ჯაბა ჯიღაური: სირთულეები კარგია - შენს თავსაც უნდა აჯობო და ხალხსაც დაუმტკიცო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც შეკრება 24 მაისს დაიწყო. "ჯვაროსნებს" წინ უმნიშვნელოვანესი ამხანაგური თამაშები ელით. ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ექნება ორ დინამოელს - ვახტანგ ჭანტურიშვილსა და ჯაბა ჯიღაურს...

საქართველოს ნაკრები: ავსტრიული შეკრება დაიწყო, ჯანო ანანიძე ვერ ვარჯიშობს [VIDEO]

დიდი ხანია, რაც ჯიღაური ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას იმედოვნებდა. მან დასრულებული სეზონი კარგად ჩაატარა - 28 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირებში მე-6 ადგილზე გავიდა (რაც ნახევარმცველისთვის მშვენიერი შედეგია) და "დინამოს" ჩემპიონობაში თავისი წვლილი შეიტანა.

"რა თქმა უნდა, ეროვნულ ჩემპიონატში ტიტულების მოპოვება სასიხარულოა, მაგრამ
ყველა ფეხბურთელი ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობს. უმრავლესობისთვის ეს მიუწვდომელი სიმაღლეა და ძალიან მიხარია, ვლადიმირ ვაისის სიაში რომ მოვხვდი. ეს ფეხბურთელს თავდაჯერებასაც მატებს და დიდ სტიმულსაც.

მაგრამ ერთია ნაკრებში მოხვედრა და მეორე - იქ დამკვიდრება. ნაკრებში შანსი თუ მომეცემა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ამით ვისარგებლო და ქვეყნის უპირველეს გუნდსაც გამოვადგე".

ერთია, რაზე ოცნებობს ჯიღაური, მაგრამ რეალობასაც კარგად აცნობიერებს:

"საქართველოს ჩემპიონატში თამაშით ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრება ძნელია და ეს კარგად მესმის. "დინამოსთან" კონტრაქტი ექვს თვეში მიმთავრდება და ჯერ არ ვიცი, დავრჩები თუ არა გუნდში ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ.

თუმცა, დიდი სურვილი მაქვს, ჩემპიონთა ლიგაში "დინამოსთან" ერთად ვითამაშო და იქნებ ახლა მაინც მოვახერხოთ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, თუნდაც ევროპის ლიგაში. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ სირთულეები კარგია - შენს თავსაც უნდა აჯობო და ხალხსაც დაუმტკიცო, რომ შეუძლებელი არაფერია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაც თავი მახსოვს მეც სულ ეს მესმის განსაკუთრებით უცხოელი სპეციალისტებისგან - ქართველები ტექნიკურები არიან მაგრამ ფიზიკაში უჭირთო... მართლაც რა გახდა რა...
777-s
25 მაისი 2016 18:37
0
თუ ნაკრებში დამკვიდრება უნდა და უკეთეს ჩემპიონატში და კლუბში თამაში, ფიზიკურად უნდა მოუმატოს ძალიან სუსტია... რა გახდა საქართველოში ფიზმომზადების კარგი სპეციალისტების მოწვევა და მომზადება უკვე რამდენი წელია სულ ამაზეა ლაპარაკი და არაფერი არ იცვლება
777
25 მაისი 2016 17:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული