროსაც, ეს პრობლემა იყო. გარედან რომ შეხედავდი, იტყოდი, აი, რა კარგია, ფეხბურთელები ერთმანეთს ემეგობრებიან, კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ მოედანზე უკვე აღარ ჩანდა, რომ ერთი გუნდი ვიყავით, სადაც ყველა ერთმანეთს ეხმარება, აზღვევს, ამხნევებს...

ამის გარდა, ბევრი გარეფაქტორიც იყო - არამარტო მწვრთნელები, ზოგადად, საფეხბურთო პოლიტიკა, განვითარება...

- გამარჯობა, ლევან! როგორ ხედავთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალს?
- კარგად ვიცი, დღეს რანი ვართ და სად ვართ. ნამდვილად ვერ დავგეგმავ და ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. ეს თუ მოხდა, მართლა სასწაული იქნება.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ამ წარმატების მიღწევამდე ძალიან ბევრი გვიკლია.

ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება, მაგრამ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული - როგორ ვიმუშავებთ, ფეხბურთელები როგორ გაიზრდებიან, როგორ იმუშავებს მწვრთნელი, როგორ იქნება პროცესში ჩართული გულშემატკივარი და ა.შ.

დღეს ვამბობ, რომ ჩვენი მიზანია, ნაკრები გახდეს წარმატებული და ის ოცნება ყველამ ავიხდინოთ, მაგრამ რეალისტები ვიყოთ - ჩვენსა და ამ მიზანს შორის გარკვეული მანძილია, რომელიც წლების განმავლობაში უნდა შევამციროთ და უფრო რეალური გავხადოთ ოცნების ასრულება!

სრული "ინტერნეტკონფერენციის" ნახვა შეგიძლიათ აქ - ლევან კობიაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბავშვთა ფეხბურთი უნდა ავიდეს სახელმწიფო-საყოველთაო კონტროლზე არა ისე როგორც ეხლაა ძმაკაცთა შვილთა შეკრება, მოვიწვიოთ უცხოელი ბავშვთა მწვრთნელები სად არიან დღეს თუნდაც დევდარიანი ავსაჯანაშვილი ასე არაფერი გამოგვივა.
zura
06 მაისი 2016 10:11
0
ფაქტიურად ყველაფერი თავიდანაა დასაწყები,აქედან გამომდინარე ამას სამწუხაროდ დრო დასჭირდება...
მამუკა
30 აპრილი 2016 13:01
0
საქართველოს ნაკრები საშუალო კლასისი ფეხბურთსაც არ თამაშობს, დაბალი ფეხბურთელების კლასი და რაც გინდა პირობები შეუქმნასთ ამ კლასისი ფეხბურთლებს, რაც გინდა მწვრთნელი, არაფერი გამოვა! ამას დაუმატეთ ინტირიგები თვით ფეხბურთლებში, ეს მათი გამორჩეული თვისებაა, ვიღაც ყოჩები, ვიღაც მათი ამყირავლებლები, უჯიგრობა, რადგან უმეტესობამ კარგად იცის, რა გზით აქვს მიღწეული ნაკრებში მოხვედრა, ამიტომ ყველაფერ ფულზეა!

ახლაგაზრდა თაოაბშიც არაფერი გამოვა, იმიტომ რომ უზარმაზარი თანხებია საჭირო მაგ სპორტზე სასიარულოდ, შემდეგ ცალკე მოქონვა მწვრთნელმა რომ ბავშვი თამაშზე გაიყვანოს და სადმე წაიყვანოს! თვით ბავშვებმა ეს ყევლაზე კარგად იციან, შესაბამისად იზრდებიოან ისეთები, როგორიც არიან და იქნებიან ჩვენი ფეხბურთელები, მათ შორის კობიაშვილიც!
ბუკი
30 აპრილი 2016 12:46
0
სასწაულების იმედათ თუ მოდიოდი დატეულიყავი სადაც იყავი შეკაცო
ilo
30 აპრილი 2016 11:11
0
არ მესმის ამ ფედერაციის პრეზიდენტების, რა აზრი აქვს მაშინ შეცვლას ერთი და იგივე სიტყვებით და "ქმედებით" ანუ უმექმედობით თუ დაკავდებით და იმითი დაიზღვევთ თავს რომ ვერსად ვერ გავალთ და პესიმისტურ პროგნოზებს გააკეთებთ. არჩევამდე რატომ არ ამბობთ იმას რომ არ გაქვთ უნარი ქვეყნის ნაკრების ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანის. რა მნიშვნელობა აქვს მაშინ კობიაშვილი, არველაძე თუ ბალამწარაშვილი?
321
30 აპრილი 2016 11:10
0
Tskhadadzes germaniam dzlivs mougo DA sascauli rogoraa austrias DA uels tu vadjobet? Tu gindat cinascar shegvaguot tkvens arascor arhevans
gaza
30 აპრილი 2016 06:14
0
ყველაფერს კადერები წყვეტს. პატივი ეცით გამოცდილებს ფეხბურთშიც და საქმეშიც...
DABDURA
29 აპრილი 2016 21:13
0
რეალური სურატი დახატა,პროგნოზი პესიმისტურია
ალეკსანდრე
29 აპრილი 2016 16:17
0
ლევან კობიაშვილი: „ფეხბურთი ისეთ ეტაპზე გადავიდა, რომ ფიზიკური მომზადების გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. ფიზიკურად თუ მზად არ ხარ, შეუძლებელია გაუძლო ამ სისწრაფეებს, რომელსაც ფეხბურთი მოითხოვს დღეს“.
სირბილის სწავლების ცენტრი
29 აპრილი 2016 15:10
0
ქართული ფეხბურთი პირდაპირპროპორციულია ქართული ეკონომიკისა და პოლიტიკისა, არავინ თქვას პოლიტიკა შუაში არ არისო. აქ ნიჭზე არაა საუბარი, რაგბისა და ძიუდოსაგან განსხვავებით წესიერი ხალხის დეფიციტია! დღევანდელი დღისთვის მოდიან( ?! ) აქ სამუშაოდ(? ), ანუ კი არ მოდიან მოჰყავთ და სამუშაოდ კი არა ფულის საკეთებლად! ხვალინდელი დღე კი მიაჩნიათ ასე:" ჩემს მერე ქვა ქვქზეც ნუ დარჩენილაო", ნეტავ ვტყუოდე, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი დამეთანხმება , რომ მართალი ვარ.
gela
29 აპრილი 2016 14:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული