ლაშა დვალი საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც დაეხმარება და ახალგაზრდულსაც

AutoSharing Option
პოლონური "შლიონსკის" მცველი ლაშა დვალი საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებშია გამოძახებული.

დვალი 27 მაისს ავსტრიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში "სლოვაკეთის" წინააღმდეგ ითამაშებს, რის შემდეგაც შვედეთში გაემგზავრება და 3 ივნისს ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება. შვედეთიდან ფეხბურთელი ესპანეთში გაემგზავრება და კვლავ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს, ამჯერად - ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.

აქვე გეტყვით, რომ 3 ივნისს თავის შეხვედრას ეროვნული ნაკრებიც გამართავს, რომელიც ბუქარესტში ამხანაგურად რუმინეთის ნაკრებს გაეჯიბრება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ ლაშა მზადაა ეროვნულისთვის, მაშინ ახალგაზრდულში თამაში, უკვე ზედმეტია. ასე ძველ შეცდომებს გავიმეორებთ, რის გამოც ბევრი ნიჭიერი ბიჭები დარჩნენ მარად პერსპექტიულებად.
gizog
16:38 16-05-2016
0
დვალზე კვალიფიციური ცენტრალური მცველები გვყავ, იგივე ლეგიონერები!!! გაახილეთ თვალები ჟურნალისტებო! დაწერეთ უფრო მეტი მათზე, შესტავაზეთ ფედერაციას !!!!! არ გამოვა ასე არაფერი !! არაა ჯერ ეს ბიჭი მზად ნაკრებისთვის სამწუხაროდ !!
FCDinamo
16:04 16-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული