მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს

AutoSharing Option
5 სექტემბერს სქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს, ვლადიმირ ვაისის გუნდი ავსტრიის ნაკრებს მასპინძლობს.

salzburg.com-ის ინფორმაციით, ავსტრიელთა თავკაცი მარსელ კოლერი საქართველოს ნაკრებთან თამაშისთვის შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს.

წყაროს ცნობით, კოლერმა პუბლიკას უნდა წარუდგინოს ახალი კაპიტანი და 1-2 ახალწვეულიც. ევრო 2016-ზე წარუმატებელი ასპარეზობიდან 60 დღის გასვლის მერე კოლერს განახლებული შემადგენლობის დასახელება მოუწევს.

ავსტრიაში ელიან, რომ კოლერი საკმაოდ დიდ საკადრო რევოლუციას მოახდენს. მან ასევე უნდა დაასახელოს "ლესტერის" კრისტიან ფუხსი მემკვიდრე ნაკრებში. ფუხსი მხოლოდ 30 წლისაა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ მან გამოაცხადა,
რომ ნაკრებში გატარებული 10 წლითა და 78 კეპით უზომოდ ამაყობს, მაგრამ ეროვნული გუნდიდან მიდის.

ამბობენ, რომ ნაკრებში მიიწვევენ "მაინცის" ფორვარდ ქარიმ ონისივოს, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩში უთამაშია ეროვნულ გუნდში. კოლერი ნაკრების კაპიტნად, დიდი ალბათობით, "ლევერკუზენის" ნახევარმცველ იულიან ბაუმგარტლინგერს დანიშნავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული