საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ნაკრებთან ამხანაგურად გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა არაოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა, გოლი კი უკვე მე-5 წუთზე გაუშვა. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელმაც მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე დუბლიც მიითვალა. ვაისის თანამემამულეებმა მესამე გოლი ნუკრი რევიშვილის კარში საჯირიმო დარტყმით 70-ე წუთზე გაიტანეს - თავი ადამ ზრელაკმა გამოიჩინა.

აქედან ზუსტად ერთ წუთში უკვე ლევან ყენიამ გაიტანა პრესტიჟის გოლი. ყენიამ ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან,
შემდეგ კი უძლიერესი დარტყმით გაიტანა. საბოლოოდ 1:3 და აშკარაა, საქართველოს ნაკრების თავკაცს საფიქრალი უხვად აქვს.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ ვახტანგ ჭანტურიშვილსა და ჯაბა ჯიღაურს.

ჩვენი გუნდი ავსტრიიდან ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს ამხანაგურად რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი (79, ჯაბა ჯიღაური), თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (46, ლევან ყენია), სანდრო კობახიძე (46, ალეკო ამისულაშვილი), გიორგი ნავალოვსკი (66, ლაშა დვალი), ლევან მჭედლიძე (46, გიორგი ქვილითაია).

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 66 /
გაუჭირდებოდათ!!!
Z.LO
28 მაისი 2016 08:28
0
დაწერეთ სათაური გარკვევით, საქართველოს ნაკრები სლოვაკეთის ბ ნაკრებთან დამარცხდა
llcl
28 მაისი 2016 08:03
0
ჰაჰაჰა. თქვე კაი ხალხო, რომ აიტეხეთ ეს ცხადაძე, ცხადაძეო, მაგის დროს არ იყო ესტონეთმა რომ 3:0 ამოგვტენა?? დაგავიწყდათ? 2 თამაში იმწვრთნელა ჯერ კაცმა. აცადეთ. ან კობიაშვილს რას მისდექით? 10-12 წლის ბავშვები წერთ ამ კომენტარებს?
odala
28 მაისი 2016 07:23
0
ალბათ სტილისტები არყავდათ და უეჭველი მაგან იმოქმედა.
ალექსანდრე
28 მაისი 2016 05:28
0
ერთგან ავღნიშნე ჩემი შეხედულება,რომ ჯერ უნდა ქვეყანა გვქონდეს,სახელმწიფო და მერე პრეტენზიები სპორტში და სხვაგანაც,ამ თამაშთ მოედანზე გუნდი კი არა ფილმ "ფეოლადან" არ იყოს,მოედანზე 11 "უპატრონო" გამოსული,არცერტმა მათგანმა არ იცის რააა ფეხ-ბურთიიი,აი ასე ჯიგრებო ასეაა ეს და იმიტომ
ოთარი
28 მაისი 2016 05:20
0
წარმატება მიიგწევა შრომით თავდადებით პასუხისმგებლობის გრძნობით საკუთარი საქმის და ქვეყნის მიმართ პატივისცემით ჩვენ არცერთს არ ვცდილობთ და ერთ დღეში გვინდა წარმატება როცა აზრზე არ ვართ ფეღბურთის ჩვენ ისტორიას არ ეკადრებაო რო იძახით 81 წელს გულისხმო8თ? ის იყო ის თაობა და იმათმა ითამაშეს იშრომეს როგორც პროფესიონალებმა მერე ავიწეპეთ პირზე მათი წარატება და ასე ბქი ბუქით მოვედით დღემდე მერე უნიჭო შვილებს დიდი კუშებით სასტავში ტენიდენ ნიჭიერ უფულოს სახლში უშვებდნენ და მივიღეთ დღევანდელი სურათი ისეთი როგორიც ჩვენ ისტორიას შეეფერება
ქუთაისელი1
28 მაისი 2016 04:08
0
თქვენ ის გულშემატკივრები არ ხართ არველაძეს რო  .. ბურთი უნებურად საჯარიმოსკენ რო ჩააბრუნა?! თქვენ იყავით ალბათ კალაძეს რო ... 2 ბურთი რო ჩაჭრა საკუთარ კარში,თქვენვე იქნებოდით თემურას რო ადიდებდით ხორვატიას რო მოვუგეთ და კიდევ რამდენი ასეთი მაგალითი?! თქვენნაირი ვაი გულშემატკივარი ვერასდროს ვერ გაძღება,ვინც არ უნდა მოვიდეს (ყველას არ ეხება) ! ეს არის გაცნობითი ხასიათის მატჩები,ერთ და ორ წელიწადში გუნდი რომელსაც ნაკრები ჰქვია ვერ აეწყობა.. ცხადაძეს ცუდად მოექცნენ კი! მაგრამ ეგ ხომ უკვე წარსულია,ნუ მისტირით,რაც გვყავს ეს გვყავს,ამით უნდა გავიდეთ ფონს. საღად ვიაზროვნოთ,გამოსცადოს ვინც სად უნდა,ნახოს,ეს ხიმ ამხანაგურებია,წააგოს კიდეც,ოღონდ ბრძოლაში... დავიჯეროთ ჩვენი ბიჭების! ვინც არ ივარგებს,აღარ ითამაშებს... მოთმინება!
luk
28 მაისი 2016 03:14
0
კობიაშვილო,წადი სახლში!ცხადაძე დააბრუნეთ!
a talanti
28 მაისი 2016 02:41
0
კაით რა ნუ წაიღეთ ტვინი ამ ცხადაძის დაბრუნებით,ფეხბურთელებმა თამაში თუ არ იციან ეგ ვაისის ბრალი ნაღდად არ არის.ჯანსაღი ამბიცია მესმის მაგრამ ასეც არ შეიძლება,რატომ უნდა მოვუგოთ სლოვაკეთის თუნდაც მეორე შემადგენლობას? გადახედეთ ერთი რა კლუბებში და რა დონეზე თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები,დასკვნები მერე გამოიტანეთ.ან კობიაშვილის გინებაში რომ ხართ იმაზე იფიქრეთ მის წინამორბედებს რეალურად საქმე რომ ეკეთებინათ ახლა ეგებ უკეთესობა ყოფილიყო.როცა ნემსაძე გახდა პრეზიდენტი და მერე რა უქნეს მაშინ სად იყავით? თუ ცოცხების გეშინოდათ? რას აკეთებდა ახალკაცი მერე დომენტა ამდენი წელი რა საფუძველი დაუტოვეს კობიაშვილს? შეეშვით ზოგ ზოგიერთების გაპრავებას ყველამ იცის ვინ ვინ არის და რა უკეთებია
Givi g
28 მაისი 2016 02:11
0
შენ გენაცვალე რომა,მაგარი კაცი ხარ.სრულიად გეთანხმები ყველაფერში
თავადი
28 მაისი 2016 01:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული