ფიფას ახალი რეიტინგი: საქართველოს ნაკრებს ესპანეთის დამარცხება დაეტყო

AutoSharing Option
14 ივლისს ფიფა/კოკა-კოლას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა წინ საგრძნობლად, 19 პოზიციით წაიწია და ახლა 318 ქულით 118-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ჩვენმა ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა: 3 ივნისს ავსტრიულ შეკრებაზე რუმინეთთან ანგარიშით 1:5 წააგო, ხოლო 7 ივნისს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებს ანგარიშით 1:0 სძლია. ფიფას რეიტიგში საქართველოს წინსვლა სწორედ ესპანეთის დამარცხებით არის გამოწვეული.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

ვლადიმირ ვაისის შეგირდები მუნდიალი 2018-ის შესარჩევს 5 სექტემბერს ავსტრიასთან მატჩით გახსნიან.

ევროპის 2016 წლის დასრულების შემდეგ რეიტინგის
პირველ ათეულში გარკვეული ცვლილებები მოხდა. კონტინენტის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები მე-8 ადგილიდან მე-6-მდე დაწინაურდა. ტურნირის მასპინძელი და ფინალისტი საფრანგეთი კი მე-17-დან მე-7 პოზიციაზე აღზევდა.

არაფერი შეცვლილა რეიტინგის პირველ ხუთეულში, რომელსაც სათავეში კვლავაც ბოლო კოპა ამერიკის ფინალისტი არგენტინის ნაკრები უდგას.

ფიფა/კოკა-კოლას ივლისის რეიტინგი. TOP20
1. არგენტინა 1585
2. ბელგია 1401
3. კოლუმბია 1331
4. გერმანია 1319
5. ჩილე 1316
6. პორტუგალია 1266
7. საფრანგეთი 1189
8. ესპანეთი 1165
9. ბრაზილია 1156
10. იტალია 1155
11. უელსი 1137
12. ურუგვაი 1130
13. ინგლისი 1107
14. მექსიკა 1044
15. ხორვატია 1022
16. პოლონეთი 1011
17. ეკვადორი 1002
18. შვეიცარია 957
19. თურქეთი 915
20. უნგრეთი 915.
მკითხველის კომენტარები / 10 /
და კოდევ, ამ რეიტიინგში ყველაზე დიდი სამარცხვინო ფაქტი არის დაფიქსირებული ინგლისელებისთვის, როცა უელსი ინგლისის წინ აღმოჩნდა. სწორედაც რომ ეს არის ყველაზე სამარცხვინო და გამანადგურებელი ნებისმიერი ინგლისელისთვის, და წარმომიდგენია რა დღეში არიან ნამდვილი ინგლისელი ფანები.
ბორის პაიჭაძე
15 ივლისი 2016 15:04
0
სამწუხაროდ მწარე სიმართლე სწორედაც იმაში მდგომარეობს, რომ ესპანეთს რომ მოტივაცია ჰქონდეს საქართველოს მოუგოს ამხანაგურში ამისთვის ალბათ თოთოეულს მილიონი ევრო მაინც უნდა მისცე. ჩემის აზრით უფრო ობიექტური შედეგი იყო, როცა სამი დღით ადრე თუ არ ვცდები რუმინეთთან 1:5 დაფიქსირდა. ამიტომ ამ მოგებას არა მგონია რაიმე განსაკუთრებული მიშვნელობა ჰქონდეს.
ბორის პაიჭაძე
15 ივლისი 2016 15:00
0
lasha-ს. იძახე ახლა დაიკიდე, დაიკიდე!!!! კი ბატონო დაიკიდე მაგრამ, როცა კენჭისყრაა ან ნაკრების რომელიმე წევრზე ტრანსფერზე არის საუბარი, ამ რეიტინგს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვერ გადავიდა გიორგი ლორია ერთ-ერთ წამყვან ევროპულ კლუბში, ზუსტადაც რომ ნაკრების დაბალი რეიტინგი იყო. იძახე ახლა, დაიკიდე, დაიკიდე. დაიკიდე კარგია!!!
zaali
15 ივლისი 2016 12:59
0
შეიძლება ერეთი კარგი გუნდის გაკეთება იმ ფეხბურთელებით რომლებიც ან უგუნდოდ არიან ან სკამს ხეხავენ, რევიშვილი-გრიგალავა-ხუბუტია-ჭანტურია.ნ- გეგეჭკორი, ძარია-გრიგალაშვილი-კობახიძე-ებრალიძე-ვაწაძე-ცხადაძე ბაჩანა.. მწვრთნელი დევდარიანი.. ეს გუნდი მინიმუმ სამეულში იქნება საქართველის პირველობაზე და ევროპულ ტურნირზეც მიაღწევენ რაღაც წარმატებას, მაგრამ აბა ვინარის პატრონი და გამკითხავი?!
c
15 ივლისი 2016 12:35
0
რაც არ უნდა ვილაპარაკოდ რეიტინგიდან გამომდინარე ტარდება წილისყრა, ასე რომ მნიშვნელობა აქვს ამ რეიტინგს. ხოლო რაც შეეხება მის ადეკვატურობას ერთი შეხედვით კოლუმბია ვერ უნდა იყოს ევროპის ჩემპიონზე ზევით თუმცა ისიც საგულისხმოა რომ პორტუგალია 6 ფრით გახდა ჩემპიონი. ანუ ეს რეიტინგი დამოკიდებულია მოგებაზე ფრეზე, რომელ ადგილოსანი რომელს მოუგებს და ასე შემდეგ. ასე რომ არაა ტრუხა ეს ყველაფერი
გური
14 ივლისი 2016 14:54
0
ავსტრიას თუ მოვუგეთ ჯგუფის იმედი გაჩნდება!
გუჯა კახაძე
14 ივლისი 2016 14:39
0
იდიოტური სისტემა. აი ბელგია რატომ არის მეორეზე თუ ვინმე ამიხნით კარგი იქნება :)
giorgi
14 ივლისი 2016 14:08
0
რუსეთი 20-დან ცოპცოპეს???
haha
14 ივლისი 2016 13:51
0
სწორი შენიშვნაა გიგა.

და ეს რეიტინგი როგორ დგინდება ვერ გავიგე რა, არგენტინას აგერ უკვე 10-12 წელია არანაირი ტიტული არ მოუგია, ბელგია კი კაი შემადგენლობაა მაგრამ, მაქსიმუმს რაც მიაღწიეს იყო მსოპლიოზე ნახევარფინალი თუ არ ვცდები და ახლა ევროპაზე პლეიოფი. ან ავსტრია სადაა? კი ევროპა ცუდად ითამაშა, მაგრამ დავიჯერო ეკვადორი ან თურქეთი ასე გადაჭრით ჯობნის ავსტრიას? დაიკიდეთ ხალხო ეს რეიტინგი სისულელეა და მეტი არაფერი, იფიქრეთ იმაზე რომ ნაკრებმა რამე ახალ საფეხურს მიაღწიოს და მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე ბოლოსდაბოლოს მოვუგოთ ირლანდიას, ორივე შეხვედრა მოლდოვას, უელსთან და ავსტრიას კიდე ვეთამაშოთ ისეთი თავდადებით, როგორც ესპანეთს. ჟინი აკლია ნაკრებს და არა სარეიტინგო ქულა
lasha
14 ივლისი 2016 13:46
0
ნეტა რამდენი ხანი დაგვეტყობა?
giga
14 ივლისი 2016 12:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული