5 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ზურაბ ხიზანიშვილს გავაცილებთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 5 სექტემბერს, "დინამო არენაზე", საქართველოს და ავსტრიის ნაკრებების მატჩის დაწყებამდე ზურაბ ხიზანიშვილის ეროვნული გუნდიდან გაცილების ცერემონია გაიმართება.

ზურაბ ხიზანიშვილი 16 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი. მისი დებიუტი 1999 წელს საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირების დროს შედგა და მას შემდეგ, 2015 წლის ჩათვლით, მან ეროვნული ნაკრების მაისურით 93 მატჩი ითამაშა.

ხიზანიშვილს საქართველოში თბილისის "ლოკომოტივში", თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიაში" უთამაშია, საზღვარგარეთ კი შოტლანდიური "დანდისა" და "გლაზგო რეინჯერსის", ინგლისური "ბლექბერნის", "ნიუკასლისა" და "რედინგის", ასევე, თურქული "ქაისერისფორის" ღირსებას იცავდა.
ამჟამად 34 წლის მცველი ბაქოს "ინტერში" გამოდის.
მკითხველის კომენტარები / 11 /
გმადლობ ზურა,ფეხბურთელობაზე ბევრს შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს,მაგრამ მე ფეხბურთელადაც მომწონხარ და ადამიანურადაც,მითუმეტეს ნოდარ ხიზანიშვილის ვაჟი ხარ და შენს პატრიოტობა კაიკაცობაში ეჭვი არ მეპარება.წარმატებები შემდგომ ცხოვრებაში.
სოსო
02 სექტემბერი 2016 21:50
0
ხიზანას ბევრი კარგი თამაშია ჩატარებული რაც შეეხება ავტოგოლებს აი ისინიც ვისაც ავტოგოლიაქ გატანილი ფერნადო იერო დათო ყიფიანი და პაულო მალდინი აღარ გავაგრძელებ მეტს იმდენი კარგი და რასაც ქვია დიდი ფეხბურთელი მყავს ამ სიაში.ასე რო შეეშვით რა ამ ავტოგოლებით მანიპულირებას.ხიზანას კიდე გზა დაულოცოთ ვისაც სურვილიაქ ამისი და მორჩა.
qutaiseli
02 სექტემბერი 2016 21:09
0
ზურა გაიხარე, ამ 16 წლის განმავლობაში ბევრი ოფლი გაქვს დაღვრილი უანგაროდ ქართული ფეხბურთისთვის, რისთვისაც დიდი და დიდი მადლობა, რიგითი ქომაგისგან.
gizog
02 სექტემბერი 2016 20:18
0
zorbrgi-ს ზურა არ მიიღებს მონაწილეობას მატჩში,უბრალოდ თამაშის დაწყებამდე იქნება გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი,რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება საქართველო-ავსტრიის დაპირისპირება.ზურა განაცხადში სულ არაა და როგორ ითამაშებს? :)
giorgi
02 სექტემბერი 2016 18:17
0
წესიერი გაცილებისა და მადლობის თქმის ღირსი ნამდვილად არის, ადრეულ ეტაპზე ბევრი კარგი თამაში ჩაუტარებია ნაკრებში. მაგრამ ბოლო წლები ძალიან არასაიმედო და არასტაბილური გახდა და დროზე უნდა მიეტოვებინა თავადაც.
კახა
02 სექტემბერი 2016 17:42
0
გაეცილებინათ რამე ამხანაგურში სან მარინოსთან ან რამე ეგეთთან, მაინცდამაინც ავსტრიასთან ავტოგოლით უნდა წავიდეს? არადა ძალიან კარგი მცველი იყო თავის დროზე
Zorbegi
02 სექტემბერი 2016 17:34
0
გავაცილოთ მალდინი ნაკრებიდან. გააცილო არა თან გავყვეთ აცილებელ ისეთ ფეხბურთელებს ვისაც რაგაც წარმატებააქვს მიღწეული წადი რა
lasha
02 სექტემბერი 2016 16:48
0
მადლობა ხიზან! მახსოვს შენი თამაში რეინჯერსის შემადგენლობაში ლიგაზე!
c
02 სექტემბერი 2016 16:30
0
საუკეთესო ხარ!
mari
02 სექტემბერი 2016 16:08
0
მადლობა ხიზან...
ქომაგი
02 სექტემბერი 2016 16:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული