ჯაბა ჯიღაური: ნაკრების წარმატებისტვის ძალებს არ დავზოგავ!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა, რომელიც ეროვნული ნაკრების განაცხადში პირველად მოხვდა, Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 25-კაციანი შემადგენლობა გუშინ, 20 მაისს დაასახელა, რომელშიც 3 ახალწვეული მოხვდა, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ ჯიღაურია.

- ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

"ყაზახეთთან თამაშამდე გაფართოებულ სიაში მოვხვდი, მაგრამ არა - განაცხადში, მაშინ უბრალოდ, ინფორმაცია გავრცელდა არასწორად, რამაც გაუგებრობა გამოიწვია.

ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ახლა გუნდთან ერთად შეკრებაზე ვიქნები.

სამი უმძიმესი ტესტ-მატჩი
გველის, თუმცა საკუთარი ძალების რეალურად შემოწმება მხოლოდ ასეთი დონის ნაკრებებთან თუ მოხერხდება.

ყველა თამაშში ბრძოლა გვმართებს, ჩემის მხრივ კი, შანსის მოცემის შემთხვევაში, ძალებს არ დავზოგავ ნაკრების წარმატებისთვის", - გვითხრა ჯიღაურმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები პირველ ამხანაგურ შეხვედრას 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
და ოპტიმიზმის საფუძველს რა უნდა აძლევდეს ძმაო? ვარსკვლავური შემადგენლობა, ფიზიკური მომზადება, ტაქტიკური თუ პროფესიონალიზმი? რა სასაცილოები ხართ ნეტა ამ არარეალური იმედებით...
Levani
23:57 21-05-2016
0
კაკა-ს. ვერ ვხვდები ესეთი პესიმიზმის საბაბს რა გაძლევს))))))))))
lnzm
17:10 21-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული