საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთთან მატჩში გოლი საწყის წუთებში გაუშვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიის ქალაქ ველსში ამხანაგურ შეხვედრას სლოვაკეთის ნაკრებთან მართავს და ანგარიშით 0:1 მარცხდება. მიმდინარეობს შეხვედრის პირველი ტაიმი.

სლოვაკმა ფეხბურთელებმა ანგარიში მე-5 წუთისთვის მარტივი კომბინაციის გათამაშების შემდეგ გახსნეს. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელსაც გოლის გატანაში ხელი ვერავინ შეუშალა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარება ჯაბა კანკავა. გუნდი კი კაპიტნის სამკლავურით გურამ კაშიამ გაიყვანა. ამასთან, ეროვნულ ნაკრებში ვახტანგ ჭანტურიშვილის დებიუტი შედგა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე
ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, სანდრო კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი, ლევან მჭედლიძე.

სათადარიგოები: გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, ალეკო ამისულაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი ქვილითაია, ზურაბ ცისკარიძე, ლევან ყენია, ჯაბა ჯიღაური, ლაშა დვალი.

 

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს დინამოს ფეხბურთელები "აბიზალოვკაა"?
თუ ბატონმა რომანმა ბრძანა?:)))
ვასო
20:27 27-05-2016
0
რატო ვერ იჭერს ბურთს ბოლო დროს 50%ზე მეტი ბურთის ფლობა ბევრი ქონია ჩვენ ნაკრებს? მჭედლიძეზე უნდა ითამაშონ რო გოლი გაატანინონ სხვანაირად არ გამოვა წინ და უკან უაზრო სირბილით
Akaki
20:26 27-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული