5 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ზურაბ ხიზანიშვილს გავაცილებთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 5 სექტემბერს, "დინამო არენაზე", საქართველოს და ავსტრიის ნაკრებების მატჩის დაწყებამდე ზურაბ ხიზანიშვილის ეროვნული გუნდიდან გაცილების ცერემონია გაიმართება.

ზურაბ ხიზანიშვილი 16 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი. მისი დებიუტი 1999 წელს საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირების დროს შედგა და მას შემდეგ, 2015 წლის ჩათვლით, მან ეროვნული ნაკრების მაისურით 93 მატჩი ითამაშა.

ხიზანიშვილს საქართველოში თბილისის "ლოკომოტივში", თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიაში" უთამაშია, საზღვარგარეთ კი შოტლანდიური "დანდისა" და "გლაზგო რეინჯერსის", ინგლისური "ბლექბერნის", "ნიუკასლისა" და "რედინგის", ასევე, თურქული "ქაისერისფორის" ღირსებას იცავდა.
ამჟამად 34 წლის მცველი ბაქოს "ინტერში" გამოდის.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მადლობ ზურა გულიდამწყდა რომ ვეღარ გიხილავთ ნაკრებში მოედანზე !
DAVITI
15:31 02-09-2016
0
მადლობა ხიზან...
ქომაგი
16:08 02-09-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული