საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ნაკრებთან ამხანაგურად გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა არაოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა, გოლი კი უკვე მე-5 წუთზე გაუშვა. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელმაც მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე დუბლიც მიითვალა. ვაისის თანამემამულეებმა მესამე გოლი ნუკრი რევიშვილის კარში საჯირიმო დარტყმით 70-ე წუთზე გაიტანეს - თავი ადამ ზრელაკმა გამოიჩინა.

აქედან ზუსტად ერთ წუთში უკვე ლევან ყენიამ გაიტანა პრესტიჟის გოლი. ყენიამ ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან,
შემდეგ კი უძლიერესი დარტყმით გაიტანა. საბოლოოდ 1:3 და აშკარაა, საქართველოს ნაკრების თავკაცს საფიქრალი უხვად აქვს.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ ვახტანგ ჭანტურიშვილსა და ჯაბა ჯიღაურს.

ჩვენი გუნდი ავსტრიიდან ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს ამხანაგურად რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი (79, ჯაბა ჯიღაური), თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (46, ლევან ყენია), სანდრო კობახიძე (46, ალეკო ამისულაშვილი), გიორგი ნავალოვსკი (66, ლაშა დვალი), ლევან მჭედლიძე (46, გიორგი ქვილითაია).

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 66 /
არაოპტიმალური შემადგენლობა მომეწონა ძალიან..ეგაა რომ დასახელება შეგვიძლია..მაგრამ გინდა ოპტიმალური დაარქვი გინდა სუპეროპტიმალური...ჩვენი ფეხბურთელები გასული საუკუნის 60-იანი წლების ფეხბურთს ვერ დაწევიან ჯერ..ტყულა იფლანგება ის 250 მილიონი...ბავშვთა ფეხბურთიდან არის დასაწყები ყველაფერი..სწორად თუ ჩაიდება ეგ ფულიც..უცხოელი კვალიფიციური მწვრთნელების ჩამოყვანით.. 10-15 წელიწადში ფეხბურთის მცდონე ფეხბურთელებიც გავზარდოთ და მწვრთენელებიც...ამათმა ფეხბურთი არ იციან და ვერც ვერასოდეს ისწავლიან...ირბინონ და იჯეჯილონ აწი რამდენიც უნდა..
bujanga
27 მაისი 2016 22:33
0
არეულები იყვნენ საშინლად.
ცხადაძის დროს მგონი მოუგებდნენ უკეთ უბერავდნენ
m
27 მაისი 2016 22:20
0
ქომაგი სერიოზულად ამბობ მაგას? :D :D ქეცბაიამ 5 თუ რამდენი წელი იყო ორი თუ სამი თამაში მოიგო :D მაგან დააქცია ეროვნული ნაკრები ფეხბურთელებს ნაკრებში თამაში რო შეაზიზღა
Akaki
27 მაისი 2016 22:12
0
მორიგი 4წლიანი იმედგაცრუება. დააბრუნეთ ცხადაძე სასწრაფოდ. ბოდიშის მოხდა სირცხვილი არარის. ბოდიში მოუხადეთ ქართველ გულშემატკივარს. გესმის კობიაშვილო თუ არა.
lo
27 მაისი 2016 22:11
0
სამარცხვინოა ეს ყველაფერი.. როდემდე უნდა ეკაიოფოთ ხალხს, როდემდე უნდა გვიშალოთ ნერვები? ვისაც არ ეზარება კველა გვიგებს და გვამცირებს.. სად პოულობთ მაგ ,,ვადაგასულ,, მწვრთნელებს? საქართველოს არ ჭირდება უცხოელი მწვრტნელი ამ ეტაპზე... ცხადაძის გაშვება როგორ შეიძლებოდა? კაცმა აათამაშა ნაკრები და რაც მთავარია ღირსება დაუბრუნა ნაკრებს..
SAKI
27 მაისი 2016 22:08
0
კობი კარგი რა ,არ შეიძლება ასე გაგრძელება,კველა სფეროში დილენტანტების პარადია,ცხადაძე ჯობდა ამას,გამოდი და ახსენი როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?ერთი საუკუნის წინანდელ პეხბურთს თამაშობს გუნდი,შენი მოკვანილი ტრენერია 100 პოცენტით და პასუხისმგებლობა შენზეა,რა ბუჩქებში დამალვა დაიწკე,სირცხვილია-როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ვახკანალია?
dato
27 მაისი 2016 22:07
0
ახალი ამბავი დაწყების ცინ ვიცოდი შედეგი რო წავაგებდით
ბათუმი
27 მაისი 2016 22:04
0
კობიაშვილმა ქართული ფეხბურთის მომავალზე როგორ უნდა ისაუბროს.
kobi
27 მაისი 2016 22:00
0
კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის ფაქტი,რომ თემურ ქეცბაიას გაშვება დიდი შეცდომა იყო. მსგავს გუნდებთან ამხელა ანგარიშით კიარ ვაგებდით,ხშირად ვიგებდით..დაცვა დაცვას გავდა და ნახევარ დაცვაც ნორმალური იყო.დღეს ეგ კომპონენტებიც აგარ არსებობს.ღირსები ხართ ბევრი თქვენთაგანი ქართველო გულშემატკივრებო,ვისაც მართლა კარგი უნდა ქვეყნისთვის და გუნდისთვის იმატზე უარი თქვით და აწი უყურეთ მოუგებელ სერიებს...
qomagi
27 მაისი 2016 22:00
0
ვაისი რა ზმანზეაა:D
giga
27 მაისი 2016 21:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული