საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთთან მატჩში გოლი საწყის წუთებში გაუშვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიის ქალაქ ველსში ამხანაგურ შეხვედრას სლოვაკეთის ნაკრებთან მართავს და ანგარიშით 0:1 მარცხდება. მიმდინარეობს შეხვედრის პირველი ტაიმი.

სლოვაკმა ფეხბურთელებმა ანგარიში მე-5 წუთისთვის მარტივი კომბინაციის გათამაშების შემდეგ გახსნეს. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელსაც გოლის გატანაში ხელი ვერავინ შეუშალა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარება ჯაბა კანკავა. გუნდი კი კაპიტნის სამკლავურით გურამ კაშიამ გაიყვანა. ამასთან, ეროვნულ ნაკრებში ვახტანგ ჭანტურიშვილის დებიუტი შედგა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე
ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, სანდრო კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი, ლევან მჭედლიძე.

სათადარიგოები: გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, ალეკო ამისულაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი ქვილითაია, ზურაბ ცისკარიძე, ლევან ყენია, ჯაბა ჯიღაური, ლაშა დვალი.

 

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს დინამოს ფეხბურთელები "აბიზალოვკაა"?
თუ ბატონმა რომანმა ბრძანა?:)))
ვასო
27 მაისი 2016 20:27
0
რატო ვერ იჭერს ბურთს ბოლო დროს 50%ზე მეტი ბურთის ფლობა ბევრი ქონია ჩვენ ნაკრებს? მჭედლიძეზე უნდა ითამაშონ რო გოლი გაატანინონ სხვანაირად არ გამოვა წინ და უკან უაზრო სირბილით
Akaki
27 მაისი 2016 20:26
0
ვაისი მგონი ნელ-ნელა ხვდება სად ამოყო თავი,ოქრიაშვილი და ნავალოვსკის გარდა ტიპები უბრალოდ დგანან მოედანზე.
ggg
27 მაისი 2016 20:25
0
ვახ ჩემი ჭანტურია არ გვყოლია :D :D
Akaki
27 მაისი 2016 20:23
0
მაორე ტაიმში ვაკოს ცენტრში თუ შეწევს და ჭანტურიშვილის მაგივრად ჭანტურიას შემოიყვანს და მარჯვნივ დააყენებს უფრო გამოვა რაღაც
Akaki
27 მაისი 2016 20:21
0
გუნდი რომელსაც გერმანიამ ძლივს გაგვიტანა 1 უპასუხო გოლი, დღეს სრულიად მოშლილი, სტრუქტურულად და ტაქტობრივად, ბურთს ვერ იჭერს.
GOALER
27 მაისი 2016 20:14
0
სლოვაკეთის ზამენების ზამენას ვერ ვუგებთ საღოლ კობი საღოლ ვაის მაგრად მოხოდე ბიჭები (არც აქამდე აკეთებდნენ რამეს მაგრამ ცხადაძე ცოტა ჟილკას მაინც აძლევდა) )))))))))))))))))))))))))))
svani
27 მაისი 2016 20:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული