საქართველოს ნაკრები: ავსტრიული შეკრება დაიწყო, ჯანო ანანიძე ვერ ვარჯიშობს [VIDEO]
დიდი ხანია, რაც ჯიღაური ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას იმედოვნებდა. მან დასრულებული სეზონი კარგად ჩაატარა - 28 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირებში მე-6 ადგილზე გავიდა (რაც ნახევარმცველისთვის მშვენიერი შედეგია) და "დინამოს" ჩემპიონობაში თავისი წვლილი შეიტანა.
"რა თქმა უნდა, ეროვნულ ჩემპიონატში ტიტულების მოპოვება სასიხარულოა, მაგრამ
მაგრამ ერთია ნაკრებში მოხვედრა და მეორე - იქ დამკვიდრება. ნაკრებში შანსი თუ მომეცემა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ამით ვისარგებლო და ქვეყნის უპირველეს გუნდსაც გამოვადგე".
ერთია, რაზე ოცნებობს ჯიღაური, მაგრამ რეალობასაც კარგად აცნობიერებს:
"საქართველოს ჩემპიონატში თამაშით ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრება ძნელია და ეს კარგად მესმის. "დინამოსთან" კონტრაქტი ექვს თვეში მიმთავრდება და ჯერ არ ვიცი, დავრჩები თუ არა გუნდში ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ.
თუმცა, დიდი სურვილი მაქვს, ჩემპიონთა ლიგაში "დინამოსთან" ერთად ვითამაშო და იქნებ ახლა მაინც მოვახერხოთ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, თუნდაც ევროპის ლიგაში. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ სირთულეები კარგია - შენს თავსაც უნდა აჯობო და ხალხსაც დაუმტკიცო, რომ შეუძლებელი არაფერია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"