საქართველოს ნაკრები: ჯანო ანანიძე გამოირიცხა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს მომავალ სამ ამხანაგურ მატჩში ჯანო ანანიძე დააკლდება. ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, ამის მიზეზი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

დასრულებულ სეზონში ჯანო ხშირად ტრავმიანობდა, თუმცა ბოლო მატჩებში ის სისტემატურად თამაშობდა "სპარტაკში" და ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, დმიტრი ალენიჩევისგან ნდობასაც გრძნობდა.

ფაქტია, ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის ერთ-ერთი ლიდერის არყოფნა სერიოზული დანაკლისია, მაგრამ რას ვიზამთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სანაკრებო მატჩების წინ ერთიმეორის მიყოლებით ვკარგავთ ხოლმე წამყვან ფიგურებს. იმედი ვიქონიოთ, რომ დანარჩენებს მაინც არ უმტყუნებთ ჯანმრთელობა.

25 მაისს საქართველოს ნაკრებმა ორჯერადი
ვარჯიში გამართა. ცნობილია, რომ გასაგებ მიზეზთა გამო გიორგი ჭანტურია და გიორგი აბურჯანია ჯერჯერობით გუნდთან ერთად არ არიან. აქვე, ვაისის რჩეულებიც:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("ფეირენშე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო");

მცველები:
გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბ), ლაშა დვალი ("შლიონსკი", პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო", თბ), უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბ), გიორგი ნავალოვსკი ("სკა ენერგია", რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი ("ესქიშეჰირსფორი", თურქეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("დინამო", თბ);

თავდამსხმელები:
ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი ("პოგონი", პოლონეთი), გიორგი ქვილითაია ("დინამო", თბ), გიორგი ჭანტურია ("დუისბურგი", გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
....რომ შეუბერო ძირს გდია არაფერი არ გამოვა მასეთისგან
misha
26 მაისი 2016 15:11
0
2010 წელს ამ ბიჭზე იმდენს საუბრობდნენ იმის ნახევარიც რომ ეთამაშა დღეს მინიმუმ რაკიტიჩის დონეზე იქნებოდა. დღეს კი რეალობა ასეთია ჯანოს ძირითადში სამი თამაში და ბედნიერია ერი :)
ioseb
26 მაისი 2016 13:03
0
zalian sawyenia janos arastabiluri janmrteloba.gaojanmrteleba da warmatebebi usurvot,magram:vaisa she chemi codvit savse dauzaxe lipartias,marcvaladzes,goguas da vinchamogitvalo kide?arcsatamasho praqtika akliat da gvtiswyalobit jamrteladac arian...gmertmaqnas zaan magrad vcdebode magram aramaq amkacis imedi da esisev wava da chven ra xeiri??romgaizaxit nakrebi yvelasia mteli saqartvelosio sad an rashichans??DAUZAXE GOGUAS,LIPARTIAS..
666
26 მაისი 2016 12:50
0
რა ლიდერი, რის ლიდერი, სად ჰყავს ლიდერი საქართველოს ნაკრებს
დემე
26 მაისი 2016 10:49
0
..მოკლედ რა(((როგორ შეიძლებოდა ამ ბიჭის რუსეთში წაყვანა?!((((
ზაზა
26 მაისი 2016 10:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული