მე მზად ვარ! - ცისკარიძე ნაკრებში გამოძახებას ემოციურად გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 5 სექტემბერს ავსტრიასთან სათამაშოდ გაფართოებული სია ჩამოწერა. შემადგენლობაში მოხვდა ზურაბ ცისკარიძეც, რომელიც ის იშვიათი გამონაკლისია, გაზაფხულ-ზაფხულის სპარინგებში კარგი შთაბეჭდილება რომ დატოვა.

ჩეხური "ტეპლიცეს" ფეხბურთელი ნაკრებში მორიგმა გამოძახებამ იმდენად გაახარა, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტიც გამოაქვეყნა, თანაც, ქართულ ენაზე, რომელიც კარგად არც იცის.

"საქართველო-ავსტრიის მატჩის შემადგენლობაში მოხვედრით კიდევ ერთი დიდებული შანსი მომეცა.

ფეხბურთში ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს - მუდმივად გიწევს საკუთარი თავის დამტკიცება, ყოველი დღე კი ახალი გამოწვევაა. გუშინდელი დღე არავის ახსოვს, აწმყო კი რეალურად
ერთადერთი განზომილებაა.

ჩვენ, როგორც ფეხბურთელებს, უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, ამ მაისურის ჩაცმით ჩვენი ხალხი და ქვეყანა წარმოვადგინოთ. ეს უდიდესი პატივია.

სულითა და გულით ველი იმ დღეს, როცა კვლავ შემეძლება ჩემს ძმებთან გვერდიგვერდ დიდი მიღწევებისთვის ბრძოლა - თამაშიდან თამაშამდე! მე მზად ვარ"! - წერს ცისკარიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გენაცვალე აი ეგეტები უნდა იკვნენ კველა ეგეტი ჯინი და ეგეტი ემოციებიტ დატვირტულნი კარგი კაცი ხარ
bejani
26 აგვისტო 2016 18:13
0
ვა რა მაგარი კაცი ხარ, ღმერთმა წარმატებები არ მოგაკლოს
.......
24 აგვისტო 2016 17:22
0
მაგარი კაცია!!! გენაცვალე ჯიგარში!!!
ქართველი
24 აგვისტო 2016 16:50
0
ამ ბიჭს რომ უარია ნაკრებში თამაში მემგონი ასე ძალიან არც ერთ ფეხბურთელს არ უხარია. წრმატებები ზურას და ნაკრებს
Irakli
24 აგვისტო 2016 15:59
0
ძალიან მიხარია ამ კაცის ნაკრებში დანახვა. რაღაც არაქართული სტილის მოთამაშეა და ძალიან საჭიროა ასეთი ფეხბურთელი. წარმატებებს ვუსურვებ სულით და გულით!
გგგ
24 აგვისტო 2016 15:47
0
ყველა ფეხბურთელი ესეთი უნდა გვყავდეს ნაკრებში და მაშინ გვეშველება, დღეს სამწუხაროდ მხოლოდ ცისკარიძე გვყავს.
dato
24 აგვისტო 2016 14:00
0
ეს ბიჭი მოედანზე მოკვდება და არ დასთმობს.
სოსო
24 აგვისტო 2016 13:52
0
შენ გენაცვალე ზურა.... პატრიოტი კაცი ხარ და სამშობლო საქართველო სიგიჟემდე გიყვარს ძმა.... ყოველთვის ბოლომდე იხარჯები... ღვთის მადლი გფარავდეს... ჩვენ კი, მთელ საქართველოს ძალიან გვიყვარხარ...
elgvisa
24 აგვისტო 2016 13:41
0
ასეთი ფეხბურთელები უფრო სასარგებლონნი არიან, ვიდრე ნიჭიერ, მაგრამ ზარმაცი ფეხბურთელები, რომელთა გვარებს არ ჩამოვთვლი. ისედაც ყველამ კარგად იცით
bavaria
24 აგვისტო 2016 13:08
0
ზურა ცისკარიძე მართლა კარგი ბიჭია. მას ჩვენი სხვა ფეხბურთელებისაგან განსხვავებით აქვს ევროპელისათვის დამახასიათებელი სპორტული მენტალიტეტი და თავდადება...
მამუკა
24 აგვისტო 2016 12:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული