რუსები ბელეკში, რუმინელები კი შინ ემზადებიან

AutoSharing Option
ევროპის ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების ძირითადი კონკურენტები, რუსეთისა და რუმინეთის ეროვნული გუნდები, მესამე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ჯერ კიდევ 20 თებერვალს თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელეკს მიაშურა და "სტეჟარის" წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება.

რუსთა ნაკრებს მწვრთნელთა შტაბში ახალი წევრი ჰყავს. ინგლისელმა სტივ დაიმონდმა გუნდი დატოვა და მის ნაცვლად შერკინების მწვრთნელად უელსელი კინგსლი ჯოუნზი მიიწვიეს. ის შერკინების მესამეხაზელი იყო და უელსის ეროვნულ გუნდში 10 კეპი მოუხვეჭავს. მოგვიანებით კი ინგლისური "სეილ შარქსის" მთავარი მწვრთნელი და ტექნიკური დირექტორი გახლდათ.

რუსეთის ნაკრების მთავარმა
მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა თურქეთის შეკრებაზე 26 მორაგბე იხმო. გუნდს მხოლოდ ერთი ტრავმირებული მორაგბე, მეორეხაზელი კირილ კულემინი (აჟენი) აკლია.

სამაგიეროდ საგრძნობლადაა შესუსტებული რუმიენთის ეროვნული გუნდი. ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს, ერთბაშად ხუთი წამყვანი მორაგბე დააკლდება: მარიუშ ტინკუ, ალექსანდრუ მანტა, იონ პაულიკა, ბოგდან ბალანი და იონუც დიმოფტე. რუმინელთა გუნდს დაუბრუნდა კაპიტანი სორინ სოკოლი, რომელმაც პირველი ტურის შეხვედრა, პორტუგალიაში, დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ტრავმები მოიშუშეს და გუნდთან ერთად ემზადებიან, ცხრა ნომერი ლუჩიან სირბუ და გარემარბი კატალინ ფერკუ.

რუმინეთის ნაკრები
პირველი ხაზი: ვასილე მარისკარიუ (ბობინი), პეტრუ ტამბა (დინამო ბუქარესტი), სეზარ პოპესკუ (მაკონი), მიჰაიტა ლაზარი (ექსი), ნიკოლაე ნერე, ბოგდან ზებეგა (ორივე-სტიაუა), ანდრეი რადოი (ბაია მარე)
მეორე ხაზი: სორინ სოკოლი (ლურდი), კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), ვალენტინ პოპირლანი (ბუქარესტი), მარიან დრენკეანუ (ტიმიშოარა)
მესამე ხაზი: სტელიან ბურეა (ტიმიშოარა), ვიორელ ლუკაჩი, დანიელ ლანუსი (ორივე-სტიაუა), მიჰაი მაკოვეი (ბაია მარე), ოვიდიუ ტონიცა (პერპინიანი), დანიელ კარპო (ფარული)
#9: ლუჩიან სირბუ (მიო), ვალენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა), ფლორინ სურუგიუ (ბუქარესტი)
#10: დანუც დუმბრავა (სტიაუა), გაბრიელ კონაკე (ტიმიშოარა).
#12-13: ჩაბა გალი (ბაია მარე), კონსტანტინ გეარა (ფარული), რობერტ დესკალუ, იონელ კაზანი (ორივე-სტიაუა)
#11-14: კატალინ ფერკუ, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), მარიან აპოსტოლი, კატალინ ნიკოლაე (ორივე-ფარული)
#15: იულიან დუმიტრაში (ლურდი), ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა).

რუსეთის ნაკრები
პირველი ხაზი: ვალერი ცნობილაძე (სმენა), კარლო მაღლაკელიძე (პენზა), ალექსანდრ ხროკინი, ალექსეი ტრავკინი, ვლადისლავ კორშუნოვი (სამივე-ვვა), ივან პრიშეპენკო (კრასნი იარი), ევგენი პრონენკო (ენისეი).
მეორე ხაზი: ანდრეი ოსტრიკოვი (ორიაკი), ალექსანდრ ვოიტოვი (ვვა).
მესამე ხაზი: არტიომ ფატახოვი, ალექსეი პანასენკო, ევგენი მატვეევი, კირილ კუშნარიოვი, ვიქტორ გრესევი (ყველა-ვვა), ანდრეი გარბუზოვი (კრასნი იარი)
#9: ალექსანდრ იანუშკინი, ალექსანდრ შაკიროვი (ვვა)
#10: იური კუშნარიოვი (ვვა)
#12-13: მიხაილ ბაბაევი (ვვა), იგორ გალინოვსკი, ალექსეი მაკოვეცკი (კრასნი იარი)
#11-14: ვასილი არტემიევი, ანდრეი კუზინი (ორივე -ვვა), ვლადიმირ ოსტროუშკო (კრასნოდარი)
#15: კონსტანტინ რაჩკოვი (სტად ფოსენი), იგორ კლუჩნიკოვი (ვვა).


ერთა თასი
III ტური, 26 თბერევალი
პორტუგალია-საქართველო, რუმინეთი-რუსეთი, ესპანეთი-უკრაინა

IV ტური, 12 მარტი
საქართველო-რუმინეთი, ესპანეთი-პორტუგალია, უკრაინა-რუსეთი

V ტური, 19 მარტი
რუსეთი-საქართველო, რუმინეთი-ესპანეთი, პორტუგალია-უკრაინა.


სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 2 0 0 +119 10
2. პორტუგალია 2 2 0 0 +9 8
3. რუსეთი 2 1 0 1 +2 5
4. ესპანეთი 2 0 0 2 -64 1
5. რუმინეთი 1 0 0 1 -7 1
6. უკრაინა 1 0 0 1 -59 0





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული